თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე სტამბოლი ბათუმი , ბათუმი სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე სიხშირეების ზრდას განიხილავს. ინვესტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ოსმან ჩალიშქან მჟავანაძის განმარტებით, თურქეთის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით ფრენების სიხშირეების ზრდას აეროპორტ „სტამბოლიდან“ განიხილავს.

2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია აეროპორტ „სტამბოლსა“ და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს შორის ფრენებს კვირაში 10 სიხშირით ახორციელებდა.

 

ცნობილია, რომ Turkish Airlines-ის წარმომადგენელი ფათიჰ გულერი, ბათუმში საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციას ეწვია. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილეს, როგორიცაა თურქეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლების გაზრდის მნიშვნელობა.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად, დაზოგე დრო და ფინანსები. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიArmenia Aircompany -მ სახელი შეიცვალა
შემდეგი სტატიაWizz Air კვლავ ქართული ავიაბაზრის ლიდერია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments