უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air უკვე რამდენიმე წელია ქართულ ავიაბაზრზე ლიდერის პოზიციას არ თმობს. გასული წელი ნამდვილად გამორჩეული იყო ავიაკომპანიისთვის – ოპერირების დაწყებიდან დღემდე, 2012-2023 წლებში 5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

ეს ფაქტი არა მხოლოდ იმის ამტკიცებს, რომ Wizz Air ge -ის სერვისი ნამდვილად ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, არამედ გვაჩვენებს, იმასაც რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი , როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონული სატრანსპორტო ჰაბი, ცნობადობას იზრდის.

საქართველოში, 2023 წლის ზაფხულის სეზონზე Wizz Air -მა შთამბეჭდავ 70%-იან ზრდას მიაღწია. თუმცა, აგვისტო-სექტემბერის პერიოდი კიდევ უფრო გამორჩეული იყო, რადგან ავიაკომპანიამ საქართველოში 2.25-ჯერ მეტ მგზავრს უმასპინძლა, ვიდრე წინა ზაფხულს.

გასულ წელს, ქართველი მომხმარებლებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულებები იყო: საბერძნეთი , საფრანგეთი , იტალია , ესპანეთი და რაბეთის გაერთიანებული საემიროები.

Wizz Air -ის პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ათენი19 სექტემბერი 202526 სექტემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 319 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 582 -დან
ბერლინი1 იანვარი 202622 იანვარი 2026Wizz Airავიაბილეთები 751 -დან
ბრიუსელი25 სექტემბერი 202512 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 678 -დან
ბუდაპეშტი5 ოქტომბერი 202511 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 311 -დან

 

2023 წელს, კოპიტნარის აეროპორტში დაბრუნდა მესამე ბაზირებული ხომალდი და უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე ოპერირებს.

ესენია: ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგი , მადრიდი და პოზნანი და მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებასთან აკავშირებს.

ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტს დაემატა Wizz Air -ის მეოთხე ბაზირებული საჰაერო ხომალდი

შესაბამისად, ქუთაისიდან გაიზარდა ევროპის მიმართულებით ფრენების სიხშირეც. ასევე, დაემატა ახალი მიმართულება – კოპენჰაგენი, სადაც პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 2 სიხშირით ხორციელდება.

 

„ამ ეტაპზე ვაგრძელებთ მიმართულებების დამატებას. ჩვენი მიზანია, ქუთაისი საინტერესო მიმართულებების კიდევ უფრო ფართო სპექტრთან დავაკავშიროთ, რომელიც ქართველ მომხმარებლებს უდავოდ მოეწონებათ, სხვადასხვა ქვეყნიდან კი კიდევ მეტ ტურისტს მოიზიდავს. გპირდებით, რომ მომდევნო წლები კიდევ უფრო გამორჩეული და მნიშვნელოვანი იქნება“ – აცხადებს ჟაჟა ტრუბეკი, Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერი.

2023 წელს, Wizz Air-ს მსოფლიო ტურიზმის ჯილდო გადაეცა

vizz air ევროპის სწრაფად მზარდი და ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანიაა და ასევე მსოფლიო ტურიზმის რიგით 30-ე დაჯილდოების გამარჯვებული, როგორც „ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2023“.

ეს წოდება არის ინდიკატორი იმისა, რომ ავიაკომპანია მგზავრებს შეუდარებელი ხარისხით ემსახურება და მინიმალურ ზიანს აყენებს გარემოს.

დაჯავშნეთ Wizz Air -ის ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ჩვენთან. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.  

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიTurkish Airlines -ი ბათუმსა და სტამბოლს შორის ფრენების სიხშირის გაზრდას გეგმავს
შემდეგი სტატიაTurkish Airlines-ი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია AJet-ით იწყებს ოპერირებას
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments