9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, მაისი 22, 2025

ვენა – მარტივი გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

ვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქია. ავსტრიული კულტურა, საოცარი მუზეუმები, ხელოვნების ნიმუშები თუ ევროპული გარემო მოგზაურობისათვის საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის. ვენა ცენტრალური ევროპის გულია – აქაურობა დიდი ისტორიით, კარგი გარემოთი და გართობის კარგი შესაძლებლობებით გამოირჩევა. ვენის გოთიკური არქიტექტურა, უზარმაზარი შენობები, ტაძრები, ისტორიული უბნები ყველა მოგზაურს შეაყვარებს თავს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ მოგზაურობისათვის საჭირო დეტალებს – აღგიწერთ ვენის ღირსშესანიშნაობებს, ტრადიციულ კერძებს, დასარჩენ უბნებს, დასასვენებელ ადგილებსა და სხვა.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ავსტრიული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

€ 1.35

დროის ზონა

GMT+2

ვალუტა

ევრო

კვება

სადილის ღირებულება

€ 15-22

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ვენა

სად დავრჩეთ ვენაში?

დიდი ყურადღება დაუთმეთ დასარჩენი ადგილის არჩევას. გაითვალისწინეთ, რომ რამდენიმე დღე უცხო გარემოში მოგიწევთ ყოფნა, ამიტომ მაქსიმალურად უნდა გაიმარტივოთ გადაადგილების პროცესი. დასარჩენი ადგილი უნდა იყოს კომფორტული, მარტივად მისადგომი და ტრანსპორტით ადვილად სასიარულო. რამდენიმე ცნობილ უბანს შემოგთავაზებთ.

ვიედენი (Wieden) – ეს უბანი განსაკუთრებით რეკომენდირებულია მათთვის, ვინც პირველად სტუმრობს ვენას. იგი ქალაქის მეოთხე მუნიციპალური ცენტრია. ვიედენი ვენის შუაგულში მდებარეობს, ამიტომ აქ გადაადგილება ძალიან მარტივია.

ლანდსტრასე (Landstraße) – ეს მესამე უბანია ვენაში. იგი ქალაქის ცენტრში, შიდა პირველი უბნის ახლოს მდებარეობს. ეს უბანი საუკეთესოა ხელოვნების მოყვარულებისთვის. აქვე მდებარეობს ბელვედერეს მუზეუმი.

რუდოლფსხაიმ-ფიუნფხაუსი (Rudolfsheim-Fünfhaus) – ვენის მე-15 უბანი, ქალაქის დასავლეთით. ეს სივრცე იდეალურია ზურგჩანთებით მოგზაურობის მოყვარულებისთვის. ეს უბანი გარეუბანში მდებარეობს და დასვენებისა და ქალაქის არაპოპულარული მხარის აღმოჩენისთვის კარგ შესაძლებლობებს იძლევა.

შიდა ქალაქი (Innere Stadt) – ეს პირველი მუნიციპალური უბანია ვენაში. იგი შედარებით მდიდრული ურბანული სივრცეა. აქ ნახავთ მაღალი დონის სასტუმროებს.

ალსერგრაუნდი (alsergrund) – მეცხრე უბანი, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. აქ ნახავთ მნიშვნელოვან შენობებს. აქაურობა საუკეთესოა, თუ კომფორტულად დასვენება გსურთ. თანაც, ამ უბანში ბევრი კაფე, რესტორანი და პაბია.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ვენაში?

ვენა სხვადასხვა ეპოქაში გამოგზაურებთ. აქაური ისტორიული ნაგებობები, მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმები და ქვით მოკირწყლული ლამაზი უბნები იდეალური მოგზაურობის საწინდარია.

შონბრუნის სასახლე იმპერატორების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. იგი მე-17 საუკუნიდან იწყებს სათავეს. შონბრუნის სასახლე თავისი ბაღით კარგად გამოხატავს დიდგვაროვანთა ცხოვრებას და ჰამბურგების დინასტიის დიდებულებას.

შტეფანსდომი ვენის შუასაუკუნეების კათოლიკური ტაძარია. იგი ნომერ პირველი ღირსშესანიშნაობაა ქალაქის და მის შესახებ ყველა ტურისტმა იცის. ვენის მეტროს ერთ-ერთი სადგური სწორედ შტეფანსდომის ტაძართან ამოგაყოფინებთ თავს.

ბელვედერეს მუზეუმს ორი შენობა აქვს. მუზეუმთან ნახავთ პარკსაც, რომელზეც დაბლა სექციაში მოგიყვებით. ბელვედერეს მუზეუმი ინახავს სხვადასხვა ეპოქების დიდი ფიგურების ნამუშევრებს. სწორედ ამ მუზეუმში მდებარეობს გულსტავ კლიმტის ცნობილი ნახატი “კოცნა”.

თუ ფსიქოლოგია თქვენი გატაცებაა, გეცოდინებათ, რომ ფროიდის მუზეუმიც ვენაში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ აქ ფროიდის სამუშაო ოთახსა და ბევრ ისტორიულ არტეფაქტს ნახავთ, მუზეუმში შეგეძლებათ საფოსტო ბარათებისა და სხვა სუვენირების შეძენაც.

სახელმწიფო ოპერა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული, გამორჩეული არქიტექტურული სტილით შესრულებული ნაგებობაა. იგი აშენდა მე-17 საუკუნეში და მუდამ საცერემონიალო დატვირთვას ატარებდა. მისი დარბაზები, ულამაზესი ჭერი და განათებები, აუცილებლად მოახდენს თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას.

წმინდა პეტრეს ტაძარი მე-18 საუკუნის ძეგლია. იგი რომაული კათოლიკური ეკლესიაა. ტაძარი ბაროკოს სტილის არქიტექტურისაა. აუცილებლად უნდა მოინახულოთ ეს დიდებული ტაძარი ვენაში მოგზაურობისას.

შონბრუნის ზოოპარკი შონბრუნის სასახლის ბაღების ნაწილია. იგი ყველაზე ძველი ზოოპარკია მსოფლიოში, რომელიც მე-18 საუკუნეში აიგო და დღემდე ფუნქციონირებს. აქაურობა იუნესკოს ძეგლთა სიაშია შეტანილი.

წმინდა ჩარლის ტაძარი მე-18 საუკუნის ძეგლია. იგი ბაროკოს სტილშია აგებული, სადა ფერებში და ულამაზესი, დახვეწილი არქიტექტურით.

მოცარტმა ცხოვრების დიდი ნაწილი ვენაში გაატარა. აქ ნახავთ მისი სახელობის მუზეუმს, რომელიც კომპოზიტორის ცხოვრების ისტორიას გადმოგცემთ. აქაურობა მაგიურია, რადგან აუდიო გიდის ლაპარაკს მისი მუსიკა დასდევს ფონად.

ხელოვნების მოყვარულებს ალბერტინას მუზეუმის ნახვა არ უნდა დაგავიწყდეთ. აქ ნახავთ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების: პიკასოს, კლოდ მონეს, რენე მაგრიტისა და სხვათა ნამუშევრებს.

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი მე-19 საუკუნეში აშენდა. იგი ვენის გამორჩეულ მუზეუმთაგან ერთ-ერთია. აქ ნახავთ რაფაელის, ველასკესის, ვერმერისა და სხვა გენიოსების ნამუშევრებს.

 

ფრენები ვენაში

სად ვჭამოთ ვენაში

ავსტრიული სამზარეულო სასიამოვნოდ გაგაოცებთ. ვენაში სხვადასხვა ტიპის რესტორანს, კაფესა თუ ბარს შეხვდებით. ავსტრიული მთავარი კერძები თუ ტკბილეული თქვენს მოწონებას აუცილებლად დაიმსახურებს.

ვენაში ევროპული ტიპის დახვეწილ რესტორნებსა თუ ტავერნებს ნახავთ. ქალაქში ბევრი ოჯახური ტიპის საკვები ობიექტიც შეგხვდებათ.

Wiener Wiaz Haus – ეს ტიპური ავსტრიული რესტორანია. აქ შეძლებთ ადგილობრივი კერძების ყველაზე გემრიელი ვარიანტების დაგემოვნებას, რადგან რესტორანი საოჯახოა. აქაური ატმოსფერო კი ძალიან თავისებურია. რესტორანი ვეგეტარიანულ მენიუსაც შემოგთავაზებთ.

Trattoria Toscana La No – ეს რესტორანი ერთ-ერთ ცნობილ უბანში მდებარეობს, ამიტომ მოგზაურობისას მარტივად შეიძლება გადააწყდეთ მას. აქ მრავალფეროვანი მენიუ დაგხვდებათ და თქვენი გემოვნების შესაბამისად შეძლებთ დროის გატარებას. თანაც აქ კარგ ალკოჰოლურ სასმელებსაც შემოგთავაზებენ.

ვენა შნიცელის დაგემოვნების გარეშე არ უნდა დატოვოთ. იგი სპეციალურად მომზადებული ხორცია, რომელიც ლიმონთან ერთად სერვირდება. ბევრ რესტორანში ვეგეტარიანულ ვარიანტსაც ნახავთ.

Figlmüller – ეს რესტორანი ცნობილია უგემრიელესი შნიცელით. იგი პირველ უბანში, საკმაოდ ტურისტულ ადგილას მდებარეობს, ვენის ქალაქის ცენტრში. რესტორანი ძალიან მარტივად მისაგნებია.

Schnitzelwirt – ეს რესტორანი ბოლო 50 წელია შნიცელის განსაკუთრებული გემოებით არის პოპულარული. ფაქტობრივად იგი შნიცელის სახლია.

Café Dommayer – ეს პოპულარული ვენის კაფეა. აქ განსაკუთრებული ატმოსფერო და რაც მთავარია უგემრიელესი შნიცელი დაგხვდებათ.

ავსტრიული ლუდი მთელს მსოფლიოში სახელგანთქმულია. ვენის ბარებში საუკეთესო ლუდის დაგემოვნებას შეძლებთ.

1516 Brewing Company – ამ ბარში ლუდის ძალიან ბევრი სახეობის დაგემოვნებას შეძლებთ. ამ ბარში ლუდთან ერთად კარგად გართობის შესაძლებლობაც გექნებათ.

AmmutsØn Craft Beer Dive – ეს ბარი ასევე ძალიან კარგ ატმოსფეროსა და ლუდის ძალიან ბევრ სახეობას შემოგთავაზებთ. ვენა ნამდვილად ის ქალაქია, სადაც თქვენს საყვარელ ლუდის გემოს აღმოაჩენთ.

Das Loft – ამ რესტორნიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება. აქ შეძლებთ დილას, შუადღისას თუ ღამით სტუმრობას. გარდა ფანტასტიკური ხედებისა, რესტორანს აქვს მრავალფეროვანი სამზარეულო.

360° OCEAN SKY – რესტორნის სახელი არ გაგიცრუებთ იმედებს. აქედან მართლაც მთელი ქალაქის ხედი იშლება. თანაც, აქ შეძლებთ როგორც გემრიელი კერძების მირთმევას, ასევე სასმლის გასინჯვასაც, რადგან რესტორანს საკუთარი ბარიც აქვს.

The View Cafe-Bar-Restaurant – ეს მდიდრული რესტორანია ვენაში. აქაურობა კარგი მომსახურებით, ულამაზესი ხედებითა და გასართობი სივრცეებით არის პოპულარული.

 

შტრუდელი ცნობილი ტკბილეულია. იგი ვენის სახასიათი კერძია. შტრუდელს ბევრ კაფეში ნახავთ. იგი ვაშლის ნამცხვარია და შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, თუმცა მისი მომზადების ტექნიკა ძალიან განსხვავდება.

Kaffee Alt Wien – ამ კაფეში ძალიან კომფორტულად შეძლებთ დესერტის მირთმევას. თანაც, იგი საკმაოდ გვიანობამდე მუშაობს და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ დილის 9-დან ღამის 1-ელ საათამდე.

Café Korb – ეს კაფე დაახლოებით 100 წელია ყველაზე გემრიელ შტრუდელს სთავაზობს ვენის მოსახლეობას. ამ კაფეში ადგილობრივებიც ძალიან ხშირად დადიან შტრუდელისა თუ სხვა დესერტების დასაგემოვნებლად.

ვენაში გართობასაც ძალიან კარგად შეძლებთ. აქაური ბარები იდეალურ ატმოსფეროს ქმნის ტურისტებისთვის. ამ ბარებში ადგილობრივებიც ხშირად დადიან. თანაც, აქ მრავალფეროვან სასმელს დააგემოვნებთ.

Needle Vinyl Bar – ამ ბარში სასმლის მთელი ნაირსახეობა დაგხვდებათ. ბარში გამოფენილია ყველანაირი ტიპის სასმელი, ამიტომ იდეალური საღამოს დაგეგმვას შეძლებთ.

Josef Cocktailbar – ამ ბარში კოქტეილების მთელი რიგი დაგხვდებათ. აქ ძალიან მდიდრული და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ, სადაც იდეალურად შეძლებთ რელაქსაციას.

 

 

ახლოდან დანახული ვენა

სად ვიშოპინგოთ ვენაში?

ვენაში ბევრი შოპინგ ცენტრი, ბაზრები, საშოპინგო პატარა მაღაზიები და კარგად მოწყობილი ქუჩები დაგხვდებათ საშოპინგოდ.

ვენაში ბევრ საშოპინგო ცენტრს ნახავთ. რამდენიმე ყველაზე დიდ ცენტრს ჩვენც შემოგთავაზებთ.

ვენის მოლი (Wien Mitte The Mall) – ეს უმსხვილესი საშოპინგო ცენტრია ვენაში. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და გთავაზობთ 60-მდე მაღაზიასა და რესტორანს ერთ სივრცეში.

ვესტფილდის დუნაის ცენტრი (Westfield Donau Zentrum) – ამ საშოპინგო ცენტრში 250-მდე მაღაზია დაგხვდებათ, ამიტომ თქვენს სასურველ პროდუქტებს მარტივად აარჩევთ.

ვენის ცენტრალური მოლი (BahnhofCity Wien Hauptbahnhof) – ამ მოლში ყველანაირი ტიპის მაღაზია დაგხვდებათ, აქ შეძლებთ ტექნიკის, ტანსაცმლისა და სხვა ნივთების შეძენას.

კარინთის ქუჩა (Kärntner Straße) – ეს ქუჩა განსაკუთრებით პოპულარულია საშოპინგოდ, რადგან აქ ნახავთ ბევრ მაღაზიას, მათ შორის ძალიან ცნობილი ბრენდების. აქ შეგიძლიათ ნახოთ ბევრი სამკაული, სუვენირი, ტექნიკა, ტანსაცმელი და სხვა.

ვენაში ბერ ბაზარს წააწყდებით. აქ შეგიძლიათ იპოვოთ პროდუქტები, ან თუნდაც ინსპირაცია საჭმლის გასაკეთებლად, დააგემოვნოთ ადგილობრივი ყველი და სხვა მრავალი ადგილობრივი კერძი.

საჭმლის ბაზარი (Naschmarkt) – ამ ბაზრის სლოგანია “რაც ბაზარში არ გხვდებათ, ესე იგი არ გჭირდებათ”, შესაბამისად შეგიძლიათ ივარაუდოთ, რომ აქ ყველანაირ პროდუქტს ნახავთ. ეს ყველაზე პოპულარული ბაზარია ვენაში და ადგილობრივები ხშირად დადიან აქ.

კუჩკერმარკეტ (Kutschkermarkt) – ესეც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბაზარია ვენაში. განსაკუთრებით ეს ადგილი შაბათობითაა პოპულარული, რადგან ამ დროს ადგილობრივი ფერმერები ამარაგებენ ბაზარს და განსაკუთრებით ხალხმრავლობაა.

ვენა ულამაზესი ქალაქია. მისი გამოსახულებებით პატარა სუვენირები ნებისმიერ თქვენს საყვარელ ადამიანს გაახარებს. ამიტომ, გირჩევთ გაიყოლოთ ხელთ ლამაზი პატარა სუვენირები. ამისთვის რამდენიმე მაღაზიას შემოგთავაზებთ.

Lauf und Kauf – ამ მაღაზიაში ნახავთ ყველაფერს, როგორც იაფ სუვენირებს, ასევე სხვადასხვა ნივთებს სახლისთვის.

Leschanz – ამ ულამაზეს მაღაზიაში აუცილებლად აარჩევთ თქვენი საყვარელი ადამიანებისათვის სამახსოვრო ორიგინალურ სუვენირებს.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ვენაში? მაშინ დაჯავშნეთ ქუთაისი ვენა ავიაბილეთები დღესვე!

როდის არის საუკეთესო დრო ვენაში სამოგზაუროდ?

ვენა განსაკუთრებით კარგ ამინდებს გაზაფხულსა და შემოდგომაზე შემოგთავაზებთ. ამ დროს ტურისტების ნაკადიც შედარებით საშუალო რაოდენობისაა. აპრილსა და მაისში განსაკუთრებით ბევრ სიურპრიზს გიმზადებთ ქალაქი – ამ დროს როგორც წესი მუსიკის, კინოსა თუ თეატრის ფესტივალები ტარდება და ადგილობრივები ამ საქმიანობაში არიან მთელი სულითა და გულით ჩართულები. ეს აჟიოტაჟი და სასიამოვნო ეიფორია თქვენც აუცილებლად გადმოგედებათ. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ ვენა საშობაო სამზადისით ტოპ ქალაქებში შედის. აქაური ყინულის მოედანი, საშობაო ბაზრები და ყველგან გამოფენილი სადღესასწაულო დეკორაციები ერთი ორად აგიმაღლებთ საახალწლო განწყობას.

არ გადადო. დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება!

როგორ გადავაადგილდეთ ვენაში?

ვენაში გადაადგილების მრავალი საშუალებაა. ღირსშესანიშნაობებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მარტივად მიგიყვანთ, ან შეგიძლიათ ტაქსისა თუ პირადი მანქანის დაქირავება.

მეტრო გადაადგილების ყველაზე სწრაფი და მარტივი საშუალებაა. ქალაქს მეტროს 5 ხაზი აქვს, რომლებიც სხვადასხვა ნომრითა და ფერით გამოიხატება. აუცილებლად უნდა გაააქტიუროთ თქვენი ბილეთი მეტროში მგზავრობისას. ვენაში მეტრო დილის 5 საათიდან შუაღამემდე მოგემსახურებათ ყოველ 15 წუთში.

რამდენიმე ტიპის ბილეთს შეიძენთ:

  • ერთჯერადი ბილეთი
  • 24/48/72-საათიანი ბილეთი
  • ვენის ქალაქის ქარდი

ვენა ნამდვილადაა ის ქალაქი, რომელიც ფეხით შეგიძლიათ შემოიაროთ. ამ შემთხვევაში გვერდს ვერ აუვლით მნიშვნელოვან კულტურულ ნაგებობებს, რომლებიც შეიძლება ღირსშესანიშნაობების სიაში ჩამოწერილიც კი არ გქონდეთ. ვენის ქუჩებში საოცარი ატმოსფერო ტრიალებს და წარმოუდგენელია ამ გამოცდილების ხელიდან გაშვება. თანაც ქუჩებში ბაზრებსა და სწრაფი კვების ობიექტებსაც ნახავთ. ამიტომ, ასე უფრო გაიმარტივებთ მოგზაურობას.

ტაქსი შედარებით ძვირი ალტერნატივაა. ქალაქის ცენტრში საშუალოდ 7-12€ მოგიწევთ გადაიხადოთ, აეროპორტიდან კი 40-64 €-ს ფარგლებში იმგზავრებთ. რამდენიმე ტაქსის კომპანიას შემოგთავაზებთ თავიანთი საკონტაქტო ინფორმაციით:

  • Airport Cab, Tel. +43 (0) 676 786 10 65, www.vienna-airport-cab.at
  • Airport Driver, Tel. +43 1 22 8 22, www.airportdriver.at
  • Airport Taxi Wien, +43 (0) 660 49 13 433 , www.airport-taxi-wien.wien
  • ATS Airport Transfer Service, Tel. +43 1 7007 359 10, www.ats-vie.com
  • Fahrtenschmiede, Tel. +43 1 934 61 41, www.fahrtenschmiede.at

ვენაში 127 ბას-ლაინს ნახავთ. ავტობუსები ყოველთვის მოგემსახურებათ, რადგან ვენაში 21 ბას-ლაინი ღამის ავტობუსებისთვისაა გამოყოფილი, რომლებიც 12:30-დან ღამის 5:30-მდე მუშაობენ. ვენაში ავტობუსები წვრილ უბნებსა და ქუჩებშიც კი დადიან. თანაც, ავტობუსებზეც იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც მეტროზე, შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი ბილეთი, ასევე ბარათები, რომლებიც წვდომას მოგცემთ ტრანსპორტზე რამდენიმე საათით ან დღით. ერთჯერადი ბილეთი 2.4€ ღირს. ბილეთებს შეიძენთ კიოსკებში. ავტობუსების დასახელებები ნომრისა და ასოებისგან (A/B) შედგება.

ქალაქში ტრამვაი მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს. ვენას ტრამვაის 29 ხაზი აქვს. ტრამვაის ბილეთებიც მარტივად შეგიძლიათ შეიძინოთ კიოსკებსა და სხვადასხვა ჯიხურებში. საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აქ ძალიან მარტივია.

ვენის ქალაქის ბარათი (Vienna City Card) – არსებობს 24/48/72 საათიანი და ერთკვირიანი ქალაქის ბარათები. ისინი წვდომას გაძლევთ არა მხოლოდ ტრანსპორტზე, არამედ სხვადასხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა თუ საკვებ ობიექტებში ფასდაკლებას ითვალისწინებს

  • 24 საათიანი ბილეთი ღირს 17€
  • 48 საათიანი 25€
  • 72 საათიანი 29€
  • 7 დღიანი ბარათის შეძენაც შეგიძლიათ შეიძინოთ 35€-ს ფარგლებში.

 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო პარკები ვენაში?

ერთი მხრივ ვენა თუ გადაგტვირთავთ თავისი ურიცხვი ღირსშესანიშნაობებით, კარგად დასვენებისა და რელაქსაციის საშუალებასაც მოგცემთ. დაბლა შემოგთავაზებთ ვენის რამდენიმე ცნობილ პარკს.

სტადპარკი (Stadtpark) – მდებარეობს ვენის საკმაოდ ცნობილ უბანში. აქ ბევრი ისტორიული მონუმენტი და რა თქმა უნდა ბუნება დაგხვდებათ.

აქ არა მხოლოდ დასვენებას, არამედ სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობასაც შეძლებთ. ეს პარკი განსაკუთრებით გაფორმებულია. აქ შეგიძლიათ სხვადასხვა საკვებ ობიექტებსაც ეწვიოთ.

ამ პარკში კი ატრაქციონები დაგხვდებათ, შესაბამისად იდეალურად გართობას შეძლებთ. თუ გსურთ ლაღი და ბედნიერი მომენტები დააგროვოთ, აუცილებლად ეწვიეთ მას.

ბელვედერეს მუზეუმში თუ დიდ დროს გაატარებთ, მისი ულამაზესი ბაღი ნებისმიერ დროს მიგიღებთ. აქ იდეალურად დასვენებას შეძლებთ სხვა ტურისტებთან ერთად.

ეს პარკი ქალაქის ცენტრალური პარკია. აქ დაგხვდებათ მოცარტის დიდი ქანდაკებაც. ბაღი ულამაზესი მცენარის საფარით იწონებს თავს.

თუ უფრო მეტი დროის გატარება გსურთ ბუნებაში, აუცილებლად ეწვიეთ მთის პარკს. იგი მწვანე ბილიკებშია ჩაფლული და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებსაც ინახავს.

გადაწყვიტე მოიწყო საინტერესო მოგზაურობა ვენაში? მაშინ იაფი ფრენები ვენაში სწორედ შენთვისაა!

ხშირად დასმული კითხვები ვენაზე

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ვენაში მოგზაურობისათვის, რადგან სანახავი ნამდვილად ბევრია.

პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ მოგზაურობისათვის აუცილებელი დოკუმენტების მომზადება, იქნება ეს პასპორტი თუ საიდენტიფიკაციო ბარათი. ასევე, წაიღეთ რაც შეიძლება კომფორტული და სეზონისთვის შესაფერისი ტანსაცმელი და შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. უმჯობესი იქნება, თუ წაიღებთ კომფორტულ ზურგჩანთას, რადგან სიარული შორ მანძილებზე მოგიწევთ ღირსშესანიშნაობების დათვალიერებისას. ასევე, საჭიროებისამებრ, გირჩევდით წაიღოთ პორტატული დამტენი და ფოტოების გადაღების მოყვარულებს, არ დაგრჩეთ ფოტოაპარატიც. უმჯობესი იქნება თუ წაიღებთ საწვიმარსა და ქოლგასაც, რათა ამინდმა არც ერთ შემთხვევაში არ შეგიშალოთ ხელი ქალაქის დათვალიერებისას.

ვენაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მის მუზეუმებსა და ტაძრებს, გასინჯოთ ავსტრიული ცნობილი კერძები და დააგემოვნოთ ლუდი.

ვენა საშუალო სიძვირის ქვეყნებში შედის სამოგზაუროდ. თუმცა, შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასდაკლებებით, მაგალითად შეიძინოთ ქალაქის ბარათი, რომელიც სხვადასხვა სერვისებზე ფასდაკლებებს გულისხმობს.

ვენა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ლოკაციაა სამოგზაუროდ. თუმცა, აუცილებლად ყურადღებით უნდა იყოთ პერსონალურ ნივთებთან, ბარგთან, დოკუმენტებთან და ა.შ.

გაზაფხულსა და შემოდგომაზე საუკეთესოდ შეძლებთ ვენაში მოგზაურობას თბილი ამინდების გამო. ზაფხულში აქ საკმაოდ ცხელა, ზამთარი კი ძალიან ცივია.

VIE – ვენის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 17 კილომეტრში მდებარეობს.

ვენაში გამგზავრებას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისებით შეძლებთ სარგებლობას, ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან ვენის მიმართულებით შემოგთავაზებთ Georgian Airways -ისა და MyAustrian -ის პირდაპირ ავიაბილეთებს. ქუთაისიდან უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ახორციელებს პირდაპირ რეისებს, ბათუმიდან კი გადაჯდომით დაფრინავს Turkish Airlines.

მოგზაურობის მაქსიმალურად ბიუჯეტურად დაგეგმვისათვის, პირველ რიგში აუცილებელია 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ იაფი ავიაბილეთები ვენაში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს. ასევე, საუკეთესო ფასების მისაღებად უნდა გამოიყენოთ ავიაბილეთების საძიებო სისტემა, როგორიცაა avia.ge

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას ვენაში მოგზაურობის შესახებ

იაფი ფრენები ვენის მიმართულებით ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე…

იაფი ავიაბილეთები ვენაში ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაგიური ქალაქია. აქ…

იაფი ავიაბილეთები ვენაში ავსტრიის დედაქალაქი ვენა მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქია. იგი…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს