ბერძნული სადა არქიტექტურა, ეგეოსის ზღვის ულამაზესი სანაპიროები, კუნძულის ულამაზესი ქუჩები, ვიწრო უბნები და უგემრიელესი კულინარია – სანტორინი ყველა მოგზაურის ოცნებაა. ხშირად გხვდებათ ცისფერი და თეთრი შენობებით მოკირწყლული კუნძულის ფოტოები სოციალურ ქსელებში? სანტორინი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კუნძულია. ამ ბლოგს სწორედ მას მივუძღვნით: შემოგთავაზებთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, დასასვენებელ სივრცეებსა თუ სანაპიროებს.
სანტორინი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ სანტორინში?
სანტორინში მოგზაურობისას, კარგად აარჩიეთ დასარჩენი არეალი. ქალაქში უამრავ დასარჩენ სივრცეს ნახავთ და თავისუფლად აარჩევთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ ვარიანტს, ბიუჯეტისა და დროის შესაბამისად. მთავარია, წინასწარ გადაავლოთ თვალი ალტერნატივებს. რამდენიმე დასარჩენ არეალს ჩვენც შემოგთავაზებთ.
ოია
ოია (oia) – სანტორინის ყველაზე პოპულარული მხარე. აქ ტრადიციული ბერძნული სახლები მდებარეობს. დამსვენებლები ოიას ტერიტორიაზე მოდიან სამახსოვრო და ესთეტიკური ფოტოების გადასაღებად. აქ დარჩენის შემთხვევაში თქვენი დასარჩენი ადგილებიდან ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.
კამარი და პერისა
კამარი და პერისა (Kamari and Perissa) – თუ ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს დარჩენა გსურთ, კუნძულის სამხრეთში მდებარე ამ უბნებში გირჩევთ დარჩენას.
პირგოსი
პირგოსი (Pyrgos) – ისტორიული უბანი ლამაზი პანორამული ხედებით. აქ დაგხვდებათ პოპულარული დასარჩენი ადგილები, ღირსშესანიშნაობები, ბერძნული ტიპური ტავერნები და რესტორნები.
ფირა
ფირა (fira) – სანტორინის დედაქალაქი და ტურისტული ცენტრი. აქ ყველაფერია – გასართობი ადგილები, საშოპინგო ცენტრები და პატარა ბერძნული მაღაზიები.
აკროტირი
აკროტირი (Akrotiri) – სანტორინის ისტორიული ნაწილი. აქ არქეოლოგიური მნიშვნელობის არტეფაქტები დაგხვდებათ. აკროტირი ქალაქის პომპეიდაც იწოდება ხოლმე.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ სანტორინში?
სანტორინი მართალია თავისი სანაპირო ზოლითაა ცნობილი, თუმცა აქ ანტიკურ ბერძნულ შენობებსა და სხვადასხვა ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსაც ნახავთ.
სანტორინის ვულკანი
სანტორინის ვულკანი ეგეოსის ზღვაში არსებული აქტიური კუნძულია. იგი სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. აქ ვულკანის ნარჩენებს ნახავთ და შეძლებთ აქტიურ კრატერთან ფოტოების გადაღებას.
ემპორიოს ციხესიმაგრე
ემპორიოს ციხესიმაგრე სანტორინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანახაობაა. იგი “პირატებისაგან” თავდასაცავად ააშენეს. ციხესიმაგრე არქიტექტურულად და სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაგებობაა სანტორინისათვის.
აკროტირი
აკროტირი ანტიკური ბერძნების სამოსახლო ადგილია. აკროტირის არქეოლოგიური გათხრების ცენტრი ამავე სახელწოდების უბანში მდებარეობს. ისტორიითა და არქეოლოგიით გატაცებულ ადამიანებს აქ დროის გატარება ნამდვილად ესიამოვნებათ.
ფირას "სამი ზარი"
ფირას ტერიტორიის მარგალიტი მისი კათოლიკური ეკლესია “სამი ზარია”. ეკლესიას ეს სახელი იმიტომ ხვდა წილად, რომ სამი სამრეკლო აქვს. იგი ცნობილია სადა არქიტექტურითა და აქედან გადაშლილი ულამაზესი ხედებით.
თერას მუზეუმი
თერას მუზეუმი პრეისტორიული ანტიკური საბერძნეთის შესახებ დიდ ინფორმაციას მოგცემთ. აქ ინახება არქეოლოგიური არტეფაქტები და მნახველს პრეისტორიულ ეპოქაში ამოგზაურებს.
ოიას ციხესიმაგრე
ოიას ციხესიმაგრე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის, ციხის ნანგრევებისა და ულამაზესი გადასახედი ადგილისაგან შედგება. აქედან ზღვის მთელი სანაპირო გადაგეშლებათ თვალწინ.
ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები
ოიას ლურჯგუმბათიანი ეკლესიები სანტორინის ყველაზე ცნობილი ნაგებობებია. ისინი ალბათ ბევრ ფოტოზე შეგინიშნავთ. ლურჯგუმბათიანი ეკლესიები იდეალურად ასახავს ბერძნულ არქიტექტურას – ლურჯი და თეთრი ფერებისა და სადა სტილის ნაზავს.
ანტიკური თერა
ანტიკური თერა ასევე უძველესი სამოსახლო ადგილია ანტიკური ხანის ბერძნებისათვის. აქაური ლანდშაპტითა და არქეოლოგიური მნიშვნელობის სანახაობებით ძველ ბერძნებზე შთაბეჭდილებას შეიქმნით.
სანტორინის მეტროპოლიური მართლმადიდებლური ეკლესია
ეს ეკლესია მე-19 საუკუნეში აშენდა და სანტორინის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა. იგი მართლმადიდებლურია და ფუნქციურ მნიშვნელობას იკავებს მოსახლეობისათვის. ეკლესია ულამაზეს ადგილას მდებარეობს, აქედან სანტორინის ვულკანებს გადმოხედავთ.
სანტორინის ხელოვნების ქარხანა
სანტორინის ხელოვნების ქარხანა აუცილებლად უნდა მოინახულონ ისტორიისა და ხელოვნების მოყვარულებმა. ძველი ქარხანა დღეს მუზეუმადაა გადაკეთებული და ვიზიტორებს აწვდის ინფორმაციას სანტორინის ძველ სოციო-ეკონომიკურ თავისებურებებზე.
დაჯავშნე სანტორინის ღირსშესანიშნაობების ბილეთები ახლავე და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები სანტორინში
სად ვჭამოთ სანტორინში
სანტორინი თავისი კულინარიული შესაძლებლობებითაც მოიგებს თქვენს გულს. აქაური კვების რუტინა, ყველა გემოვნებაზე მორგებული სამზარეულო და მსოფლიო დონის რესტორნები კულინარიულ სამოთხეს მოგიწყობთ. კუნძულზე ნახავთ როგორც მსუბუქ საკვებს, მაგალითად ბერძნულ სალათებს, ასევე ზღვის პროდუქტებს.
რესტორნები სანაპიროზე
სად ვჭამოთ ოიას ტერიტორიაზე?
ოია ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ადგილია სანტორინზე. აქ ბევრი რესტორანი შეგხვდებათ, საუკეთესოებს ჩვენც შემოგთავაზებთ.
სად შევჭამთ ბიუჯეტურად?
ახლოდან დანახული სანტორინი





სად ვიშოპინგოთ სანტორინში?
სანტორინი არც შოპინგის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ როგორც დიდ სავაჭრო ცენტრებში, ასევე ადგილობრივ ბაზრებსა თუ პატარა მაღაზიებში. ათენის ცენტრი სავსეა საოჯახო მაღაზიებით, სუვენირების მაღაზიებითა თუ პატარა ბუტიკებით. ათენში საჩუქრის არჩევაც არ გაგიჭირდებათ საყვარელი ადამიანისათვის.
რომელ უბნებში ვიშოპინგოთ სანტორინში?
ორი ძირითადი უბანი Fira და Oia სანტორინის მთავარი საშოპინგო ცენტრებია. აქ ნახავთ სხვადასხვა ტიპის მაღაზიებს და შეძლებთ თქვენთვის სასურველი პროდუქტების შეძენას. ტერიტორიაზე ნახავთ როგორც ტანსაცმლისა თუ აქსესუარების მაღაზიებს, ასევე ადგილობრივი სუვენირებისთვის გამოყოფილ სივრცეებსა თუ ვინტაჟურ პროდუქტებს.
სანტორინის კერამიკის მაღაზიები
სანტორინი ცნობილია კერამიკის ნივთებით. თუ ორიგინალური საჩუქრებით დაბრუნება გსურთ ქვეყანაში, მაშინ შეგიძლიათ მინიატურული კერამიკის ნივთები შეიძინოთ ბერძნულ ფერებსა და ტექნიკაში შესრულებული.
ცნობილი საშოპინგო ცენტრები
რომელია საუკეთესო ქუჩა საშოპინგოდ?
Gold Street (or Ypapantis Street) – საუკეთესო ადგილია საშოპინგოდ სანტორინში ყოფნისას. აქ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დამზადებულ სამკაულებს შეიძენთ. სანტორინი რომ მუდმივად დარჩეს თქვენს მეხსიერებაში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ეს ხელნაკეთი ულამაზესი სამკაულები.
ის, რაც მხოლოდ ადგილობრივებმა იციან
Epilekton – ანტიკვარიატის ამ მაღაზიაში მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან მოგროვებულ სხვადასხვა ნივთებს ნახავთ. თუ გიყვართ ძველი ნივთები და გსურთ ყველაზე დასამახსოვრებელი რამ შეიძინოთ, ამ მაღაზიაში უთუოდ გააკეთებთ თქვენთვის სასიკეთო შენაძენს.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი სანტორინში? მაშინ დაჯავშნე თბილისი სანტორინის ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო სანტორინში სამოგზაუროდ?
ბევრი იტყვის, რომ სანაპიროებით ტკბობისათვის იდეალური დრო ზაფხულია, თუმცა გიფიქრიათ ნაკლებად გადატვირთულ სეზონებზე, გაზაფხულსა და შემოდგომაზე, კვლავ თბილ ამინდებში ნაკლებად გადაჭედილ სანაპიროებზე ნებივრობაზე? შემოდგომასა და გაზაფხულზე ზღვა თბილია და ცურვასაც შეძლებთ, ამინდებიც მზიანია. სანტორინი წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა აქტივობებს გპირდებათ, იქნება ეს რელიგიური დღესასწაულები, კარნავალები თუ სხვადასხვა ღონისძიებები. მაგალითად, ზაფხულში შეგიძლიათ კუნძულის ცნობილ ჯაზ-ფესტივალზე წახვიდეთ ივლისში. ერთი სიტყვით, კუნძულზე წელიწადის ნებისმიერ დროს შეძლებთ დასვენებას, გართობასა და განტვირთვას.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ სანტორინში?
სანტორინში გადასაადგილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იქირავოთ მანქანა ან მოტოციკლეტი, ან უბრალოდ ფეხით აღმოაჩინოთ კუნძულის ღირსშესანიშნაობები და სანაპირო ზოლი.
ავტობუსი
მართალია, ავტობუსით სანტორინის ყველა კუთხე-კუნჭულში ვერ იმგზავრებთ, თუმცა იცი გადაადგილების ყველაზე იაფი საშუალებაა. მისი ფასი 1-დან 2 ევრომდე მერყეობს. ბილეთის შეძენა ავტობუსშივე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად იგი სავსეა ხალხით.
მოტოციკლეტი
სანტორინზე მოტოციკლეტის ქირაობაც შეგიძლიათ. განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში მოტოციკლეტით სეირნობა და კუნძულის აღმოჩენა ერთი დიდი სიამოვნებაა.
ნავი
წყლის ტრანსპორტზე რას იტყვით? მეზობელ კუნძულებამდე სულ რაღაც 2 ევროდ შეგიძლიათ იმგზავროთ ნავით. უფრო მეტის გაგება თუ გსურთ საბერძნეთზე, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა.
მანქანა
სანტორინში პოპულარულია მანქანის დაქირავება. ასე შეძლებთ ქალაქის სხვადასხვა უბნები მარტივად და კომფორტულად მოიაროთ.
ფეხით
ცხადია, კუნძულზე ფეხით სეირნობის შემთხვევაში ადგილობრივ კულტურას, არქიტექტურასა და ცხოვრების თავისებურებებს უკეთ შეისწავლით. ფეხით სეირნობა ამ მაგიურ ქალაქში სასიამოვნო თავგადასავლის მაუწყებელია.
რომელია საუკეთესო სანაპიროები სანტორინში?
საბერძნეთი თავისი სანაპიროებითაა ცნობილი. სანტორინის ტერიტორიაზე ულამაზეს სანაპიროებს, ხმელთაშუა ზღვის კამკამა ნაპირებს ნახავთ.
პერივოლოს სანაპირო
პერივოლოს სანაპირო (Perivolos Beach) – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაპიროა სანტორინის ტერიტორიაზე. აქ ადგილობრივები, ტურისტები, ოჯახები, წყვილები ან უბრალოდ დასვენების მოყვარული მოგზაურები კარგ დროს ატარებენ. სანაპიროზე შეგიძლიათ გამოსცადოთ წყლის სპორტული აქტივობებიც.
წითელი სანაპირო
წითელი სანაპირო (Red Beach) – ყველაზე ცნობილი სანაპირო სანტორინში. იგი უამრავ ფოტოსურათზე შეგხვდებათ. აქაური წითელი ქვიშა იდეალურად ერწყმის ხმელთაშუა ზღვის კაშკაშა წყალს.
თეთრი სანაპირო
თეთრი სანაპირო (White Beach) – ეს სანაპირო აუცილებლად უნდა ნახოთ წამოსვლამდე. აქაური თეთრი ქვიშა და კლდოვანი რელიეფი ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.
პერისას სანაპირო
პერისას სანაპირო (Perissa Beach) – მთის ძირში მდებარე სანაპირო ზოლი. აქ ვულკანური შავი მიწა დაგხვდებათ, წყალი კი – გამჭვირვალე და სასიამოვნო.
კამარის სანაპირო
კამარის სანაპირო (Kamari Beach) – ეს სანაპირო მდებარეობს ფირადან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით. იგი კეთილმოწყობილია და კომფორტულ დასვენებაზეა მორგებული.
ეროსის სანაპირო
ეროსის სანაპირო (Eros Beach) – ეს სანაპირო იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ მშვიდად დასვენება გსურთ. აქ დაგხვდებათ მყუდრო გარემო და სიწყნარე, სანტორინის ულამაზეს ბუნებაში.
გადაწყვიტე სანტორინში მოგზაურობა? მაშინ იაფი ფრენები სანტორინში სწორედ შენთვისაა!
ხშირად დასმული კითხვები სანტორინზე
რამდენი დღეა საკმარისი სანტორინში სამოგზაუროდ?
3-5 დღე მაინც გათვალეთ სანტორინზე სამოგზაუროდ, რათა კარგად მოასწროთ დასვენება.
რა უნდა წავიღოთ სანტორინში?
პირველ რიგში, არ დაგავიწყდეთ სამოგზაურო დოკუმენტაციის გამზადება. ასევე შეამოწმეთ გაჯეტები და მათი დამტენები. საჭიროების შემთხვევაში, გადაამოწმეთ წამლების ყუთიც. სანტორინის სანაპიროებზე ყოფნის დროს მუსიკის მოსმენა ან წიგნის კითხვა თუ გესიამოვნებათ, მოემზადეთ შესაბამისად. არ დაგავიწყდეთ, რომ წაიღოთ საცურაო კოსტიუმებიც.
რითაა გამორჩეული სანტორინი?
სანტორინი თავისი ულამაზესი სანაპიროებითაა ცნობილი. ამასთან, აქ მშენიერი კულტურული ძეგლები და ეკლესიები დაგხვდებათ.
რამდენად ძვირია სანტორინი?
სანტორინში შეგიძლიათ ბიუჯეტურად ნახოთ დასარჩენი ადგილები, უფასოდ მოინახულოთ მისი მონასტრები და ციხესიმაგრეები და დაისვენოთ მის სანაპიროებზე. თუმცა, სანტორინი საბერძნეთის სხვა კუნძულებთან შედარებით ძვირი სამოგზაურო ადგილია.
რამდენად უსაფრთხოა სანტორინში მოგზაურობა?
სანტორინში მოგზაურობა უსაფრთხოა. აქ მშვიდად შეგიძლიათ დაისვენოთ და განიტვირთოთ.
როდისაა საუკეთესო დრო სანტორინში სამოგზაუროდ?
გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით შეგიძლიათ ეწვიოთ სანტორინს, სანაპიროებისა და მზის ქალაქს.
რომელია სანტორინთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
JTR – სანტორინის საერთაშორისო აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან სანტორინში?
სანტორინში გაფრენას თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეძლებთ. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან სანტორინში?
სანტორინის მიმართულებით შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაბილეთების ფრენებს: SkyExpress და Aegean Airlines.
როგორ შევიძინოთ სანტორინის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენის თარიღი არ დაამთხვიოთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს. ასევე, საუკეთესო ფასებისა და შეთავაზებებისთვის გამოიყენეთ ავიაბილეთების საძიებო სისტემაა, როგორიცაა avia.ge
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას სანტორინში მოგზაურობის შესახებ