16.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ივნისი 17, 2025

ლარნაკა – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის

კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი ლარნაკა ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული კურორტია. ხმელთაშუა ზღვის ულამაზესი სანაპიროები, გამჭვირვალე წყალი, პალმიანი სანაპიროები და მზიანი ამინდები მოგზაურებისათვის მომხიბვლელი ვარიანტია. თანაც, აქ ბევრი ისტორიული და კულტურული შენობა დაგხვდებათ. ლარნაკა თავს მოგაწონებთ თავისი კულინარიული შესაძლებლობებითაც. ქალაქი ჯადოსნურ მოგზაურობას გპირდებათ. ამ ბლოგში სწორედ ლარნაკას შესახებ მოგიყვებით –  გაგაცნობთ ინფორმაციას მის ღირსშესანიშნაობებზე, დასარჩენ ადგილებზე, კაფე-ბარებსა და გასართობ სივრცეებზე. გამოგვყევით ლარნაკაში სამოგზაუროდ.

საინტერესო ფაქტები

ენა

სახელმწიფო ენა

ბერძნული

სასმელი

ერთი ბოთლის ღირებულება (330ml)

1.05 €

დროის ზონა

GMT+3

ვალუტა

ევრო

კვება

ერთი სადილის ღირებულება

7-15 €

ელექტრობა

Plug type: I

3 pins • 230V

აღმოაჩინე ლარნაკა

სად დავრჩეთ ლარნაკაში?

მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის მოძიებაა. უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ლარნაკას ცნობილ დასარჩენ უბნებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროებს ნახავთ თქვენზე მორგებული ბიუჯეტით და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.

ფინიკუსესი (Finikoudes) – ფინიკუდესი ლარნაკას ცენტრალური უბანია. აქ ახლოს გექნებათ სანაპირო ზოლი, თანაც აქაურობა სავსეა რესტორნებით, კაფე-ბარებითა და მაღაზიებით.

ოროკლინი (Oroklini) – ეს უბანი იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ ბუნებაში დასვენება გსურთ. აქაური კლდეები, პარკები და ულამაზესი ბუნება იდეალურ გარემოს შეგიქმნით სამოგზაუროდ.

არადიპუ (Aradippou) – ეს უბანი კი რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ბიუჯეტურად დასვენება სურს სიმშვიდეში, ოჯახურ გარემოში. აქ მეგობრული და უსაფრთხო ატმოსფერო დაგხვდებათ.

მაკენზის სანაპირო (McKenzie Beach) – იდეალურია სანაპიროს მოყვარულებისათვის. იგი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. აქ შეგიძლიათ დატკბეთ სანაპირო ზოლზე მდებარე რესტორნებით. თანაც, უბანი აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

ლარნაკას მარინას ტერიტორია (Larnaca Marina Area) – ეს უბანი შედარებით მოდერნისტულია. აქ თანამედროვე სტილის შენობები დაგხვდებათ. ტერიტორიაზე ბევრი ადგილობრივი ცხოვრობს.

მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას

რა ვნახოთ ლარნაკაში?

ლარნაკაში მოგზაურობის წინ გაეცანით ღირსშესანიშნაობების სიას. აქ დაგხვდებათ შემორჩენილი ძველი ისტორიული და კულტურული ნაგებობები.

თუ არქიტექტურისა და ხელოვნების მოყვარული ხართ, აუცილებლად მოგხიბლავთ წმინდა ლაზარეს ბიზანტიური ტიპის ეკლესია. გარდა იმისა, რომ იგი ისტორიული ძეგლი და კვიპროსის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მართლმადიდებლური ტრადიციისთვის დიდ და მნიშვნელოვან ძეგლს წარმოადგენს, აქ ინახება წმინდა ლაზარეს სამარხიც. ეკლესიაში არსებული ფრესკები, მისი ქრისტიანული მოწყობა მყუდრო გარემოს ქმნის.

ლარნაკას სასახლე შუასაუკუნეების შენობაა. იგი ოსმალეთის იმპერიის ისტორიიდან იღებს სათავეს. ითვლება, რომ ლარნაკას ციხესიმაგრე აიგო პორტის მტრებისაგან თავდასაცავად. მეორე სართულზე მუზეუმიცაა განთავსებული და აუცილებლად ეწვიეთ მას.

კამარეს აკვედუკები მე-18 საუკუნის ნაგებობაა. იგი ქალაქის წყლის მოსამარაგებელი უდიდესი შენობაა. მისი თაღოვანი არქიტექტურა და გრანდიოზულობა მნახველებზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ევროპის მოედანი ლარნაკას ბევრ მონუმენტს დაგახვედრებთ ერთ სივრცეში. აქ ნახავთ შადრევნებს, პარკებსა და კაფე-ბარებს.

ეს მუზეუმი ბიზანტიურ არტეფაქტებს – ხატებსა და ისტორიულ ნივთებს ინახავს. აქაურობა ლარნაკას კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

შეგიძლიათ ესტუმროთ მარილიან ტბებს. ტბების გარშემო თოვლიანი მთებია, რაც მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. ტბებთან აუცილებლად შეხვდებით ჩიტებს, რომლებიც დამსვენებლების ერთგული კომპანიონები იქნებიან. თუ სიმშვიდე და ყოველდღიური ცხოვრებისაგან დასვენება გსურთ, მარილიანი ტბების სანაპიროზე დაგეგმეთ გასვლა და დატკბით აქ არსებული ბუნებით.

ჰალა სულთანის თეკე არის ძველი ისლამური კომპლექტი – აქ არის მეჩეთი, სამარხი და მავზოლეული. ჰალა სულთანის თეკე მარილის ტბების სანაპიროზე მდებარეობს. ეს შუასაუკუნეების კომპლექტი აუცილებლად უნდა მოინახულოთ ლარნაკაში მოგზაურობისას.

ემირას კერამიკის ცენტრი მე-20 საუკუნეში გაიხსნა ლარნაკაში. აქ დაათვალიერებთ კერამიკის ნივთებს და შეძლებთ სხვადასხვა ვორქშოფებში ჩაბმას.

ღვთისმშობლის გამოცხადების ტაძარი მე-20 საუკუნეში აიგო. იგი თანამედროვე მართლმადიდებლური ეკლესიაა. მისი ნათელი ფერები და მყუდრო ინტერიერი მნახველებს საოცარ სანახაობას უმზადებს.

კიტიონის არქეოლოგიური სამუშაოები საშუალებას მოგცემთ უძველესი ბერძნული და ფინიკიური განსახლების არეალს ეწვიოთ და თავად აღმოაჩინოთ ანტიკური გარემო და ძველი უდიდესი ხალხების განსახლების არეალები.

 

ფრენები ლარნაკაში

სად ვჭამოთ ლარნაკაში?

ლარნაკა მნახველებს კულინარიითაც მოაწონებს თავს. ბერძნული და აღმოსავლური სამზარეულო ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანისთვის მისწრებაა – ჯანსაღი კვება იქნება თუ სწრაფი კულინარია, ლარნაკას კაფე-ბარები და რესტორნები არც ერთზე გეტყვიან უარს.

To Sieradiko – ამ კაფეში ადგილობრივ სამზარეულოს დააგემოვნებთ, თანაც საკმაოდ იაფად. მომსახურება უმაღლესი დონით გამოირჩევა. აქ შეგიძლიათ გასინჯოთ დესერტები, მაგალითად კრემიანი პუდინგები, და მიირთვათ ადგილობრივი ღვინო.

Fiesta cafe – აქ შეძლებთ ლარნაკას ცნობილი კერძის, გიროსის დაგემოვნებას. კაფე მყუდროა და კარგი მომსახურებით გამოირჩევა.

Alasia cafe restaurant – აქ კი ისადილებთ ან ივახშმებთ ხმელთაშუა ზღვის ულამაზეს ხედებთან ერთად. კაფეში უგემრიელეს დესერტებს დააგემვნებთ.

 

თუ უფრო ბიუჯეტურად გსურთ კვება და თანაც ნაცნობი კერძებისკენ მიგიწევთ გული, ლარნაკას სწრაფი კვების რესტორნებს ჩამოგითვლით:

  • Mcdonald’s
  • Burger King
  • Pizza Hut
  • KFC

Old market – ამ მყუდრო ადგილას ძალიან კარგი დროის გატარებას შეძლებთ. თანაც, ბარში მრავალგვარი კოქტეილი დაგხვდებათ. მათ შორის შეგეძლებათ სიგარითა და ვისკით სიამოვნებაც.

The block – ამ ბარში კარგად გართობას შეძლებთ. აქაური მრავალფეროვანი კოქტეილების სიიდან აუცილებლად ამოარჩევთ თქვენთვის სასურველს.

Art cafe 1900 – თუ ლუდით გსურთ თბილი დღეების გაგრილება, ამ ბარს ესტუმრეთ. ბარში შეგიძლიათ დააგემოვნოთ საჭმელიც.

 

 

ახლოდან დანახული ლარნაკა

სად ვიშოპინგოთ ლარნაკაში?

ლარნაკაში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ მაღაზიებსა და ბაზრებს.

 

Metropolis Mall – ყველაზე ცნობილი მოლი ლარნაკაში. აქ შეგიძლიათ იშოპინგოთ, შეხვიდეთ სალონებში თუ ეწვიოთ ადგილზე მდებარე კაფე-რესტორნებს.

ERA Zenon – შედარებით მცირე ზომის საშოპინგო ცენტრი. აქ ნახავთ როგორც პოპულარულ საშუალო დონის ბრენდებს, ასევე მაღალი კლასის ტანისამოსს.

 

Larnaca Municipal Market – ამ ბაზარს ადგილობრივები დილაობით სტუმრობენ. აქ ნახავთ როგორც ხილსა და ბოსტნეულს და ადგილობრივი წარმოების სხვა პროდუქტებს, ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ მყიდველების მიერ გამოტანილი სხვადასხვა საოჯახო თუ სასუვენირო ნივთები.

Finikoudes Market – ეს ბაზარი ფუნქციონირებს შაბათ-კვირას. აქ შეგიძლიათ ნახოთ სუვენირები, ტანსაცმელი თუ აქსესუარები.

Ermou Street – ყველაზე ცნობილი ქუჩაა ლარნაკაში შოპინგისათვის. აქ მთელ ჩაყოლებაზე ნახავთ პოპულარული ბრენდების მაღაზიებს, ადგილობრივი წარმოების ტანსაცმელსა თუ ფეხსაცმელს. ამ ქუჩაზე ვინტაჟურ ნივთებსაც იპოვით. ყველანაირი ტიპის შოპინგისთვის ეს ქუჩა გამოგადგებათ.

Lefkara Lace – აქ ულამაზეს მაქმანებიან სამოსსა თუ აქსესუარებს ნახავთ. თუ ორიგინალური ნივთების არჩევა გინდათ, ეწვიეთ ადგილობრივების ამ მაღაზიას.

Viniculture Boutique – თუ სამახსოვროდ ადგილობრივი პროდუქციის, თაფლის, ღვინის, ზეთისხილისა თუ სხვა პროდუქტების წაღება გსურთ სამშობლოში, ეწვიეთ ამ მაღაზიას.

გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ლარნაკაში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ლარნაკას ავიაბილეთები ახლავე!

როდის არის საუკეთესო დრო ლარნაკაში სამოგზაუროდ?

ლარნაკა პოპულარულია თავისი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებით. ქალაქში ნებისმიერ დროს კარგი ტემპერატურაა, თუმცა ყველაზე მეტად რეკომენდებულია ზაფხულში მოგზაურობა. ამ დროს ქალაქში ცხელა და კარგად შეძლებთ სანაპირო ზოლზე დასვენებას. თუმცა, გაითვალისწინეთ ზაფხულში ყველაზე ბევრი ტურისტია, მაგრამ ღირსშესანიშნაობების მონახულებას მაინც მარტივად შეძლებთ. ლარნაკა ყოველთვის საუკეთესო მოგზაურობას მოგიწყობთ.

არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.

როგორ გადავაადგილდეთ ლარნაკაში?

ლარნაკაში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე პოპულარული საშუალება ავტობუსია.

ქალაქში გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალება ავტობუსია. ავტობუსით ყველაზე იაფად შეძლებთ ლარნაკაში სიარულს. ერთჯერადი ბილეთის ფასი მერყეობს €1.50-დან €2.50-მდე. თანაც, ავტობუსები სანაპირო ზოლამდეც მიგიყვანთ.

მანქანის ქირაობა ლარნაკაში პრობლემა არაა. დღიურად 30-40 ევროდ შეძლებთ ასე გადააადგილებას. პარკინგიც საკმაოდ იაფია, თითო საათი 1 ევრო ღირს საპარკინგე სივრცეებში.

ლარნაკა ის ქალაქია, სადაც გაადადგილება ფეხით ძალიან მარტივია. სანაპირო ზოლსა თუ ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად ფეხით სიარული სწრაფი, მარტივი და სასიამოვნო გადაადგილების საშუალებაა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

რომელია საუკეთესო სანაპიროები ლარნაკაში?

ლარნაკა ყველაზე მეტად ცნობილია თავისი სანაპიროებით. ქალაქი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ამიტომ მას უამრავი ცნობილი სანაპირო აქვს. სანაპირო ზოლამდე ავტობუსებით მარტივად შეძლებთ მისვლას.

კასტელას სანაპირო (Kastella Beach – Blue Flag) – მართალია ეს სანაპირო ქალაქის ცენტრიდან 30-40 წუთის სავალზე მდებარეობს, თუმცა მისი ქვიშიანი ზედაპირი და სუფთა წყალი ნამდვილად ღირს მონახულებად.

ლარნაკას სანაპირო (Larnaca Beach) – ეს ყველაზე პოპულარული სანაპირო ზოლია ლარნაკაში. იგი ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს. აქ ნახავთ სხვადასხვა გასართობ სივრცეებს, კაფე-ბარებს და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს. ლარნაკას სანაპირო პალმის სასეირნო ბილიკებითაა ცნობილი.

წმინდა თეოდორეს სანაპირო (Agios Theodoros Beach) – ეს სანაპირო ცნობილია თავისი ოქროს ქვიშის სანაპიროებით. აქ შეგიძლიათ შეხვიდეთ სანაპირო რესტორნებში, სადაც ადგილობრივ ზღვის პროდუქტებს დააგემოვნებთ.

ფინიკუდესი (Finikoudes) – ეს სანაპირო ზოლი არა მხოლოდ კვიპროსში, არამედ მთელ სამხრეთ ევროპაში ულამაზესია. აქ შეძლებთ არა მხოლოდ სანაპირო ზოლზე სეირნობასა და სიამოვნებას, არამედ აქ მდებარე კაფეებსა და რესტორნებში ვიზიტსაც.

მაკენზის სანაპირო (Makenzie Beach) – მაკენზის სანაპირო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. შეგიძლიათ აქ დაისვენოთ და თანაც უყუროთ თვითმფრინავების გადაფრენას.

დეკელიას სანაპირო (Dhekelia Beach) – ეს ყველაზე დიდი სანაპირო ზოლია ლარკანაში, მისი სანაპირო თითქოს არასოდეს მთავრდება. აქ ნახავთ რესტორნებსა და კაფე-ბარებსაც, სადაც ადგილობრივი თუ საერთაშორისო კულინარიული შედევრების დაგემოვნებას შეძლებთ.

რომელია საუკეთესო პარკები ლარნაკაში?

ლარნაკაში ულამაზესი პარკები დაგხვდებათ, სადაც განტვირთვას მშვიდ და კომფორტულ გარემოში შეძლებთ. რამდენიმე პოპულარულ პარკს ჩვენც შემოგთავაზებთ.

 

მუნიციპალიტეტის პარკი (Municipal Park) – ეს საზოგადოებრივი პარკი ლარნაკას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეკრეაიულო სივრცეა. აქ შეძლებთ სასეირნო ბილიკებზე სეირნობასა და კარგ ატმოსფეროში დასვენებას.

ლარნაკას მარინას პარკი (SALTO Trampoline Park – Larnaca Marina) – ეს პარკი სანაპირო ზოლთან ახლოს მდებარეობს. აქ დაგვდებათ ბევრი ატრაქციონი და აქტივობა და დროის გაყვანას იდეალურად შეძლებთ.

ჰამიელკოსის პარკი (Park of Hamielcos) – ამ პარკში შეძლებთ სასეირნო ბილიკებზე სეირნოაბას, ხეების ჩრდილში დასვენებასა და კარგად განტვირთვას.

პატიჰოს ტყის პარკი (Pattihio Forest Park) – თუ გსურთ ყველაზე მშვიდ ადგილას დაისვენოთ ხეებისა და მცენარეების გარემოცვაში, ამ უდიდეს ტყის პარკს ეწვიეთ. აქ შეძლებთ კარგად განტვირთვას და ქალაქის ყოველდღიური დინამიკური ცხოვრებისაგან განტვირთვას.

ლარნაკას ტბის ხედი (Salt Lake View Point) – ამ პარკში შეძლებთ მარილის ტბის ხედებით ტკბობას და იდეალურ გარემოში დასვენებას.

ლარნაკას სკეიტ პარკი (Larnaca Skate Park) – აქ შეძლებთ კარგად გასეირებას და ბევრი სხვადასხვა აქტივობის გამოცდას. შეგიძლიათ უყუროთ სკეიტერების სრიალსაც.

გადაწყვიტე ლარკანაში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზება და დაჯავშნე იაფი ფრენები ლარნაკაში!

ხშირად დასმული კითხვები ლარნაკაზე

მინიმუმ 3 დღე დაგჭირდებათ ლარნაკას ისტორიული ძეგლებისა და ულამაზესი სანაპიროების დათვალიერებისათვის.

პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ლარნაკაში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ლარნაკაში ბევრი სანაპირო ზოლი დაგხვდებათ, ამიტომ არ დაგავიწყდეთ საცურაო კოსტიუმების წაღებაც.

მისი ულამაზესი სანაპიროებით. თუმცა, გარდა ამისა ქალაქი ისტორიული მნიშვნელობისაცაა.

ლარნაკაში მოგზაურობა საკმაოდ იაფია ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით. თუ წინასწარ დაგეგმავთ მოგზაურობას, კიდევ უფრო ბიუჯეტურად შეძლებთ ავიაბილეთების შეძენასა და სასტუმროს ნომრების დაჯავშნას.

ლარნაკაში მოგზაურობა ტურისტებისთვის უსაფრთხოა, თუმცა პირად ნივთებს უნდა მოუფრთხილდეთ და მიაქციოთ ყურადღებას.

გვიანი გაზაფხული ან ადრეული შემოდგომა საუკეთესოა ლარნაკაში ვიზიტისას. ამ დროს სანაპიროზე გასვლასაც შეძლებთ და ისტორიული ძეგლების დათვალიერებისას ძლიერი სიცხეც არ შეგაწუხებთ.

LCA – ლარნაკას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 5 კილომეტრში მდებარეობს.

ლარნაკაში გაფრენას შეძლებთ თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან. თბილისიდან და ქუთაისიდან პირდაპირი ავიარეისებით გამგზავრებას შეძლებთ, ბათუმიდან კი მხოლოდ გადაჯდომით.

თბილისიდან ლარნაკას მიმართულებით შემოგთავაზებთ Georgian Airways-ის, Aegean Airlines -ის, Lot-ისა და სხვა ავიაკომპანიის ავიაბილეთებს. აქედან საქართველოს ავიახაზები პირდაპირ ფრენებს შემოგთავაზებთ. ქუთაისიდან კი პირდაპირი რეისით გამგზავრებისთვის შემოგთავაზებთ დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ფრენებს.

გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.

დამატებითი რეკომენდაციები

გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ლარნაკაში მოგზაურობის წინ

ავიაბილეთები ლარნაკას მიმართულებით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კუნძულ კვიპროსზე მდებარე ქალაქი…

იაფი ავიაბილეთები ლარნაკაში კვიპროსზე მდებარე ქალაქი ლარნაკა ხმელთაშუაზღვის საკურორტო ადგილებიდან…

იაფი ავიაბილეთები ლარნაკაში კუნძულ კვიპროსზე მდებარე ულამაზესი ქალაქი ლარნაკა თავგადასავალის…

გაეცანი სხვა სამოგზაურო გზამკვლევებს