ჰამბურგი გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქია. იგი ქვეყნის ზედა ნაწილში, ჩრდილოეთის ზღვასთან ახლოს მდებარეობს და 110 კილომეტრიანი საპორტო ხაზი აქვს. გარდა იდეალური მდებარეობისა, ქალაქში დაგხვდებათ ულამაზესი ხიდები, ისტორიული ძეგლები, ეკლესიები, მუზეუმები და სხვა. ამ ბლოგში ჰამბურგის შესახებ მოგიყვებით – გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, დასარჩენ ადგილებს, დასასვენებელ სივრცეებსა თუ კვების ობიექტებს. გამოგვყევით ჩრდილოეთ გერმანიაში.
ჰამბურგი – გზამკვლევი მოგზაურობის დაგეგმვისთვის
სად დავრჩეთ ჰამბურგში?
მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი დასარჩენი ადგილის დაგეგმვაა. ის უბანი, რომელში დარჩენასაც აპირებთ, თქვენზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს. ჩვენ შემოგთავაზებთ ჰამბურგის ცნობილ დასარჩენ არეალებს, სადაც უამრავ კარგ სასტუმროს ნახავთ და მაქსიმალურად კომფორტულად შეძლებთ დასვენებას.
ჰაფენსიტი
ჰაფენსიტი (Hafencity) – უბანი ჰამბურგის პორტთან ახლოს. აქ შეძლებთ დატკბეთ ქალაქის ბუნებით, გაისეირნოთ მისი პორტის ტერიტორიაზე ან იშოპინგოთ – ქალაქის ეს მხარე შოპინგისთვის იდეალურია.
შანცენვირტელი
შანცენვირტელი (Schanzenviertel) – ეს უბანი ცნობილია თავისი მრავალფეროვანი ატმოსფეროთი, აქ ადგილობრივები ხშირად გასართობად იკრიბებიან. უბანში ბევრი კაფე, ბარი და რესტორანი დაგხვდებათ, მათ შორის ვეგეტარიანული ვარიანტები.
წმინდა პაულის უბანი
წმინდა პაულის უბანი (St Pauli) – ევროპის ერთ-ერთი უდიდესი წითელი ნათების უბანი. აქ ბევრ გასართობ ადგილს ნახავთ. თანაც, უბანში მრავლადაა ბიუჯეტური დასარჩენი სივრცეები.
წმინდა გიორგის უბანი
წმინდა გიორგის უბანი (St Georg) – ეს უბანი იდეალურია მეგობრებთან ერთად მოგზაურობისათვის. აქაურობა ძალიან მრავალფეროვანია, აქ ქალაქის უმცირესობები ცხოვრობენ და ხშირად აწყობენ მარშებსა თუ ღონისძიებებს.
ძველი ქალაქი
ძველი ქალაქი (Altstadt) – ჰამბურგის ცენტრალური უბანი, რომელიც მნახველს თავისი ნეო-გოთიკური არქიტექტურით ხიბლავს. აქ სხვადასხვა ბაზრობები ეწყობა, განსაკუთრებით ულამაზესია საშობაო ბაზარი. ამ ტერიტორიაზე მარტივად ნახავთ სუვენირებს, ძველ ნივთებს, წიგნებს და სიმბოლურ საჩუქრებს უყიდით საყვარელ ადამიანებს.
მიიღე სპეციალური ფასდაკლება სასტუმროებზე Booking.com-ზე შეძენისას



რა ვნახოთ ჰამბურგში?
ჰამბურგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. აქ მსოფლიო დონის მუზეუმები, ტაძრები და კულტურული ძეგლები დაგხვდებათ.
ელბის ფილარმონია
ელბის ფილარმონია აუცილებლად უნდა მოინახულოთ თუ კულტურული სანახაობები გიყვართ. მისი უდიდესი დარბაზი, განათებები და მდიდრული სივრცე აუცილებლად მონუსხავს ყველა მნახველს. ფილარმონიის ტერასიდან კი ჰამბურის პორტის ულამაზესი ხედები იშლება.
ლუმიერის პორტი
ლუმიერის პორტი არის სახელოვნებო სივრცე. აქ გუსტავ კლიმტის ცნობილი ნამუშევრები “კოცნა” და “სიცოცხლის ხე” მთელ კედლებზეა შესრულებული და საოცარ ატმოსფეროს სთავაზობს მნახველს. ეწვიეთ საბავშვო სივრცესაც და დაათვალიერეთ სპეციალურად მოწყობილი ინსტალაციები.
ჰამბურგის სამხატვრო გელერეა
ჰამბურგის სამხატვრო გალერეა ხელოვნების მოყვარულების ნამდვილი სამოთხეა. აქ დაგხვდებათ ევროპული მხატვრობის შედევრები მე-14 საუკუნიდან თანამედროვეობამდე. არ დაელოდოთ წვიმიან ამინდს გალერეაში ვიზიტისათვის – აქაურობა ნებისმიერი ტიპის მნახველისათვის აღფრთოვანების წყარო იქნება.
ჰამბურგის მერიის შენობა
ჰამბურგის მერიის შენობა არა მხოლოდ ფუნქციური დატვირთვითაა მნიშვნელოვანი, არამედ მისი ბრწყინვალე არქიტექტურითაც. იგი ნეო-რენესანსული ტიპის შენობაა, რაც მის ექსტერიერზე აისახება. აშენებულია მე-19 საუკუნეში, როდესაც პრუსია განსაკუთრებით ძლიერი იყო და საკუთარი დიდებულების დასტურად ეს გრანდიოზული შენობა აღმართეს ადგილობრივებმა.
ელბის გვირაბი
თუ მდინარე ელბას ქვეშ გასეირნება გსურთ, მაშინ ელბის გვირაბს უნდა მიაკითხოთ. სპეციალურად მოწყობილი ლიფტები 80 მეტრის სიღრმეში ჩაგიყვანთ და ელბის გვირაბში გასეირნების საშუალებას მოგცემთ. იგი მოწყობილია მნახველებისათვის – მის კედლებზე ხელოვნების ნიმუშებია გამოსახული.
ჰამბურგის დუნჟონი
ჰამბურგის დუნჟონი ქალაქის შასაუკუნეების ცხოვრებაში გამოგზაურებთ. აქაური წარმოდგენები ძველი დროის გახსენებას ემსახურება – სივრცეში მოწყობილია სადამსჯელო აპარატები და მსახიობები ინტერაქციული გაკვეთილით ისტორიას თქვენ თვალწინ აცოცხლებენ.
დიალოგი სიბნელეში და დიალოგის ლაბორატორია
დიალოგი სიბნელეში და დიალოგის ლაბორატორია – ეს ის ადგილია, სადაც თქვენი შეგრძნების ორგანოებიდან დროებით მხედველობა უნდა გამოთიშოთ და ამით სხვები გააძლიეროთ, მაგალითად შეხების განცდა და სმენა. დიალოგი სიბნელეში გულისხმობს რამდენიმე კაციანი ჯგუფით დაკომპლექტებულ ტურს – ბრმა მასპინძელი გაგიძღვებათ აბსოლუტურ სიბნელეში მოწყობილ გამოფენამდე. ტურის ბოლოს კი მსუბუქ სასმელსა და სასუსნავებს მიირთმევთ ბარში.
პანოპტიკუმი
პანოპტიკუმი ჰამბურგის უდიდესი ცვილის მუზეუმია. აქ 120 ცვილის ფიგურა ინახება ცნობადი სახეების, მათ შორის მერლინ მონროს, ბარაკ ობამასა თუ ელისაბედ მეორის. შეძლებთ მათთან ფოტოების გადაღებას. პანოპტიკუმში ვიზიტი სახალისო გამოცდილება იქნება.
წმინდა მიქაელის ეკლესია
წმინდა მიქაელის ეკლესია ბაროკოს ტიპის ლუთერანული ეკლესიაა. ჰამბურგში როგორც წესი კათოლიკური ეკლესიები შეგხვდებათ, წმინდა მიქაელის ეკლესია კი ერთ-ერთი გამონაკლისია. აუცილებლად მოგხიბლავთ როგორც მისი ექსტერიერი, ისე-ინტერიერი. ეკლესიის თავზე ქანდაკებაა, რომელიც წარმოადგენს წმინდა მიქაელის მიერ ეშმაკის დამარცხების სიმბოლოს.
ალტონას მუზეუმი
ალტონას მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონალური მუზეუმია გერმანიაში. ისტორიის მოყვარულებს აქაურობა ნამდვილად მოაწონებს თავს. აქ 1700-იანი წლებიდან თანამედროვეობამდე კულტურული არტეფაქტები ინახება.
დაჯავშნე ჰამბურგის ღირსშესანიშნაობების ბილეთები და მიიღე სპეციალური შეთავაზებები!
ფრენები ჰამბურგში
სად ვჭამოთ ჰამბურგში?
ჰამბურგი კულინარიის მოყვარულებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ როგორც ადგილობრივი, ასევე მსოფლიო დონის სამზარეულო. ჰამბურგში პოპულარულია სწრაფი კვებაც, სადაც იაფად შეძლებთ მირთმევას.
ჰამბურგის ცნობილი კაფე-რესტორნები
Pasta Autentica by Jill – ეს რესტორანი ქალაქის მერიის შენობიდან ძალიან ახლოს, ქუჩის კუთხეში მდებარეობს. აქაურობა იდეალურია ღირსშესანიშნაობების მონახულებასა და შოპინგს შორის დრო თუ გამოგიჩნდებათ. აქ შეძლებთ მარტივად მიირთვათ კომფორტული საჭმელი – პასტა.
Frau Dr Schneider’s Grilled Cheese Wonderland – ყველი, პური და ხახვი – იდეალური სენდვიჩის გემო სწორედ ასე გამოიყურება დოქტორი შნაიდერის ყველის საოცრებათა სამყაროში. აქ თქვენს გემოვნებაზე მორგებულ უგემრიელეს სენდვიჩებს დააგემოვნებთ. ყველის მოყვარულებმა აქ ვიზიტი უნდა იჩქაროთ.
La Casita – აქ დააგემოვნებთ უგემრიელეს ტაკოებს. თუ კომფორტული საჭმლის მირთმევა გსურთ, ეწვიეთ ამ ადგილს.
ვეგეტარიანული ვარიანტები
ჰამბურგი ვეგეტარიანელების ბევრ კვების ობიექტს დაახვედრებს.
TA Vegan House – ყველაზე ცნობილი ვეგეტარიანული რესტორანი ჰამბურგში. აქ ფერადი და ჯანსაღი საჭმელი დიდ ღრმა თეფშებში სერვირდება და სიმყუდროვისა და სახლურობის განცდას ამძაფრებს.
Kkokki Loves Vegan – კორეული ვეგანური სახლი. აქაური მომსახურე პერსონალუ გულდასმით დაგეხმარებათ თქვენი საყვარელი კერძების არჩევაში. აქ გაუშვათ ხელიდან შანსი, აქაური კარტოფილი დააგემოვნოთ.
HappenPappen – აქ უგემრიელეს ვეგანურ სენდვიჩებს დააგემოვნებთ. ეს ფერადი სენდვიჩები, სპეციალური გაფორმებებით აუცილებლად მოიგებს ნებისმიერი ვეგანის გულს.
სად ვჭამოთ ცნობილი თევზის სენდვიჩები?
ჰამბურგი საპორტო ქალაქია, ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ თევზის სენდვიჩს გიხსენებთ. აქაური ტრადიციული საკვები სწორედ ასე გამოიყურება.
Blick Bar – ეს ადგილი ჰამბურგის მერიის შენობის თავზე მდებარეობს. აქ დააგემოვნებთ პოპულარულ თევზის სენდვიჩს. თანაც, აქედან ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.
Fischbrötchen König – ტურისტებს წელიწადის 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ თევზის სენდვიჩის გასინჯვა “სენდვიჩების მეფესთან”.
Kleine Haie große Fische – ეს იდეალური ადგილია დამღლელი ღამის დასამთავრებლად. თუ წინა ღამით კლუბებსა და ბარებში ბევრი იარეთ, ამ კვების ობიექტში შეუკვეთეთ თევზის სენდვიჩები და მიიღეთ ენერგიები ახალი დღის დასაწყებად.
ბარები ჰამბურგში
თუ გართობის მოყვარული ხართ, ეს ნამდვილად ის ადგილია, რომელსაც უნდა ეწვიოთ. ამ უბანში მიყოლებითაა განლაგებული კლუბები და ბარები. აქ უამრავ საინტერესო ადამიანს შეხვდებით, რომლებიც აწყობენ სხვადასხვა ტიპის პერფორმანსებს. წითელი ნათების უბანი თავისი განსაკუთრებული ატმოსფეროთი დაგამახსოვრებთ თავს, აქ ყველა ერთობა და ყველგან მხიარულებაა. შეგიძლიათ სხვა ტურისტებიც გაიცნოთ ამ უბანში, რადგან როგორც წესი ყოველდღიურად იყრიან აქ თავს. შეგიძლიათ ტურიც კი დაჯავშნოთ წითელი ნათების უბანში დროის გასატარებლად და ადგილობრივივით იგრძნოთ თავი.
ახლოდან დანახული ჰამბურგი





სად ვიშოპინგოთ ჰამბურგში?
ჰამბურგში შოპინგსაც იდეალურად შეძლებთ. აქ ნახავთ როგორც თანამედროვე შოპინგ-ცენტრებსა და მაღალი კლასის მაღაზიებს, ასევე ვინტაჟურ ბაზრებსა და ფლი-მარკეტებს.
მოლები
Alstertal Einkaufszentrum Mall – ამ მოლში შეძლებთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისოდ ცნობილი დიზაინერების პროდუქციის შეძენას. იგი საკმაოდ ტურისტულ ადგილას, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, მდებარეობს.
Elbe Einkaufszentrum Mall – ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოლია ჰამბურგში. იგი ძალიან მარტივად და კარგადაა ორგანიზებული, ამიტომ აქ შოპინგს იდეალურად შეძლებთ.
Europa Passage – ჰამბურგის პოპულარული მოლი, რომელიც მაღაზიებისა და პროდუქციის მთელ ნუსხას შემოგთავაზებთ.
Phoenix Center Harburg – ეს შოპინგ ცენტრი მატარებლის სადგურზე მდებარეობს. აქ ბევრი სპეციფიკური მაღაზია და ორიგინალური პროდუქცია დაგხვდებათ.
ბაზრობები
ყველაზე ცნობილი ბაზრობა კვირაობით გამართული Fischmarkt -ია. აქ ადგილობრივ სენდვიჩს დააგემოვნებთ ლუდთან ერთად.
Flohschanze – ამ ფლი-მარკეტზე ორიგინალურ ნივთებს, სუვენირებსა და ჰამბურგის გასახსენებლად ბევრ აქსესუარსა თუ ტანსაცმელს შეიძენთ.
Christmas Markets – დეკემბერში ჰამბურგში საშობაო ბაზრობები იმართება. აქაურობა განსაკუთრებით ლამაზია წელიწადის ამ დროს, ქუჩები სხვადასხვა ფერის განათებებითა და დეკორაციებით ირთვება.
ყველაზე ცნობილი ქუჩები საშოპინგოდ
Alsterarkaden – ეს ვენეციის მსგავსი ტერიტორია იდეალურ გარემოს გთავაზობთ შოპინგისთვის. აქ დაგხვდებათ ბევრი მაღაზია, კაფე-რესტორნები და უძველესი შოპინგ ცენტრები.
Colonnaden – ელეგანტური ქუჩა შოპინგისათვის. აქ სპეციფიკური მაღაზიები და საშოპინგო ცენტრები დაგხვდებათ. ამ ქუჩაზე შეძლებთ იდეალურად განტვირთვას, დასვენებასა და ბევრი სამახსოვრო ნივთის შეძენას.
გსურს მოიწყო საშოპინგო თავგადასავალი ჰამბურგში? მაშინ დაჯავშნე ქუთაისი ჰამბურგი ავიაბილეთები ახლავე!
როდის არის საუკეთესო დრო ჰამბურგში სამოგზაუროდ?
ჰამბურგი ნებისმიერ სეზონზე საუკეთესო მასპინძლობას გაგიწევთ. ზაფხულში განსაკუთრებით შეგეძლებათ დაესწროთ მის დღესასწაულებს და კარნავალებს. ზაფხულის პერიოდში აქ მუსიკის ბევრი ღონისძიება იმართება, ამიტომ ვერ მოიწყენთ. გაზაფხული კარგი დროა კულტურული სახის დღესასწაულებზე დასწრებისა და ჰამბურგის პორტში სეირნობისათვის. შემოდგომას კი შეგიძლიათ ქალაქის კულტურულად მნიშვნელოვან ადგილებს ესტუმროთ და ჰამბურგის ისტორიული მხარით დატკბეთ. აღარაფერს ვამბობთ ზამთრის პერიოდში აქ დასადგურებულ საშობაო განწყობასა და ბაზრობებზე. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა – შეგიძლიათ მოგზაურობა თქვენი პრეფერენციების მიხედვით მარტივად დაგეგმოთ, წელიწადის ნებისმიერ დროს.
არ გადადო! დაჯავშნე სასტუმრო დღესვე და მიიღე სპეციალური ფასდაკლება.
როგორ გადავაადგილდეთ ჰამბურგში?
ჰამბურგში გადაადგილებას ძალიან მარტივად შეძლებთ. აქ შეგიძლიათ უბრალოდ ფეხით ისეირნოთ და ქალაქის ხედებით დატკბეთ, ან გამოიყენოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც საკმაოდ გამართული სისტემით ფუნქციონირებს.
მეტრო
ჰამბურგის მეტროს ორი ძირითადი ხაზი აქვს U-Bahn და S-Bahn. მათგან პირველი ძირითადად მიწის ქვეშ დადის, S-Bahn კი უფრო გრძელ მარშრუტებზეა გათვლილი და მიწის ზემოთაც მოძრაობს. ერთჯერადი ბილეთის ღირებულება 1-3 ევროს ფარგლებში მერყეობს თქვენი მარშრუტის შესაბამისად. მეტრო დილის 4:30-დან ღამის 0:30-მდე ფუნქციონირებს. პარასკევსა და შაბათ-კვირას კი 24 საათის განმავლობაში.
ფეხით
ჰამბურგი ნამდვილად არის ის ქალაქი, სადაც ფეხით სეირნობისას ტკბობა შეგიძლიათ. გირჩევთ, მოგზაურობის დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და ჰამბურგის ისტორიულ ქუჩებში რაც შეიძლება მეტი იაროთ. თანაც, აქაურ პარკებსა და ბაღებსაც მეტად მოინახულებთ ფეხით სეირნობისას.
ავტობუსი
ჰამბურგში ავტობუსები დილის 4:30-დან ღამის 0:30-მდე მუშაობს. შაბათ-კვირასა და პარასკევს კი 24 საათის განმავლობაში. ბილეთის საფასური შეადგენს 2 ევროს. შეგიძლიათ ბილეთები სპეციალური აპარატებიდან შეიძინოთ.
რომელია საუკეთესო პარკები ჰამბურგში?
ჰამბურგი ბევრ დასასვენებელ სივრცეს შემოგთავაზებთ. აქაური პარკები მშვიდი და კეთილმოწყობილია. თუ გადაიღალეთ მოგზაურობისას ან უბრალოდ სიმწვანეში სეირნობა მოგინდათ, მაშინ ჰამბურგის პარკებს აუცილებლად უნდა ეწვიოთ.
ალშტერპარკი
ალშტერპარკი (Alsterpark ) – ყველაზე ცნობილი პარკი ჰამბურგში. აქ ნახავთ ნავებს, გედებს, იხვებს, დაათვალიერებთ ჰამბურგის ულამაზეს ბუნებას და განიტვირთებით ყოველდღიურობისაგან.
დუვენშტედერის ბრუკი
დუვენშტედერის ბრუკი (Duvenstedter Brook) – ეს პარკი ტურისტებს იზიდავს თავისი ლამაზი ტყითა და აქვე მოწყობილი კვების ობიექტებით.
ბილეტალი
ბილეტალი (Billetal) – აქ სეირნობისას უამრავ მცენარეს თუ ლამაზ ფრინველს გადააწყდებით. აქ თითქოს ჯადოსნური სამყარო სუფევს, რომელიც ქალაქის ყოველდღიურობისაგან ხელშეუხებელია.
დონერს-პარკი
დონერს-პარკი (Donners Park) – ძველი რეკრეაციული სივრცე ჰამბურგში. აქ შეგიძლიათ ისეირნოთ და დაისვენოთ მის მინდვრებში, მოაწყოთ პიკნიკი და დატკბეთ ჰამბურგის მზიანი ამინდებით.
ფინკენვერდერი
ფინკენვერდერი (Finkenwerder ) – წარმოადგენს ჰამბურგის ქალაქგარე ცხოვრების იდეალურ ვიზუალიზაციას. ქალაქის შემოგარენში მდებარე ეს ადგილი მოულოდნელად ლამაზ ბუნებასა და სიმშვიდეს დაგახვედრებთ.
ბობერგერის დიუნები
ბობერგერის დიუნები (Boberger Dunes) – ერთგვარ სიურეალისტურ სამყაროში გამოგზაურებთ. აქ ქვიშიანი ზედაპირი და წყნარი ატმოსფერო დაგხვდებათ.
გადაწყვიტე ჰამბურგში მოგზაურობა? მაშინ მიიღე საუკეთესო შეთავაზებები და დაჯავშნე იაფი ფრენები ჰამბურგში !
ხშირად დასმული კითხვები ჰამბურგზე
რამდენი დღეა საკმარისი ჰამბურგის მოსანახულებლად?
3-4 დღე მაინც უნდა გათვალოთ ქალაქში ყოფნისთვის, რათა კარგად მოასწროთ მისი ღირსშესანიშნაობების ნახვა.
რა უნდა წავიღოთ ჰამბურგში?
პირველ რიგში, ფრენისათვის საჭირო ნივთების წაღება არ დაგავიწყდეთ, იქნება ეს დოკუმენტები, პასპორტი თუ კომფორტული ბალიში. ასევე, შეამოწმეთ ყველა გაჯეტი და დამტენი. ჰამბურგში ბევრი სიარული მოგიწევთ, ამიტომ სპორტული ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი აუცილებელია. ქალაქში ხშირად წვიმს, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ თან იქონიებთ ქოლგას ან საწვიმარს.
რით არის გამორჩეული ჰამბურგი?
ჰამბურგი ცნობილია მისი პორტითა და არქიტექტურით. შეგიძლიათ დაათვალიეროთ აქ არსებული ტაძრები და ისტორიული შენობები.
რამდენად ძვირია ჰამბურგი?
ჰამბურგში მოგზაურობა საკმაოდ იაფია. თანაც, აქ ნახავთ ბევრ სწრაფი კვების ობიექტს, სადაც კვება ძალიან იაფი დაგიჯდებათ და რესტორნებსა და კაფე-ბარებშიც მისაღები ფასები დაგხვდებათ.
რამდენად უსაფრთხოა ჰამბურგში მოგზაურობა?
ჰამბურგი ტურისტებისთვის საკმაოდ უსაფრთხო ადგილია სამოგზაუროდ. აქ ღამით გადაადგილებაც უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა მაინც აუცილებლად ფრთხილად უნდა იყოთ პირად ნივთებთან.
როდისაა საუკეთესო დრო ჰამბურგში სამოგზაუროდ?
საუკეთესო დრო გაზაფხული ან ადრეული შემოდგომაა, რადგან ამ დროს სასიამოვნო ტემპერატურაა ქალაქში და არც ზაფხულის სიცხე ან ზამთრის სიცივე შეგაწუხებთ.
რომელია ჰამბურგთან ყველაზე ახლო აეროპორტი?
HAM – ჰამბურგის აეროპორტი ქალაქთან ძალიან ახლოს, 11 კილომეტრში მდებარეობს.
როგორ გავემგზავროთ საქართველოდან ჰამბურგში?
ჰამბურგში შეგიძლიათ გაფრინდეთ თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის აეროპორტებიდან. თბილისიდან და ბათუმიდან ჰამბურგში მხოლოდ გადაჯდომით ფრენებს ნახავთ. ქუთაისიდან კი პირდაპირ ავიარეისებს შეიძენთ.
რომელი ავიაკომპანიები დაფრინავენ საქართველოდან ჰამბურგში?
თბილისიდან ჰამბურგში შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების გადაჯდომით რეისებს: Ajet Airlines, Pegasus, Turkish Airlines, Lot, Aegean Airlines, Lufthansa და სხვა. მათგან Turkish Airlines ბათუმის აეროპორტიდანაც ახორციელებს ფრენებს. ქუთაისიდან კი შემოგთავაზებთ დაბალბიუჯეტური უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის ავიარეისებს.
როგორ შევიძინოთ ჰამბურგის ავიაბილეთები ყველაზე იაფად?
გირჩევდით, რომ ავიაბილეთები დაჯავშნოთ 1 ან 2 თვით ადრე. ასევე, უმჯობესია ფრენები შეიძინოთ კვირის დღეებში და არა შაბათ-კვირას. ყველაზე იაფი ფასის მისაღებად კი ეწვიეთ საძიებო პლატფორმა Avia.ge -ს.
დამატებითი რეკომენდაციები
გაეცანი მნიშვნელოვან ინფორმაციას ჰამბურგში მოგზაურობის წინ

















