2024 წლის აპრილიდან, საქართველოს ავაიბაზარს, ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia შეუერთდება. ავიაკომპანია ამსტერდამი თბილისი თბილისი ამსტერდამი -ს მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.
პირველი რეისი ამტერდამიდან თბილისის აეროპორტის მიმართულებით 20 აპრილსაა დანიშნული. თვითმფრინავი ამსტერდამის სხიპჰოლის აეროპორტიდან 14:05 -ზე გამოფრინდება და თბილისში 20:50 -ზე დაეშვება.
ხოლო თბილისიდან ამსტერდამის მიმართულებით ფრენა 24 აპრილს შესრულდება, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან 13:50-ზე გაემგზავრება და ამსტერდამში 20:35 -ზე ჩფრინდება.
რაც შეეხება ავიაბილეთების ღირებულებას, ამ დროისათვის ამსტერდამი თბილისის ავიაბილეთები -ს ღირებულება 90 ევროა. ხოლო თბილისი ამსტერდამის ავიაბილეთები -ს ღირებულება კი 89 ევროს შეადგენს. ავიაბილეთები შეძენა უკვე შესაძლებელია.
თბილისი ამსტერდამი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
20 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 007 -დან | |
1 დეკემბერი 2024 | 4 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 841 -დან | |
1 იანვარი 2025 | 15 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 885 -დან |
ტრანსავია ნიდერლანდების სამეფოს ნომერ პირველი ბიუჯეტური და სიდიდით მეორე ავიაგადამზიდავია, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში ბოინგის ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.
Transavia -ს მარშრუტები მოიცავს 20-ზე მეტი ქვეყნის 100-ზე მეტ მიმართულებას, როგორიცაა: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, პორტუგალია, ესტონეთი, ფინეთი, დანია, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი და სხვ.