საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარტერული რეისები სრულდება. თუმცა, მაღალი ფასების გამო ავიაბილეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის და, შესაბამისად, ბევრი მოქალაქე ვერ ახერხებს ქვეყანაში დაბრუნებას.

საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც შედარებით რთულ მარშუტს მოიცავს, თუმცა ღირებულება ბევრად ნაკლებია. დღეისათვის ტრაბზონი საუკეთესო ვარიანტია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად.

რა მარშუტს გაივლის მგზავრი ტრაბზონამდე?

ევროპის რომელიმე ქალაქიდან ფრენა ჯერ შესრულდება სტამბოლში, სტამშოლში ტრანზიტის შემდეგ კი რეისი ჩაფრინდება ტრაბზონში. ფრენებს ორი თურქული ავიაკომპანია – Turkish Airlines-ი და Pegasus Airlines-ი ასრულებენ. ფასები განსხვავდება როგორც ავიაკომპანიების, ისე იმ ქალაქების მიხედვით, რომლიდანაც ხდება გამომგზავრება. მაგალითად, ბერლინიდან ტრაბზონამდე ავიაბილეთის ღირებულება პეგასუსის ავიახაზებით 120$-დან 135$-მდე მერყეობს.

როგორ ჩამოვა მგზავრი საქართველოში?

ტრაბზონში ჩაფრენის შემდეგ, მგზავრი აეროპორტიდან ავტობუსით ან ტაქსით გაემგზავრება სარფში. ავტობუსის ღირებულება 15 ევროა, ხოლო ტაქსის 20 ევრო. სარფში მოქალაქეებს დახვდებათ ავტობუსი, რომელიც ბათუმში ჩაიყვანს მათ და შემდეგ გადაანაწილებენ კარანტინში.

რომელი ქალაქებიდან არის შესაძლებელი ტრაბზონამდე ჩაფრენა?

გერმანია – ბერლინი, კიოლნი, დუსელდორფი, ფრანკფურტი, მიუნხენი, ჰამბურგი, ნიურბერგი.

იტალია – მილანი, რომი.

ესპანეთი – მადიდი, ბარსელონა.

საფრანგეთი – პარიზი, ლიონი, მარსელი.

ავსტრია – ვენა.

შვეიცარია – ჟენევა, ციურიხი, ბაზელი.

შვედეთი – სტოქჰოლმი.

ამ და კიდევ სხვა ევროპის ქალაქებიდან ტრაბზონამდე საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შესაძლებელია ავიაბილეთების შეძენა.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიოქტომბრის ჩარტერული რეისები სტამბოლის მიმართულებით
შემდეგი სტატიადაინიშნა ახალი ჩარტერული ფრენები თბილისიდან
5 6 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Guest
აღა
3 years ago

ტრაპიზონიდან ტაქსი 80 დოლარი ღირს და არა 20 ევრო