5 დღე 4 ღამე
ყოველდღიური ტური
1 ადამიანი
სტამბოლის ტურები
სრული სამოგზაურო პაკეტი 686 ლარიდან
⭕ ფასი მოცემულია ერთ პერსონაზე, ორადგილიან ნომერში.
სტამბოლის ტური ს დასაჯავშნად შეავსე ფორმა ან დაგვირეკე 👇
ბოსფორის სრუტეზე თოლიების თანხლებით სეირნობა თქვენთვის თუ მომხიბვლელად ჟღერს, სტამბოლი ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედებს. ნებისმიერი ისტორიული პერიოდის უმნიშვნელოვანესი ქალაქი სტამბოლი დღეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. აქ დაგხვდებათ ისლამური ცივილიზაციის საინტერესო ნიმუშები იქნება ეს ბაზილიკა ცისტერნა თუ სულთან აჰმედის მეჩეთი. გალატას კოშკის კაფიდან კი სტამბოლის პანორამული ხედები გადაგეშლებათ. ქალაქს ბიზანტიური კულტურული ძეგლი აია სოფიას ტაძარი ამშვენებს. სტამბოლი ისტორიული თავგადასავლების საწყისია.
ამინდის მხრივ, შუა გაზაფხული და შემოდგომა საუკეთესოა სტამბოლში ვიზიტისთვის. ამ დროს თბილი ამინდია და სიარული ბევრად მარტივი და კომფორტული იქნება.
თუ იაფი მოგზაურობის დაგეგმვა გსურთ, ეცადეთ, ავიაბილეთები შეიძინოთ არატურისტული სეზონების დროს. ამ დროს ავიაბილეთებსაც კიდევ უფრო იაფად იყიდით და დასარჩენ ადგილებსაც იაფად დაჯავშნით. ასევე, უმჯობესია დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.
სტამბოლი თურქეთის ისტორიული პროვინციაა, შესაბამისად იგი ისტორიული და კულტურული დატვირთვის მქონე ქალაქია. აქ შეგიძლიათ ნახოთ სასახლეები, კოშკები, ტაძრები და მეჩეთები..
სტამბოლში ვიზიტი არ უნდა იყოს 3 დღეზე ნაკლები. 3 ან მეტი დღით სტუმრობის შემთხვევაში ქალაქის ძირითადი ღირსშესანიშნაობების ნახვას თავისუფლად მოასწრებთ.
დიახ, სტამბოლის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან პირდაპირ ფრენებს ნახავთ.
(IST) – სტამბოლის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოსაა. იგი ქალაქის ცენტრიდან 32 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.
გირჩევთ, წინასწარ განსაზღვროთ თქვენი მოგზაურობის პირობები და განრიგი. უმჯობესი იქნება, თუ წინასწარ დაჯავშნით ტურებს.
Avia.Ge გთავაზობთ სანდო და მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას. პროფესიონალი გუნდის დამსახურებით, ჩვენ საუკეთესო ფასად შემოგთავაზებთ როგორც ავიაბილეთებს, ასევე სასტუმროებსაც. ტურის ფარგლებში ბიუჯეტურად და მარტივად შეძლებთ მოგზაურობას.