ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი23 დეკემბერი 202513 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 219 -დან
ალმაატა21 იანვარი 202625 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 964 -დან
ამსტერდამი9 აპრილი 202612 აპრილი 2026Transaviaავიაბილეთები 617 -დან
ანკარა12 იანვარი 202612 იანვარი 2026AJetავიაბილეთები 445 -დან
ათენი29 იანვარი 20264 თებერვალი 2026Sky Expressავიაბილეთები 479 -დან
აბუ დაბი2 მარტი 20269 მარტი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 788 -დან
ანტალია28 თებერვალი 20267 მარტი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 355 -დან
ბაქო16 იანვარი 202618 იანვარი 2026აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 529 -დან
ბელგრადი23 იანვარი 202629 იანვარი 2026Air Serbiaავიაბილეთები 789 -დან
ბერლინი20 დეკემბერი 20253 იანვარი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 979 -დან

 

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო გაუქმდა ფრენები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში
შემდეგი სტატიაWizz Air სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს Basic ტარიფებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments