ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 მაისი 202623 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 476 -დან
ალმაატა1 დეკემბერი 20261 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 1 121 -დან
ამსტერდამი1 ოქტომბერი 20268 ოქტომბერი 2026Transaviaავიაბილეთები 622 -დან
ანკარა31 ოქტომბერი 20264 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 493 -დან
ათენი21 მაისი 202623 მაისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 494 -დან
აბუ დაბი12 აგვისტო 202617 აგვისტო 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 784 -დან
ანტალია13 მაისი 202614 მაისი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 477 -დან
ბაქო30 დეკემბერი 202614 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 291 -დან
ბელგრადი5 აგვისტო 202616 აგვისტო 2026Air Serbiaავიაბილეთები 914 -დან
ბერლინი23 მაისი 202613 ივნისი 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 626 -დან

 

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო გაუქმდა ფრენები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში
შემდეგი სტატიაWizz Air სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს Basic ტარიფებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments