ბელგიის წამყვანი ავიაკომპანია Brussels Airlines -ი 2024 წელს საუკეთესო ავიაკომპანიად იქნა აღიარებული, მაშინ როდესაც ტუნისის ეროვნული გადამზიდავი Tunisair ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის ლიდერია.

ეს მონაცემები AirHelp-ის ახალი რეიტინგის მიხედვით გამოქვეყნდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 109 ავიაკომპანიის სერვისები შეაფასა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულებას, კერძოდ, საჩივრების დამუშავების სისწრაფეს, კომპენსაციის დროულ გადახდას და მგზავრების კმაყოფილების დონეს. შედარებისას, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფმა ავიაკომპანიამ 8.12 ქულა მოიპოვა 10-დან, ხოლო ბოლო ადგილზე მყოფმა კი მხოლოდ 3.63 ქულა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეიტინგი არანაირ კავშირში არ არის ფრენის უსაფრთხოებასთან. ის მხოლოდ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხსა და კმაყოფილების დონეზეა დაფუძნებული. ამიტომ, ავიაკომპანიების უსაფრთხოების სტანდარტებზე ეჭვის მიტანა უსაფუძვლოა.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 157 -დან
ალმათი31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 1 000 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 664 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 340 -დან
ათენი21 მარტი 202727 მარტი 2027Sky Express Greeceავიაბილეთები 440 -დან
აბუ-დაბი20 ნოემბერი 202623 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 932 -დან
ანთალია31 დეკემბერი 20263 იანვარი 2027SunExpressავიაბილეთები 434 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 353 -დან
ბაქო1 იანვარი 202731 იანვარი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 382 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 768 -დან

 

2024 წლის საუკეთესო TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Brussels Airlines
  2. Qatar Airways
  3. United Airlines
  4. American Airlines
  5. Play
  6. Austrian Airlines
  7. LOT Polish Airlines
  8. Air Arabia
  9. Widerøe
  10. Air Serbia

2024 წლის ყველაზე ცუდი TOP-10 ავიაკომპანია:

  1. Tunisair
  2. Buzz
  3. Nouvelair
  4. Bulgaria Air
  5. El Al Israel Airlines
  6. Pegasus Airlines
  7. IndiGo
  8. TAROM
  9. Air Mauritius
  10. SKY express

სამწუხაროა, რომ მსოფლიოში ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ავიაკომპანიები Pegasus Airlines, IndiGo, El Al Israel Airlines და SKY express, რომლებიც საქართველოს ავიაბაზარზეც დაფრინავენ, 2024 წლის რეიტინგში ყველაზე ცუდ ავიაკომპანიებს შორის აღმოჩნდნენ. თითოეული ამ კომპანიას მნიშვნელოვანი როლი აქვს რეგიონალური და საერთაშორისო ფრენების სეგმენტში, მაგრამ მათი რეიტინგში დაბალი პოზიცია მომხმარებლების კმაყოფილებასთან, მომსახურების ხარისხთან და საჩივრებზე რეაგირების სისწრაფესთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

დაგეგმეთ ფრენები Avia.ge-სთან ერთად და გაიმარტივეთ მოგზაურობა. დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდიდთოვლობის გამო გაუქმდა ფრენები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში
შემდეგი სტატიაWizz Air სპეციალურ ფასდაკლებას აცხადებს Basic ტარიფებზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted