საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის კონტროლერების ორდღიანმა გაფიცვამ ზაფხულის სეზონის პიკზე სერიოზული შეფერხებები გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთელ ევროპაში. ათობით ათას მგზავრს მოგზაურობის გეგმები შეეცვალა, ათასობით ფრენა გაუქმდა ან გადაიდო. გაფიცვა ფრანგული პროფკავშირების ინიციატივით გაიმართა, რომლებიც კადრების დეფიციტს, მოძველებულ ტექნიკურ სისტემებსა და სამუშაო პირობების გაუარესებას აპროტესტებენ.

გაფიცვის მასშტაბები და გავლენა

ყველაზე დიდი დარტყმა პარიზი -ს შარლ დე გოლისა და ორლის, ასევე ნიცა -ს აეროპორტებმა მიიღეს, სადაც ფრენების მნიშვნელოვანი ნაწილი გაუქმდა. საფრანგეთის საავიაციო სამსახურებმა ავიაკომპანიებს მოუწოდეს, ფრენების 25-50%-ით შემცირება განეხორციელებინათ პარიზისა და სამხრეთ რეგიონის აეროპორტებში. უწყება ასევე მოუწოდებდა მგზავრებს, შეეცვალათ ფრენის თარიღი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად.

  • Ryanair–ის ცნობით, გაუქმდა მათი 170-ზე მეტი რეისი, რაც 30,000-ზე მეტ მგზავრს შეეხო.
  • EasyJet –მაც 274 ფრენის გაუქმება დააანონსა.
  • ხოლო Lufthansa–მ შეამცირა ფრენების რაოდენობა საფრანგეთის მიმართულებით.
  • British Airways დიდ ავიახომალდებს იყენებს მგზავრთა დიდი ნაკადის მოსამსახურებლად.
  • ხოლო Air France –მ შეცვალა შიდა და რეგიონალური რეისების განრიგი, თუმცა სრული მოცულობით აგრძელებს შორ მანძილზე ფრენებს.

თბილისი პარიზი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
8 ივლისი 202512 ივლისი 2025Transaviaავიაბილეთები 1 120 -დან
5 აგვისტო 202519 აგვისტო 2025Transaviaავიაბილეთები 1 274 -დან
16 სექტემბერი 202523 სექტემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 1 132 -დან

 

ფაგიცვა საფრანგეთის აეროპორტებშისაფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპე ტაბარომ, პროფკავშირების მოთხოვნები მიუღებლად შეაფასა და განაცხადა, რომ გაფიცვამ ათასობით ადამიანის შვებულება ჩაშლა. Ryanair–ის განცხადებით, შეფერხება არამარტო ფრანგულ მიმართულებებს, არამედ ყველა იმ რეისს შეეხო, რომელიც საფრანგეთის საჰაერო სივრცეს კვეთს – მათ შორის დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ესპანეთსა და საბერძნეთში გამგზავრებულ ფრენებს.

გაფიცვის ფონზე პარასკევს პარიზის აეროპორტებში მხოლოდ რეისების 40%-ის განხორციელებაა ნავარაუდევი, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. პროფკავშირები ყურადღებას ამახვილებენ ასევე მენეჯმენტის პრობლემებსა და სამუშაო საათების აღრიცხვის ახალ სისტემაზე. მიუხედავად მოლაპარაკებებისა სამოქალაქო ავიაციის უწყებებთან, შეთანხმება ვერ მიიღწა.

Ryanair ევროკომისიას მოუწოდებს, რეფორმირდეს საჰაერო მოძრაობის კონტროლის სისტემა ისე, რომ გაფიცვების დროს გადაფრენების დაცვა იყოს უზრუნველყოფილი და მგზავრებისთვის მინიმუმამდე შემცირდეს შეფერხებები.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაკომპანია Wizz Air -ი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments