შეიძინეთ ვენის ავიაბილეთები და თავად ნახეთ, რატომ დასახელდა ეს ქალაქი მსოფიოს ყველაზე სიცოცხლისუნარიან და კომფორტულ ქალაქად. ავსტრიის დედაქალაქმა ვენამ ეს ტიტული სტაბილურობით, კარგი ინფრანსტრუქტურითა და ჯანდაცვის სისტემით დაიმსახურა. თუმცა თქვენ ასევე საშუალება გეძლებათ ნახოთ ულამაზესი არქიტექტურა, გალერეები, მონარქთა საასხლეები, საუცხოოდ მოვლილი პარკები და ულამაზესი კაფე-ბარები.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნით გეგმავთ ვენაში გაჩერბას, ქალაქის ისტორიული ნაწილი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ის აუცილებლად უნდა ნახოთ, რადგან აქ არის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობა თავმოყრილი.

1. შტეფანსპლაცი – Stephansplatz

ავსტრიისა და ვენის მთავარი სიმბოლო – წმინდა შტეფნის ტაძარი გულგრილს არავის დატოვებს. სტეფანე პირველწმინდა ერთ-ერთი პირველთაგანია ქრისტეს სამოცდაათ მოციქულთაგან, რომელმაც მისთვის სიცოცხლე გაწირა. ამ არაჩვეულებრივ, გოთიკური სტილის შენობაში ინახება საკულტო ნივთები, ხელოვნების ნიმუშები და უძვირფასესი რელიკვიები.

2. ჰოფბურგის დიდებული სასახლე – Hofburg Palace

ყველა ტურისტმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს მისი დიდებულება. ეს ჰაბსბურგების დინასტიის იმპერატორთა ზამთრის სასახლეა და თუ გსურთ მათი სამყაროს და ავსტრიის ისტორიის ახლოდან გაცნობა, მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ.

შენობაში ნახავთ: ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომელიც 1723-1735 წლებში აშენდა; რომისა და ავსტრიის იმპერიათა რეგალიებს და სხვა ძვირფასი ნივთებს; სისის მუზეუმს – ეს იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის მეუღლის, ელისაბედ ბავარიელის მეორე სახელია, რომელსაც ახლობლები ეძახდნენ. სისი აღიარებული იყო როგორც ახალგაზრდობისა და სილამაზის ეტალონი; საკონფერენციო დარბაზს, სადაც სხდომებს იმპერატორი უძღვებოდა.

3. ბელვედერის კომპლექსი – Belvedere Palace

იტალიურად Belvedere “საუცხოო ხედს” ნიშნავს და მართლაც, აქედან არაჩვეულებრივი ხედი იშლება ვენაზე. ეს არიტექტურისა და ლანდშაფტის არაჩვეულებრი ნაზავია, რომელიც ცნობილი მხედართმთავრის, პრინც ევგენი სავოიელის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.

აქ განთავსებულია: სამხატვრო მუზეუმები, სადაც შეხვდებით მონეს, ვან გოგის, რენუარის, აგრეთვე, სახელგანთქმული გუსტავ კლიმტის ყველასთვის ცნობილ ტილოს – “კოცნა”. ასევე ნახავთ ოქროს დარბაზებს, გროტესკის დარბაზს არაჩვეულებრივი ორნამენტებით, სასახლის საჯინიბოებს და საგამოფენო დარბაზად გადაქცეული ორაჟერეას.

4. შენბრუნის სასახლე – Schönbrunn Palace

ეს სახელწოდება სიტყვასიტყვით “მშვენიერ წყაროებს” ნიშნავს. ეს იმპერატორთა ზაფხულის რეზიდენციაა, რომელიც ქალაქიდან ცოტა მოშორებით მდებარეობს. ჩემი რჩევა იქნება, აუცილებლად ეწვიოთ ამ ულამაზეს, ბაროკოს სტილის დიდებულ სასახლეს და მოინახულოთ მისი ულამაზესი პარკი. პარკში ნახავთ ბზის ლაბირინთს, ნეპტუნის შადრევანს, ორანჟერიას, ტრიუმფალურ თაღს, და აქვე შეგიძლიათ ნახოთ ზოოპარკიც.

5. თუ გიყვართ მუზეუმების მონახულება, მაშინ რამდენიმეს შემოგთავაზებთ

მუზეუმების კვარტალი – 60 000 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე შეხვდებით არაერთ მუზეუმს: ლეოპოლდის მუზეუმი – სადაც ნახავთ მსოფლიო მნიშვნელობის სამხატვრო კოლექციებს; “მუმოკი” – თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია; ZOOM – საბავშვო მუზეუმი და კიდევ მრავალი სხვა სანახაობა დაგხვდებათ აქ.

ხელოვნების ისტორიის მუზეუმი – აქ იხილავთ რელიკვიებს, ფერწერულ ტილოებს, ანტიკურ არტეფაქტებს. ასევე შეხვდებით იტალიელი, ჰოლანდიელი, გერმანელი და ესპანელი მხატვრების შედევრების. შეგიძლიათ დატკბეთ ძველი ეგვიპტისა და ახლო აღმოსავლეთის კოლექციებით, უძველესი და უძვირფასესი ნივთებით.

ალბერტინა – აქ ნახავთ მიქელანჯელოს, ლეონარდო და ვინჩის, რუბენსის, რემბრანდტის, რაფაელისა და სხვა სახელგანთქმული მხატვრების შედევრებს. ასევე პიკასოს, მონეს და რენუარის მუდმივ ექსპოზიციას. მუზუემში ასევე არის ბიბლიოთეკა და სამკითხველო დარბაზი, ასევე რესტორანი და მაღაზიები სადაც შეზლებთ შეიძინოთ წიგნები, სუვენირები, კატალოგები და სხვ.

ბუნებისმეტყველების მუზეუმიMuseum of Natural History Vienna

ეს მუზეუმი მსოფლიო 10 საუკეთესო მუზეუმს შორისაა შესული. ის 1889 წელს გაიხსნა და 20 მილიონ ექპონატზე მეტს იტევს. აქ ნახავთ უიშვიათეს არქეოლოგიურ ძეგლებს, გადაშენებული ცხოველების ჩონჩხებს და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძველ ფერწერულ ტილოებს მათ გვერდით. ამ მუზეუმში ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი და ნამდვილი სანახაობა გელით წინ. ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები ბავშვებისთვის და ასევე დინოზავრებზე ნადირობაც კი შესაძლებელია.

 მოცარტის სახლ-მუზეუმი – აქ სახელგანთქმული ავსტრიელი კომპოზიტორი 1784-1787 წლებში ცხოვრობდა და ამ სახლში მან ოპერა “ფიგაროს ქორწინება” დაწერა. მოცარტი ამ ბინაში მეგობრებთან ერთად უკრავდა, ცეკვავდა, თამაშობდა ბანქოსა და ჭადრაკს. მან ამ ბინაში გაატარა ყველაზე მეტი დრო და ცხოვრების საუკეთესო წლები. მუსიკის მოყვარულთათვის, და არა მარტო, ეს საუკეთესო რამაა რასაც ნახავთ.

ეს რის იმ მუზეუმების მცირე ჩამონათვალი, რასაც ვენაში ნახავთ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა სხვა დანარჩენიც : მედიცინის ისტორიის მუზეუმი, ტექნიკის მუზეუმი, ფროიდის მუზეუმი, გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, ყავის მუზეუმი, ილუზიების მუზეუმი, ცირკისა და კლოუნადის მუზეუმი, გლობუსების მუზეუმი, ზღვის სახლი, შეშლილთა კოშკი – ანუ პათოლოგანატომიის მუზეუმი, კრიმინალისტიკის მუზეუმი დასხვ.

6.  ვენის ფილარმონია – Vienna Philharmonic

აქ კონცერტი პირველად 1870 წელს შედგა და მას შემდეგ აქტუალურობას არ კარგავს. ხშირად გამოდის ხოლმე ვენის ფილარმონიის მსოფლიოში სახელგანთქმული ორკესტრი და ასევე მასპინძლობს მოწვეულ კოლექტივებსაც. ვენის ფილარმონიის ოქროს დარბაზი 1744 მაყურებელს იტევს და ის გამოირჩევა არაჩვეულებრი და სუფთა აკუსტიკით. აქ ასევე არის სხვა დარბაზებიც: ბრამსის, ლითონის, შუშის, ხისა და ვის დარბაზები, სადაც ყველა სახეობის მუსიკის მოსმენაა შესაძლებელი.

7. ჰუნდერტვასერჰაუსი – Hundertwasser House

ვენის ხელოვნების სახლი – ის აშენდა 1983-1986 წლებში. არქიტექტორი ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერია. შენობას არ აქვს არც ერთი სწორი ხაზი, ის გამოირჩევა თავისი სიფერადით, უცნაური თაღებით, სახურავზე ბალახითა და ხეებით.

8. ვენის ზოოპარკი – Schönbrunn Zoo

ეს ევროპაში ყველაზე ძველი ზოოპარკია, ის 1779 წელს გაიხსნა, თუმცა ის მანამდეც არსებობდა, მხოლოდ დიდებულთათვის. ზოოპარკი ზემოთ ხსენებულ, იმპერატორთა საზაფხულო რეზიდენციაში მდებარეობს. აქ, გარდა იმისა დამ შეხვდებით უამრავი სახეობის ცხოველსა თუ ფრინველს, როგორიცაა პანდა, მაიმუნი და სხვა, აკვარიუმებს, ტერარიუმებს და პავილიონებს, ასევე შეგიძლიათ ისეირნოთ პანორამული მატარებლით და ისე დატკბეთ ამ სილამაზით. აქვე კაფეები და რესტორნები, სადაც სეძლებთ გემრიელად მიირთვათ.

9. კვება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია.

ავსტრია ცნობილია ტრადიციონალური კერძებით. ვენაში ყოფნისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ნაციონალური სამზარეულო, მითუმეტეს რომ ღირსშესანიშნაობების დათვალიერება ბევრ ენერგიას მოითხოვს.

პირველი, რაც უნდა გასინჯოთ, ეს არის ვენური შნიცელი (Wiener Schnitzel) – ისვენის სავიზიტო ბარათია, მზადდება ხბოს ხისგან. შემდეგ ტეფელშპიცი (Tefelspitz); შტრუდელი (შტრუდელი); ბაკჰუნი (Backhuhn); კაიზერშმარენი (kaiserschmarren); გულაში (გულაში); ფარშირებული წიწაკა (Gefüllte Paprika); შვაინსბრატენი – შემწვარი ღორის ხორცი (Schweinsbraten mit Semmelknödel); როსბიფი ხახვით (Zwiebelrostbraten); სოსისი (Frankfurters).

10. და არ დაგავიწყდეთ შოპინგი.

ოპერასა და წმინდა შტეფნის ტაძარს შორის არის გამართული ბაზრობა Lohlmarkt, Graben და Karntner Strabe ქუჩებზე, სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ. თუ ორიგინალური სადიზაინერო ტანსაცმელს ეძებთ, მაშინ მას მარგარეტნშტრასეს ქუჩაზე იპოვით.

მაგრამ, თუ გსურთ შეიძინოთ, ტანსაცმელიც, სამკაულებიც და სხვა ბევრი რამ, ეწვიეთ სავაჭრო ცენტრ “shopping center sud”-ს, რომელიც ქალაქის სამხრეთ გარეუბანშია. აქ ყველაფერია თავმოყრილი ერთ სივრცეში.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიFlyadeal Airways / ფლაიადეალის ავიახაზები
შემდეგი სტატია30%-მდე ფასდაკლება ავიაკომპანია Qatar Airways -სგან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments