Flyadeal Airways-ი საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომლიც Saudia Airlines-ის დაძმობილებული კომპანიაა. სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ჯიდაში. ავიაკომპანია დაარსდა 2016 წლის 17 აპრილს, პირველი ფრენა კი 2017 წლის 23 სექტემბერს განახორციელა, სამეფოს ეროვნულ დღესასწაულზე და მას შემდეგ თორმეტ მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემასახურა.

თავდაპირველად მან ოპერირება შიდა რეისებით დაიწყო, მოგვიანებით კი მეზობელ ქვეყნებში განაგრძო. ბოლო მონაცემებით ის ემსახურება ოცამდე ქალაქს, მათ შორისაა: კაირო, დუბაი, ჯედა, აბჰა, დამამი, რიადი, ტაბუკი, მედინა, ჰაილ, ქუვეიტი და სხვა.

2022 წლის 4 ივლისიდან კი ის საუდის არაბეთის 3 ქალაქიდან ერთდროულად ანხორციელებს პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით, კვირაში 9 სიხშირით.

2022 წლის ივნისის მდგომარეობით, flyadeal-ის ფლოტი შედგება 24 საჰაერო ხომალდისგან. ავიაკომპანია ოპერირებისთვის იყენებს Airbus A320-200 და Airbus A320neo ხომალდების ტიპებს.

Flyadeal-ის სტანდარტული სალონი გთავაზობთ მეტ სივრცეს ფეხების მოსათავსებლად, კომფორტულ სავარძლებს USB დამტენებით, თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ შეუკვეთოთ ცხელი კერძები, ან შეიძინოთ საკვები ბორტზე, ფრენის დროს.

წინა სტატიაშისაქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ვენაში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია გამოჩნდა - ავიაბილეთები ყველაზე იაფად
8 months ago

[…] Flyadeal Airways  საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც უკვე შეასრულა პირველი პირდაპირი ფრენები დედაქალაქ რიადიდან და ჯედადან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში , სრულიად ახალი Airbus A320neo ტიპის  საჰაერო ხომალდებით. […]