არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუვლია ასეთი მკვეთრი ტრანსფორმაცია საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, როგორიც აზერბაიჯანს, და საუკეთესო ადგილი ამ ტრანსფორმაციის სანახავად არის ბაქო, ქვეყნის დედაქალაქი.
როგორც კი ბაქოში ფეხს დაადგამთ, გაგიკვირდებათ, რამდენად სუფთა და კეთილმოწყობილია ქალაქი. ძველ ქალაქში ნახავთ ერთად თავმოყრილ, როგორც ძველ ქვის კონსტრუქციებს, ასევე ჰიპერმოდერნულ შენობებს.
ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე საუკეთესო საქმის ჩამონათვალს, რაც უნდა გააკეთოთ ბაქოში და ყველა ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ ქალაქში კარგი დროის გასატარებლად.
1. დაათვალიერეთ ბაქოს ძველი ქალაქი – Old Town Of Baku
ძველი ქალაქის ტერიტორია ბაქოში ითვლება ქალაქის უძველეს ნაწილებად. ბევრი ნაგებობა, რომელსაც აქ ნახავთ, მაგალითად, ქალწულის კოშკი, მე-12 საუკუნით თარიღდება.
ძველი ქალაქი გამაგრებულია შუა საუკუნეების ქვის კედლით, რომელიც ისეთივე ძველია, როგორც თავად ქალაქი. ამ კედელში ნახავთ ბევრ საინტერესო ღირშესანიშნაობას.
ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებასაც გირჩევთ, არის შირვანშაჰების სასახლე, მე-15 საუკუნის სასახლის კომპლექსი, სადაც ნახავთ სასახლეს, სამარხებს და შაჰის მეჩეთს. თქვენ ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ შესასვლელი თანხა და ნახოთ მათ მიერ სასახლეში შენახული რელიქვიები და ნივთები, ან შეგიძლიათ დატკბეთ სასახლის ხედით გარედან.
2. ეწვიეთ ბიბი-ჰეიბათის მეჩეთს და დაათვალიერეთ მისი ინტერიერი – Bibi-Heybat Mosque
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთის შიგნით ნახავთ უქეიმა ხანუმის, წინასწარმეტყველ მუჰამედის შთამომავლის საფლავს, რომელიც ლამაზად არის მორთული ცქრიალა მწვანე კედლებითა და ჭერით, ხოლო ისლამური ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ მეჩეთის ინტერიერის თითქმის ყველა კუთხეში.
ბიბი-ჰეიბათის მეჩეთი პოპულარული ადგილია მომლოცველების მოსანახულებლად მთელი აზერბაიჯანიდან, განსაკუთრებით ქალებისთვის, რადგან ის არის უნაყოფო ქალების სალოცავი ადგილი.
3. აღფრთოვანდით ჰეიდარ ალიევის ცენტრის ჰიპერთანამედროვე სილამაზით – Heydar Aliyev Centre
ჰეიდარ ალიევის ცენტრი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და მნიშვნელოვანი თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშია მთელ ქალაქში. რომელის ისეაც ერაყელ-ბრიტანელ არქიტექტორს, ზაჰა ჰადიდის ეკუთვნის. კომპლექსი ხშირად მასპინძლობს გამოფენებს, ასევე აქტივობებს და გალა კონცერტებს.
4. შეიძინეთ სანელებლები და ჩაის ფოთოლი იაშილის ბაზარში – Yashil Bazaar
ჰეიდარ ალიევის ცენტრიდან მიმავალ გზაზე დაბრუნდით ქალაქის ცენტრში, რათა გაიაროთ Yashil Bazaar, უზარმაზარი ბაზარი, სადაც ნახავთ ახალ ხილს, ფერად სანელებლებს და უგემრიელეს კერძებს.
5. მოინახულეთ “მინი ვენეცია” – Mini Venice
ბაქოს ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილია მინი-ვენეცია, წყლის გზების პატარა ქსელი. ადგილი ძალიან ფოტოგენურია, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას, ასე რომ აუცილებლად ეწვიეთ და იქვე გაისეირნეთ კასპიის ზღვის სანაპიროზეც. ეს არის ფართო საფეხმავლო ბილიკი, სადაც თქვენ შეძლებთ ნახოთ Flaming Towers, Caspian Waterfront Mall და მთელი ულამაზესი არქიტექტურა.
6. ლაშქრობა ჰაილენდ პარკში მზის ჩასვლისას – Highland Park
აუცილებლად ადით ჰაილენდ პარკის მწვერვალზე, სადაც მოხვდებით ულამაზეს პარკში ბაქოს შეუდარებელი პანორამული ხედით.
ჰაილენდის პარკის მოსანახულებლად საუკეთესო დრო მზის ჩასვლამდეა, რათა ასვლისას თავი აარიდოთ სიცხეს და მწვერვალზე მისვლისას მზის ჩასვლის ულამაზეს კადრებს რომ მიუსწროთ. დარჩით იქ, სანამ არ დაბნელდება, რათა ახლოდან დაინახოთ Flaming Towers – “ცეცხლოვანი კოშკები”.
7. ღამით მოინახულეთ ჰეიდარის მეჩეთი – Heydar Mosque
ჰეიდარის მეჩეთი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში. რაც ჰეიდარის მეჩეთს ასე განსაკუთრებულს ხდის, არის მისი მაშტაბურობა და ის, თუ როგორ ანათებს ღამით.
სამწუხაროდ, მეჩეთი არ არის ღია საზოგადოებისთვის და ამიტომ მისით ტკბობა მხოლოდ გარედან შეგიძლიათ.
8. გაემგზავრეთ ერთდღიანი მოგზაურობით გობუსტანსა და ტალახის ვულკანებში – Gobustan And The Mud Volcanoes
დაიღალეთ დღის გატარებით ისეთ დიდ ქალაქში, როგორიც ბაქოა? აქ ასევე არის ისეთი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა გუბუსტანი, ადგილი, სადაც აღმოაჩინეს კლდეზე პრეისტორიული გრავიურები და ტალახის ვულკანები, ერთ-ერთი იმ რამდენიმე ტალახის ვულკანიდან.
მაგალითად, გობუსტანი შესანიშნავი ადგილია თქვენთვის, რათა გაეცნოთ პრეისტორიულ ადამიანებს, რომლებიც დასახლდნენ მსოფლიოს ამ ნაწილში ძვ.წ. მე-8 ათასწლეულიდან. საინტერესოა კლდეზე ათასობით გრავიურა და პეტროგლიფი, რომელიც ასახავს ნადირობის სცენებს, ადამიანებს, ხომალდებს, თანავარსკვლავედებსა და ცხოველებს. ზოგიერთი თარიღდება როგორც ძვ.წ. XII საუკუნე.
9. ათეშგას ცეცხლის ტაძარი – Ateshgah Fire Temple
კიდევ ერთი შესანიშნავი ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომელიც მდებარეობს ბაქოდან არც თუ ისე შორს არის ათეშგას ცეცხლის ტაძარი, მე-17 საუკუნის ადგილი, რომელსაც ხშირად სტუმრობდნენ ინდუსები, სიქები და რაც მთავარია, ზოროასტრიელები. მუზეუმის ოთახები გარშემორტყმულია თავად ტაძრის გარშემო.
ტაძარს ახასიათებდა ბუნებრივი მარადიული ცეცხლი. სამწუხაროდ, მარადიული ალი ჩაქრა 1969 წელს მიმდებარე ტერიტორიაზე საუკუნოვანი გაზის ექსპლუატაციის შემდეგ. ახლა ცეცხლი ისევ სხვა ქალაქიდან მიბმული გაზსადენით ენთება.
10. გაატარეთ ღამე ნიზამის ქუჩაზე – Nizami Street
დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გაისეირნეთ ნიზამის საცალფეხო სავაჭრო ქუჩაზე, სადაც თავმოყრილია უამრავი ადამიანი, როგორც ადგილობრივები, ასევე ტურისტები, რომლებიც ქუჩაში სეირნობენ, ხვდებიან ერთმანეთს და ერთობიან მთელი ღამის განმავლობაში. ნიზამის ქუჩაზე იპოვით უამრავ მაღაზიასა და რესტორანს. ქუჩა განსაკუთრებით ცოცხალია პარასკევს და შაბათს ღამით.
ასევე, გირჩევთ ეწვოეთ მინიატურული წიგნების მუზეუმს ბაქოს ძველ ქალაქში.
ამ მუზეუმში გამოფენილია მინიატურული წიგნები თითქმის მთელი მსოფლიოდან და რაც მთავარია, მუზეუმში შესვლა უფასოა!
როდესაც ძველ ქალაქს ესტუმრებით, გზად შეგხვდებათ ეს პატარა და საინტერესო მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ჩანაწერიც კი გააკეთოთ წიგნაკში და აუცილებლად მოინახულეთ.