mwvane baratis shevseba
mwvane baratis shevseba

მიუნხენი , ბავარიის დედაქალაქი, არის კოსმოპოლიტური და თანამედროვე ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს ბავარიულ და გერმანულ ტრადიციებს.

თოვლიანი ზამთრით, ცხელი ზაფხულითა და უამრავი შიდა და გარე აქტივობებით, რომლებიც ყველა სეზონს მოერგება, მიუნხენი ნამდვილად გამორჩეული ადგილის მოსანახულებლად.

ამ სტატიაში ნახავთ რამდენიმე საუკეთესო საქმის ჩამონათვალს, რაც უნდა გააკეთოთ მიუნხენში და ყველა ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ ქალაქში კარგი დროის გასატარებლად.

1. წმინდა პეტრეს ეკლესია – St. Peter’s Church

St. Peter's Church

ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეტოთ ნებისმიერ ძველ ევროპულ ქალაქში, არის საათის კოშკების ან ტაძრების მოძიება, სადაც შეძლებტ ასვლას და ქალაქის ლამაზი ხედით დატკბობას. წმინდა პეტრეს ეკლესია ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ამისთვის, საიდანაც ხელის გულზე გადაგეშლებათ ულამაზესი არქიტექტურის მქონე ქალაქი.

მიუნხენის უძველეს ეკლესიად მიჩნეული წმინდა პეტრეს ეკლესია ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობაა ქალაქში. ის მდებარეობს მარიენპლაცის ცენტრში, ძველი ქალაქის რაიონში და აქვს 56 მეტრის სიმაღლის სათვალთვალო კოშკი 360° პლატფორმით, რომელიც საშუალებას მოგცემთ აღფრთოვანდეთ მიუნხენის სილამაზით.

2. დაათვალიერეთ მარიენპლაცი – Marienplatz

Marienplatz

Marienplatz არის მიუნხენის ქალაქის მოედანი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობა-ნაგებობებია თავმოყრილი. ეს ნამდვილად არქიტექტურის მოყვარულთა სამოთხეა.

მარცხნიდან მარჯვნივ, თქვენ გარშემორტყმული იქნებით ყველა სახის ტრადიციული ევროპული შენობებით, ყველა მათგანი როგორღაც გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის შედეგად გამოწვეულ მასობრივ განადგურებას.

ცენტრში, თქვენ ასევე ნახავთ მარიამის სვეტს, საიდანაც მოედანმა მიიღო სახელი. ძეგლი დაიდგა 1638 წელს შვედური ოკუპაციის დასასრულის აღსანიშნავად და ახლა ის ამ ულამაზესი მოედნის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია.

3. პიკნიკი ოლიმპიურ პარკში – Olympic Park

პარკი სავსეა პატარა აუზებით, ტბებითა და მოძრავი ბორცვებით, სადაც შეგიძლიათ იპიკნიკოთ და დატკბეთ ზაფხულის სასიამოვნო დღეებით. პარკი მდებარეობს ქალაქის ჩრდილოეთით ყველაზე მაღალ ფერდობზე.

4. სცადეთ ნაყინი ლუდის გემოთი Der Verrückte Eismacher-ში

Der Verrückte Eismacher არის მომხიბლავი პატარა სანაყინე, რომელიც პოპულარულია სტუდენტებსა და ადგილობრივ მოსახლეობაში, რომლებიც ცხოვრობენ მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ნამდვილად უცნაური და საინტერესო გამოცდილება იქნება.

5. ეწვიეთ ნიმფენბურგის სასახლეს – Nymphenburg Palace

ნიმფენბურგის სასახლე არის ბავარიის ყოფილი მმართველების სამეფო რეზიდენცია, რომელიც მდებარეობს მიუნხენის გარეთ და ამაყობს 200 ჰექტარი ფართობით, მდიდრული დეკორაციებით და უზარმაზარი სიმეტრიული ბაროკოს ბაღით, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ დანახვისას.

სასახლის ინტერიერი და ექსტერიერი მდიდრულად არის გაფორმებული როკოკო-ბაროკოს არქიტექტურული სტილით, და თქვენ სავარაუდოდ დაგჭირდებათ მინიმუმ ნახევარი დღე სასახლის დასათვალიერებლაად. სასახლის ირგვლივ ასევე არის მასიური ბოტანიკური ბაღები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ბაღი, რაც აქამდე გინახავთ, მისი იდილიური ატმოსფეროთი.

6. გასეირნება ინგლისურ ბაღში – English Garden

მიუნხენის შუაგულში ნახავთ ლამაზ მწვანე სივრცეს, ეს არის ინგლისური ბაღი, სადაც შეგიძლიათ გაექცეთ ხმაურიან ქალაქს და დრო გაატაროთ ბუნებაში.

ეს ვრცელი ურბანული პარკი აშენდა მე-18 საუკუნეში და ის გადაჭიმულია მთელ ქალაქში, ქალაქის ცენტრიდან ქალაქის ჩრდილოეთ ზღვრამდე, რომელიც მოიცავს 910 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას, რაც წარმოუდგენელია ისეთი დიდი ქალაქისთვის, როგორიც მიუნხენია. პარკში თქვენ იპოვით 78 კმ-ზე მეტ ველოსიპედისა და სარბენ ბილიკებს, მრავალი ღირსშესანიშნაობითა და რეკრეაციული ზონით, რომლებიც შეგიძლიათ შეისწავლოთ მიუნხენში ყოფნისას.

7. სასმელი ჰოფბროჰაუსში – Hofbräuhaus

Hofbräuhaus

თუ გსურთ მიიღოთ ბავარიული ტრადიციული გამოცდილება, ლუდის დალეწა და დიდი პრეცელის დაგემოვნება აუცილებელია. უამრავი ხალხის მიუხედავად, ჰოფბრაუჰაუსი მაინც საუკეთესო ადგილია.

საღამოს Hofbräuhaus-ში ატმოსფერო ძალიან ცოცხალი და ხალისიანია, ხალხი სვამს, ურთიერთობს და ტკბებიან ცოცხალი ტრადიციული მუსიკის ფონზე.

8. გაატარეთ დღე ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრეში – Neuschwanstein Castle

Neuschwanstein Castle

რა თქმა უნდა, თქვენი ვიზიტი მიუნხენში არ იქნება სრულიად ზღაპრული შუასაუკუნეების ციხესიმაგრის მონახულების გარეშე, რომელიც არის ნოიშვანშტაინის ციხე. ციხე, რომელიც გამოიყენებოდა როგორც ინსპირაციის წყარო ცნობილ დისნეის “კონკიაში”.

ნოიშვანშტეინის ციხე აშენდა მე-19 საუკუნეში მეფე ლუდვიგ II-ის ბრძანებით და ის მდებარეობს ბორცვის თავზე, სოფელ ჰოენშვანგაუს ზემოთ, ბავარიის ფუსენთან ახლოს.

9. ეწვიეთ ლინდერჰოფის სასახლეს – Linderhof Palace

 Linderhof Palace

კიდევ ერთი განსაცვიფრებელი სამეფო სასახლე, რომელიც უნდა ეწვიოთ მიუნხენში, არის ლინდერჰოფის სასახლე, ყველაზე პატარა 3 სამეფო ციხედან, რომელიც აშენდა მეფე ლუდვიგ II-ის მიერ სანადირო სახლად.

მიუხედავად მისი ზომისა, სასახლე მაინც გამოირჩევა ექსტრავაგანტული ფასადის დიზაინით, ტონა მდიდრულად მორთული ოთახითა და პალატებით, ასევე დახვეწილი სიმეტრიული ბაღებით, რომლებშიც შეგიძლიათ გაისეირნოთ.

10. ეწვიეთ “არწივის ბუდეს”, ჰიტლერის ცნობილ მთის მწვერვალს – Eagle’s Nest

Eagle's Nest

თუ თქვენ ეძებთ მიუნხენში გასაოცარ უნიკალურ ადგილს, რომელიც მოიცავს განსაცვიფრებელ ბუნებას და თოვლიან მთებს, გირჩევთ, წახვიდეთ ერთდღიან მოგზაურობაში, ეწვიოთ ბერხტესგადენს და დაათვალიეროთ “არწივის ბუდე”. ადოლფ ჰიტლერის ცნობილი მთის მწვერვალი მდებარეობს სწორედ ამ სოფლის თავზე.

ჰიტლერის მთის თავშესაფარი მდებარეობს მთის კელშტეინის თავზე, ზღვის დონიდან 1834 მეტრზე, მყუდრო მთის სოფელ ბერხტესგადენში და აქვს აივანი ბავარიის ალპების განსაცვიფრებელი ალპური მწვერვალების ულამაზესი ხედით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa-ს წესები და პირობები
შემდეგი სტატია10 რამ, რაც ბაქოში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ
5 4 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments