დეკემბრიდან China Eastern Airlines იწყებს მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ ფრენას, რომელიც შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ რეისი გზაში ოკლენდში (ახალი ზელანდია) გაჩერდება საწვავის შევსებისა და ეკიპაჟის შეცვლისთვის, ის მაინც ითვლება ერთიან, უწყვეტ ფრენად, რადგან რეისის ნომერი უცვლელი რჩება.

პირველი ფრენა დაგეგმილია 2025 წლის 4 დეკემბერს, Boeing 777-300ER-ის ტიპის ავიალაინერით, რომელიც დაახლოებით 20,000 კილომეტრს დაფარავს.

ფრენის ხანგრძლივობა

  • შანხაიდან ბუენოს-აირესისკენ მგზავრობა დაახლოებით 25.5 საათს გასტანს.
  • უკან დაბრუნებისას, ქარის მიმართულების გათვალისწინებით, გზა შეიძლება 29 საათამდე გაგრძელდეს.
  • ოკლენდში შუალედური გაჩერება საშუალოდ 2 საათს გაგრძელდება.

ამით China Eastern Airlines-ის ახალი მარშრუტი გახდება ყველაზე გრძელი პირდაპირი კომერციული ფრენა, თუმცა უწყვეტი რეისის რეკორდი კვლავ Singapore Airlines-ს ეკუთვნის (სინგაპური-ნიუ-იორკი, 18.5 საათი).

საქართველოდან შესრულებული ყველაზე გრძელი პირდაპირი რეისები კი შემდეგია:

  • თბილისიდან ყველაზე შორეული მიმართულება მუმბაია – ფრენა დაახლოებით 3,637 კილომეტრს მოიცავს და 5 საათსა და 25 წუთს გრძელდება, რომელსაც IndiGo Airlines ასრულებს.
  • ქუთაისიდან ყველაზე შორეული პირდაპირი ფრენა მადრიდში სრულდება – მანძილი 3,800 კილომეტრია, ხოლო გზაში დაახლოებით 6 საათს ატარებთ; ამ მიმართულებას Wizz Air ემსახურება.
  • რაც შეეხება ბათუმს, აქედან ყველაზე გრძელი პირდაპირი რეისი ტაშკენტში სრულდება, რომელიც 2,297 კილომეტრს მოიცავს და 3 საათი გრძელდება; ფრენას Fly Khiva ახორციელებს.

თბილისი მუმბაი პირდაპირი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 ოქტომბერი 202514 ოქტომბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 521 -დან
20 ნოემბერი 202525 ნოემბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 216 -დან
2 დეკემბერი 20254 დეკემბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 612 -დან

შანხაია ბუენოს-აირესი ავიაბილეთების ფასები და სერვისები

ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია:

  • ეკონომ-კლასი: დაახლოებით 1500 ევრო.
  • ბიზნეს-კლასი: 4000 ევროს ზემოთ.

ბორტზე მგზავრებს ელოდებათ:

  • კომფორტული სავარძლები;
  • მრავალფეროვანი გასართობი სისტემა;
  • მაღალი ხარისხის კვება.

ანტიპოდური ქალაქების კავშირი

China Eastern Airlines ხაზს უსვამს, რომ ეს იქნება „პირველი კომერციული მარშრუტი, რომელიც ანტიპოდურ ქალაქებს აკავშირებს“ – შანხაის (ჩინეთი) და ბუენოს-აირესს (არგენტინა). ეს უნიკალური მიმართულება სიმბოლურად აჩვენებს, რომ ავიაცია მსოფლიოს ყველაზე შორეულ წერტილებსაც აკავშირებს.

პოლიტიკური და ეკონომიკური მნიშვნელობა

ექსპერტების თქმით, ახალი ფრენის პროექტს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს.

  • ჩინეთსა და არგენტინას შორის თანამშრომლობა სულ უფრო მჭიდრო ხდება.
  • ჩინეთი არგენტინიდან ძირითადად აგროპროდუქტებს შემოაქვს.
  • არგენტინა ჩინეთიდან ავტომობილებს, ტექნიკასა და ელექტრონიკას იღებს.

ამგვარად, ახალი საჰაერო ხაზი შესაძლოა სიმბოლურად ასახავდეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასაც.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAzimuth კრასნოდარიდან თბილისის მიმართულებით იფრენს
შემდეგი სტატიაWizz air-ის Top 10 ყველაზე იაფი ავიაბილეთი ოქტომბერში
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments