საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 მარტი 202630 აპრილი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 502 -დან
13 აპრილი 202624 აპრილი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airავიაბილეთები 1 500 -დან
27 მაისი 20269 ივნისი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airავიაბილეთები 1 623 -დან
1 ივნისი 202631 ივლისი 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 618 -დან
1 ივლისი 202610 ივლისი 20261 ᲒაჩერებაCentrum Airავიაბილეთები 1 772 -დან
24 აგვისტო 202628 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 620 -დან
7 სექტემბერი 202616 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაSCATავიაბილეთები 1 802 -დან
16 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 756 -დან
7 ნოემბერი 202615 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაChina Southern Airlinesავიაბილეთები 1 732 -დან
9 დეკემბერი 202616 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 912 -დან
17 იანვარი 202730 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 899 -დან
8 თებერვალი 202715 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAir Arabiaავიაბილეთები 1 877 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაფლაი დუბაი / flydubai
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments