საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი თანდათანობით სულ უფრო და უფრო მეტ ძალას იძენს მსოფლიოს სხვა ეროვნულ პასპორტებთან შედარებით. აქამდე საქართველოს მოქალაქეებს უკვე მსოფლიოს არაერთ წერტილში შეეძლოთ ჩაფრენა ვიზის გარეშე, ხოლო უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ ქართველ მოგზაურებს ევროპის მიმართულებებითაც გაუმარტივა ტურისტული მოგზაურობები. შენგენის ზონის ქვეყნებში უკვე უამრავმა ქართველმა იმოგზაურა უპრობლემოდ, თუმცა ქართული პასპორტის მოქმედების უპირატესობები საბედნიეროთ ამით არ სრულდება.

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი, 2019 წლის გაზაფხულის სეზონიდან საქართველოს პასპორტით კიდევ ერთ ქვეყანაში იქნება მარტივად მოგზაურობა შესაძლებელი. 2019 წლის 14 აპრილიდან თქვენ შეგეძლებათ ესტუმროთ ტაილანდს და გართულებული სავიზო რეჟიმის მაგივრად, პირდაპირ უცხო ქვეყნის საზღვარზე აიღოთ. ასეთი Visa on Arrival სავიზო რეჟიმი საკმაოდ მოსახერხებელი იქნება ქართველი ტურისტებისათვის და მსგავსი სტილით აღებული ვიზა ტაილანდის სამეფოში ჯამში 15 დღიანი ტურისტული ვიზიტის საშუალებას მოგვცემს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ უკვე 14 მარტიდან ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივდათ ქვეყნებს შორის მიმოსვლა დიპლომატიური და ასევე სამსახურეობრივი პასპორტის ქონის შემთხვევაში. ასეთი იდეალური სიტუაციის შექმნისათვის საჭირო შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებს შორის წარმატებულად გაფორმდა 2018 წელს, კონკრეტულად კი 26 სექტემბერს.

საბედნიეროდ ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება საბოლოო სასიხარულო ამბავი არ არის ამ სფეროში. როგორც ცნობილი გახდა, 2019 წლის 31 მარტს საქართველოს ტაილანდის სამეფოს ოფიციალური დელეგაციაც ეწვევა სტუმრად. აღნიშნული ვიზიტი 2 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება საბოლოო ჯამში და დელეგაციას ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტური სასივატ ვონგსინსვატი ედგება სათავეში.

ტაილანდის სამეფოს მიერ გამოგზავნილი დიპლომატიური დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან აღნიშნული მხარის სოფლიოს მეორნეობისა და კოოპერატივების სამინისტროს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს და ტაილანტის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი პირებიც. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მოხდება შეხვედრა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდის ეგიდით.  

თბილისი ბანგკოკი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 მარტი 20237 აპრილი 20232 გადაჯდომაFlydubaiავიაბილეთები 2 951 -დან
28 აპრილი 202323 მაისი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 2 098 -დან
22 მაისი 202329 მაისი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 945 -დან
8 ივნისი 202316 ივნისი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 863 -დან
11 ივლისი 202318 ივლისი 20231 გადაჯდომაQatar Airwaysავიაბილეთები 2 263 -დან
24 აგვისტო 20237 სექტემბერი 20231 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 1 956 -დან
4 სექტემბერი 202318 სექტემბერი 20231 გადაჯდომაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 841 -დან
24 ოქტომბერი 20237 ნოემბერი 20231 გადაჯდომაQatar Airwaysავიაბილეთები 2 250 -დან
1 ნოემბერი 202329 ნოემბერი 20231 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 1 823 -დან
3 დეკემბერი 202312 დეკემბერი 20231 გადაჯდომაKuwait Airwaysავიაბილეთები 2 155 -დან
24 იანვარი 202431 იანვარი 20241 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 1 982 -დან
2 თებერვალი 20249 თებერვალი 20241 გადაჯდომაAir Astanaავიაბილეთები 1 824 -დან
წინა სტატიაშიავიაბილეთები ბელგიის მიმართულებით
შემდეგი სტატიაფლაი დუბაი / flydubai
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments