თელავის ახალი აეროპორტის კონცეპტ-დიზაინის შესამუშავებლად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული შპს “ხმალაძე არქიტექტორებია”. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება მზადდება.თელავის განახლებული აეროპორტი

პროექტის მიხედვით, ტერმინალის საერთო ფართი 1,770 კვ. მეტრს შეადგენს და სიმაღლე 7 მეტრი იქნება. ჩრდილოეთით კი ღია ხედი ექნება კავკასიონზე.

საპროექტო წინადადებების მიღება 2023 წლის 22 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 296 400 ლარით იყო განსაზღვრული.

თელავის აეროპორტის ტერმინალის დიზაინის კონკურსში ჯამში 13 კომპანია იღებდა მონაწილეობას: შპს ხმალაძე არქიტექტორებია, შპს მეტრიკ, შპს ქალაქპროექტი, შპს ვოლ, შპს კარკასი, შპს ნს სტუდიო, შპს გეოანალიტიკა, შპს არქიტეკი, შპს Georgianhouse, მეგავატ.ჯი, შპს ბაუ დიზაინი, შპს აპექს სტუდიო 1 და შპს დეფანი.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, თელავის ახალი აეროპორტი მეექვსე აეროპორტი იქნება საქართველოში. აღნიშნული აეროპორტიდან ფრენები ქვეყნის შიდა მიმართულებებზე განხორციელდება.

თელავის განახლებული აეროპორტი

თელავის ახალი აეროპორტის აშენების შესახებ ინფორმაცია, რომელიც აეროდრომის ადგილზე აშენდებოდა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 4 სექტემბერს გაავრცელა. მისი თქმით, პროექტის განხირციელებას 25-30 მილიონი ლარი დასჭირდებოდა.

“თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება, სრულიად განვაახლებთ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, განახლდება ინფრასტრუქტურა, შეიქმნება საპარკინგე ადგილები და მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. ეს ნიშნავს იმას, რომ ტურისტებს და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ და გადაადგილდნენ ბათუმის, მესტიის და ქუთაისის მიმართულებით“.

ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში ასევე განაცხადა, რომ ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილზე მთავრობა ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას განიხილავს. ღარიბაშვილის განცხადებით, იგეგმება რომ ეს სფერო განვითარდეს და ქვეყანა „საავიაციო ჰაბად“ გადააქციოს. ამისთვის კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა საკმარისი არ არის, ხოლო ვაზიანის ყოფილი აეროდრომი „იდეალური ლოკაციაა“.

შეიძინეთ ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ს დახმარებით. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
შემდეგი სტატიაბათუმის აეროპორტს ახალი მიმართულება დააემატება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments