საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე ახალი მიმართულებების დამატებას გეგმავს. ბათუმის, ამბროლაურისა და მესტიის გარდა, შესაძლოა ფრენები კახეთიდანაც დაიწყოს. საუბარია თელავსა და ბათუმს შორის რეგულარული რეისების დანიშვნაზე.

თელავის აეროპორტი მზად არის საქართველოს ნებისმიერი აეროპორტიდან მიიღოს რეისები. ქალაქის მერიაში აღნიშნეს, რომ აეროპორტში 2019 წლიდან დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტები და მას შემდეგ სრულადაა აღდგენილი ასაფრენი ბილიკი, ტერმინალი და მზად არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურაც.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წელს, 2019 წელთან შედაარებით რეისები 92%-ით აღდგა, მგზავრთნაკადი კი – 65%-ით. 2022 წელს ქვეყნის შიგნით 733 ფრენა განხორციელებდა და გადაყვანილი იქნა 19 650 მგზავრი.

დღეისათვის შიდა ფრენები ხორციელდება ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: მესტია–ბათუმი, ნატახტარი–ამბროლაური და ქუთაისი–მესტია.

შიდა ფრენებზე ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროდის ამოქმედდება ევროკავშირში მოგზაურობის ახალი წესები?
შემდეგი სტატიაროდიდან განახლდება Air Moldova -ს ფრენები საქართველოში?
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments