საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირეები იზრდება. ავიაკომპანიები Georgian Airways-ი, EL AL Airlines-ი, Arkia და Israair Airlines-ი უკვე დადასტურებულ განრიგს გვთავაზობენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

Georgian Airways

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით იწყებს ავიარეისების შესრულებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

ავიაკომპანიის განცხადებით, Georgian Airways-ი თბილისსა და თელ ავივს შორის საჰაერო მიმოსვლას 11 აპრილიდან დაიწყებს. ფრენები შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

EL AL

თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს განაახლებს ისრაეული ავიაკომპანია EL AL Airlines-ი.

EL AL Airlines-ი თელ ავივსა და თბილისს შორის ავიარეისებს 19 აპრილიდან განაახლებს. ავიაკომპანია კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს.

EL AL Airlines-ი ფრენებს შეასრულებს, ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს.

Arkia

ავიაკომპანია Arkia თელ ავივი-თბილისი- თელ ავივის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს რეისებს. Arkia, ასევე, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

თბილისი თელ-ავივიის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202428 მაისი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 605 -დან
7 ივნისი 202425 ივნისი 2024SmartWingsავიაბილეთები 626 -დან
3 ივლისი 202410 ივლისი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 790 -დან
11 აგვისტო 202430 აგვისტო 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 763 -დან

Israir Airlines

ავიაკომპანია Israir Airlines-ი მაისიდან თელ ავივივსა და ბათუმს შორის კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს ფრენებს. თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით კი, ივნისიდან კვირაშ 5 სიხშირით იფრენს.

გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენამდე უნდა გადაამოწმოთ საზღვრის კვეთასთან არსებული რეგულაციები წარმომადგენლობით საკონსულოებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბათუმი თელ-ავივიის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202427 მაისი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 795 -დან
19 ივნისი 202426 ივნისი 2024El Al Israel Airlinesავიაბილეთები 820 -დან
2 ივლისი 202411 ივლისი 2024Arkiaავიაბილეთები 1 303 -დან
4 აგვისტო 20248 აგვისტო 2024Israir Airlinesავიაბილეთები 1 282 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუკვე ცნობილია როდის დაიწყებს ოპერირებას Bees Airlines-ი
შემდეგი სტატიაAir Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე სეზონურ ფრენებს შეასრულებს
5 2 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments