საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ავიამიმოსვლის სიხშირეები იზრდება. ავიაკომპანიები Georgian Airways-ი, EL AL Airlines-ი, Arkia და Israair Airlines-ი უკვე დადასტურებულ განრიგს გვთავაზობენ როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

Georgian Airways

ავიაკომპანია Georgian Airways-ი თელ ავივის მიმართულებით იწყებს ავიარეისების შესრულებას. როგორც უკვე ცნობილი გახდა, ავიაკომპანია თბილისი-თელ ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირით იფრენს.

ავიაკომპანიის განცხადებით, Georgian Airways-ი თბილისსა და თელ ავივს შორის საჰაერო მიმოსვლას 11 აპრილიდან დაიწყებს. ფრენები შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

EL AL

თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ფრენებს განაახლებს ისრაეული ავიაკომპანია EL AL Airlines-ი.

EL AL Airlines-ი თელ ავივსა და თბილისს შორის ავიარეისებს 19 აპრილიდან განაახლებს. ავიაკომპანია კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს.

EL AL Airlines-ი ფრენებს შეასრულებს, ასევე, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე ავიაკომპანია რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს.

Arkia

ავიაკომპანია Arkia თელ ავივი-თბილისი- თელ ავივის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს შეასრულებს რეისებს. Arkia, ასევე, თელ ავივი-ბათუმი-თელ ავივის საჰაერო ხაზზე იფრენს კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.

თბილისი თელ-ავივიის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
29 September 202630 September 2026Israir Airlinesავიაბილეთები 2 022 -დან
16 October 202620 October 2026Arkiaავიაბილეთები 529 -დან
16 November 202630 November 2026Israir Airlinesავიაბილეთები 404 -დან
8 December 202615 December 2026Israir Airlinesავიაბილეთები 502 -დან

Israir Airlines

ავიაკომპანია Israir Airlines-ი მაისიდან თელ ავივივსა და ბათუმს შორის კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს ფრენებს. თელ ავივი-თბილისი-თელ ავივის მიმართულებით კი, ივნისიდან კვირაშ 5 სიხშირით იფრენს.

გაითვალისწინეთ, რომ ავიაბილეთების შეძენამდე უნდა გადაამოწმოთ საზღვრის კვეთასთან არსებული რეგულაციები წარმომადგენლობით საკონსულოებში ან საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ბათუმი თელ-ავივიის ავიაბილეთები

Departure atReturn atAirlineFind tickets
29 September 202630 September 2026Arkiaავიაბილეთები 1 732 -დან
20 October 202626 October 2026Arkiaავიაბილეთები 557 -დან
3 November 202610 November 2026Israir Airlinesავიაბილეთები 482 -დან
2 December 202611 December 2026Arkiaავიაბილეთები 694 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიუკვე ცნობილია როდის დაიწყებს ოპერირებას Bees Airlines-ი
შემდეგი სტატიაAir Astana ალმათი-ბათუმი-ალმათის საჰაერო ხაზზე სეზონურ ფრენებს შეასრულებს
5 2 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted