თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ის დაშორებით. აეროპორტიდან რეისები ხორციელდება მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით. 2005 წლის 31 ოქტომბრიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ტავ ჯორჯია -ს მმართველობის ქვეშაა. 2007 წელს დასრულდა ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა, რომლის მეშვეობით სწრაფად განვითარდა და სტრატეგიული მნიშვნელობა მიიღო. აეროპორტს გააჩნია ფართო ასაფრენ- დასაფრენი ბილიკი, ბაქანი და სამიმოსვლო გზა.

აეროპორტს ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან აკავშირებს 37 ნომერი ავტობუსი, რომლის გაჩერებაც ახლოსაა და ყოველ ნახევარ საათში ემსახურება მგზავრებს. ღირებულა 50 თეთრს შეადგენს.

გარდა ავტობუსისა დღის ნებისმიერ მონაკვეთში, 24 საათის განმავლობაში აეროპორტს ემსახურება ტაქსებიც და ტარიფი ქალაქის ცენტრამდე დაახლოებით 25 ლარს შეადგენს.

პარკინგის ადგილს ორი შესასვლელი და გასასვლელი აქვს, რომელიც გათვლილია 370 ავტომობილზე. არ უნდა დაგვავიწყდეს რომ პარკინგის ადგილით სარგებლობა ფასიანია და ბილეთის აღება შესასვლელშივე შეგვიძლია.

აეროპორტი განვითარების ხაზს ყოველწლიურად ავითარებს, ასე მაგალითად თუ 2007 წელს მოემსახურა 600 000 მგზავრს, 2013 წლისთვის ეს ციფრი 1, 436 046 – მდე გაიზარდა.

თბილისის აეროპორტის მიმდებარედ მოქმედებს სატვირთო მომსახურების სამი კერძო კომპანია, ესენია : კარგო სერვისი, ლასარე და საქართველოს კარიბჭე. სპეციალური ტექნიკის მეშვეობით ეს კომპანიები უზრუნველყოფენ ბარგის საიმედო გადაადგილებას.

აეროპორტიდან ფრენებს 37-მდე ავიაკომპანია ასრულებს მსოფლიოს მიმართულებით. მათ შორის: აეროფლოტი, belavia ავიაზახები, airbaltic-ი, flydubai, LOT პოლონური ავიახაზები, Lufthansa და ა.შ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეგიძლიათ მიიღოთ გზამკვლევი, რომლის დახმარებით გადაადგილება ბევრად მარტივია. აეროპორტშივე შეგიძლიათ ისარგებლოთ სუვენირების მაღაზიით, კაფე-ბარებითა და სხვადასხვა მოსასვენებელი ადგილით.

აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი, 2015 წელს მიანიჭა თბილისის საკრებულომ.

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
სტამბოლი30 დეკემბერი 20257 იანვარი 2026ავიაბილეთები 240 -დან
მილანი21 იანვარი 202628 იანვარი 2026ავიაბილეთები 246 -დან
ერევანი8 სექტემბერი 202511 სექტემბერი 2025ავიაბილეთები 270 -დან
ანკარა1 ნოემბერი 20255 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 305 -დან
ჟენევა21 დეკემბერი 202511 იანვარი 2026ავიაბილეთები 346 -დან
ანტალია21 ნოემბერი 202523 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 364 -დან
ათენი23 ნოემბერი 202529 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 375 -დან
იზმირი23 დეკემბერი 20255 იანვარი 2026ავიაბილეთები 391 -დან
ბოდრუმი9 ოქტომბერი 202519 ოქტომბერი 2025ავიაბილეთები 411 -დან
დალამანი24 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 2025ავიაბილეთები 414 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიროგორ ვიმოგზაუროთ იაფად დუბაიში
შემდეგი სტატიაბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
4.4 5 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
40 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments