რეგიონში მრავალთვიანი უმძიმესი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ, საავიაციო სექტორი ნელ-ნელა ჩვეულ რიტმს უბრუნდება. თბილისის აეროპორტიდან 27 თებერვლის შემდეგ შეჩერებული რეგულარული საჰაერო მიმოსვლა კატარის მიმართულებით ოფიციალურად განახლდა.

როგორც აეროპორტის მმართველ კომპანია “ტავ ჯორჯიაში” აცხადებენ, ყატარის ავიახაზებმა და კიდევ რამდენიმე მსხვილმა ავიაკომპანიამ დოჰას საჰაერო ხაზზე რეისების შესრულება უკვე დაიწყეს და ფრენები ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება.

იაფი ფრენები ქუთაისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ლარნაკა4 დეკემბერი 202611 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 133 -დან
სალონიკი6 ნოემბერი 202613 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 204 -დან
მილანი4 თებერვალი 202711 თებერვალი 2027ავიაბილეთები 205 -დან
ვროცლავი8 ნოემბერი 202615 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 211 -დან
ათენი2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026ავიაბილეთები 219 -დან
ბრატისლავა19 ნოემბერი 202626 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 227 -დან
პოზნანი17 ოქტომბერი 202624 ოქტომბერი 2026ავიაბილეთები 238 -დან
ფრანკფურტი7 ნოემბერი 202614 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 244 -დან
მემინგენი13 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026ავიაბილეთები 270 -დან
რომი25 დეკემბერი 202615 იანვარი 2027ავიაბილეთები 290 -დან

რა ხდებოდა ცაზე და რატომ გაუქმდა რეისები?

მიმდინარე წლის თებერვალში ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა, როდესაც ისრაელმა და აშშ-მა მასშტაბიანი იერიში მიიტანეს ირანზე. საჰაერო თავდასხმების დროს მოკლული იქნა არაერთი მაღალჩინოსანი სამხედრო და პოლიტიკური მეთაური, მათ შორის ქვეყნის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

საპასუხოდ, ირანმა დარტყმები მიაყენა ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ობიექტებს მეზობელ არაბულ ქვეყნებში. ვინაიდან რეგიონის საჰაერო სივრცე ომის ზონად იქცა, უსაფრთხოების მოტივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან არაერთი მიმართულებით ფრენები მომენტალურად გაუქმდა.

ლაინერი ფრენისას მზის ჩასვლისას

დიდი ზავი და ჰორმუზის სრუტის გახსნა

საავიაციო ბლოკადის მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მიმდინარე კვირაში ირანმა და აშშ-მა სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. მშვიდობის პარალელურად, მიმდინარე კვირაშივე სრულად უნდა გაიხსნას აქამდე მკაცრად ჩაკეტილი და სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ჰორმუზის სრუტე, რაც გლობალურ ეკონომიკასა და ავიაციას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.

მოგზაურთათვის ეს უდიდესი შვებაა, რადგან დოჰა ერთ-ერთი უმთავრესი სატრანზიტო ჰაბია აზიისა და ამერიკის მიმართულებით. ასე რომ, თუ თქვენც გეგმავდით შორ მანძილზე მოგზაურობას და სტაბილურობის მოლოდინში იყავით, ახლა საუკეთესო დროა – შეგიძლიათ თამამად შეარჩიოთ სასურველი თარიღები და შეიძინოთ ავიაბილეთები, რადგან საჰაერო დერეფნები კვლავ უსაფრთხოა.

Avia.ge – თქვენი მოგზაურობის ერთგული მეგობარი. სრული მხარდაჭერისთვის დაგვიკავშირდით: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისად მიდის ტუალეტის ნარჩენები ფრენისას? მითი, რომელიც 21-ე საუკუნეშიც კი ყველას სჯერა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted