საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული მიმოსვლისთვის თანდათან იხსნება. როგორც ცნობილი გახდა, Lufthansa-ს შემდეგ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Air France-ი განაახლებს ოპერირებას და თბილისსა და პარიზს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.

Air France-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს შორის პირდაპირ ფრენას კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს:

პარიზი-თბილისის რეისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და შაბათს.

პარიზი თბილისი

Departure atReturn atAirlineFind tickets
19 September 202630 September 2026Transavia Franceავიაბილეთები 1 162 -დან
11 October 202630 October 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 096 -დან
6 November 202615 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 252 -დან

თბილისი-პარიზის რეისი შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და კვირას.

თბილისი პარიზი

Departure atReturn atAirlineFind tickets
23 September 202630 September 2026Transavia Franceავიაბილეთები 1 233 -დან
14 October 202628 October 2026Transavia Franceავიაბილეთები 953 -დან
15 November 202620 November 2026Georgian Airwaysავიაბილეთები 1 022 -დან

როგორც ცნობილია, რეგულარულ რეისებს Air France-ი Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

საფრანგეთი ერთ-ერთია იმ 5 ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა დაანონსა. როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიდის ლატვიურ ავიაკომპანია Air Baltic-თან თბილისი-რიგას შორის რეგულარული მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაში24 ივლისიდან შიდა ფრენები განახლდება
შემდეგი სტატიათბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted