როგორც ცნობილი გახდა, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი საქართველოს ავიაციის ბაზარზე ბრუნდებიან. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენებს სექტემბრიდან, ხოლო Ryanair-ი ოქტომბრის ბოლოდან ან ნოემბრის დასაწყისიდან აღადგენს ფრენებს საქართველოს მიმართულებით.

დღეს, ასევე, ცნობილი გახდა ერთ-ერთი მიმართულება, რომელზეც ავიაკომპანია Wizz Air-ი განაახლებს ოპერირებას. 1 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისის საჰაერო ხაზზე აღდგება ავიამიმოსვლა. Wizz Air-ი რიგა-ქუთაისის ავიარეისს კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ Wizz Air-ის დაბრუნებასთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიც განაახლებს ფუნქციონირებას, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ავიარეისებისთვის დახურული იყო.

ჯერჯერობით უცნობია სხვა მიმართულებები, რომლებსაც Wizz Air-ი და Ryanair-ი აღადგენენ. თუმცა, ავიაკომპანიებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ეტაპობრივად გახდება ცნობილი თუ რომელი ქვეყნებიდან შეასრულებენ ფრენებს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები.

ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️

ქუთაისი რიგა

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
22 August 202624 August 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 275 -დან
16 September 202629 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 763 -დან

რიგა ქუთაისი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
6 September 202610 September 20262 StopsALPAVIAავიაბილეთები 797 -დან
18 October 202626 October 20263 StopsNorwegian Air Swedenავიაბილეთები 734 -დან
7 November 202612 November 20262 StopsRyanairავიაბილეთები 491 -დან
24 December 20264 January 20271 StopairBalticავიაბილეთები 1 268 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიოქტომბრის თვის ავიარეისების ნაწილის განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიადაინიშნა თბილისი მილანის ჩარტერული რეისი
3.7 3 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Guest
Vivi
5 years ago

წარმატებები!!!!!!!მოწმენდილ ცაზე გეფრინოთ მუდამ!!!!!ძალიან გაგვახარეთ!!!