მოლდოვის ეროვნულმა ავიაკომპანიამ Air Moldova -მ პირველი პირდაპირი რეისი თბილისი-კიშინიოვის მიმართულებით უკვე განახორციელა.
როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, პირველი რეისი დღეს, 17 ოქტომბერს შესრულდა. კიშინიოვიდან თბილისში 140 მგზავრი ჩამოფრინდა, ხოლო, თბილისიდან კიშინიოვში კი 133 გაემგზავრა.
ფრენები კვირაში ორი სიხშირით, ორშაბათს და პარასკევს, Airbus 319 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება. ზამთრის სეზონზე, კონკრეტულად კი ნოემბრიდან, ეარ მოლდოვა ფრენების ყოველკვირეული სიხშირის გაზრდას ოთხამდე გეგმავს.