2025 წელი საქართველოს საავიაციო ინდუსტრიისთვის გამორჩეული და უპრეცედენტო შედეგებით ხასიათდება. კომპანია „ტავ ჯორჯიას“ უახლესი მონაცემებით, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდამ არსებულ მოლოდინს გადააჭარბა. 14 დეკემბრის მდგომარეობით, აღნიშნული ორი აეროპორტი ჯამურად უკვე 6,349,279 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნის საავიაციო ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. არსებული დინამიკის გათვალისწინებით, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ წლის ბოლომდე ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და ჯამური ნაკადი 6,6 მილიონ მგზავრს მიაღწევს.

2025 წელი რეკორდული აღმოჩნდა როგორც დედაქალაქის, ისე ზღვისპირა ქალაქის აეროპორტებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიღწევა  ისტორიაში პირველად, წლიურმა მგზავრთნაკადმა 5-მილიონიან ნიშნულს დეკემბრის დასაწყისშივე გადააჭარბა. პარალელურად, შთამბეჭდავი ზრდა დაფიქსირდა ბათუმშიც, სადაც ჯერ კიდევ ოქტომბერში მგზავრთა რაოდენობა მილიონს გასცდა.

სტატისტიკური მონაცემები ზაფხულის პერიოდში პიკურ დატვირთვაზეც მეტყველებს:

თბილისი: აბსოლუტური რეკორდი დაფიქსირდა 12 აგვისტოს, როდესაც აეროპორტი 24 საათის განმავლობაში 21,959 მგზავრს მოემსახურა და 97 ავიარეისი მიიღო/გაისტუმრა.

ბათუმი: ზღვისპირა ქალაქისთვის ყველაზე დატვირთული დღე 24 აგვისტო აღმოჩნდა – შესრულდა 35 რეისი და აეროპორტი მოემსახურა 8,446 მგზავრს.

Cheap Flights from Tbilisi

DestinationDeparture atReturn atFind tickets
Milan20 April 202724 April 2027ავიაბილეთები 250 -დან
Geneva1 December 20264 December 2026ავიაბილეთები 267 -დან
Yerevan13 October 202620 October 2026ავიაბილეთები 269 -დან
Adler/Sochi31 December 202610 January 2027ავიაბილეთები 289 -დან
Ankara17 October 202622 October 2026ავიაბილეთები 341 -დან
Chisinau1 December 20263 December 2026ავიაბილეთები 359 -დან
Sarajevo28 September 20261 October 2026ავიაბილეთები 365 -დან
Warsaw22 November 202610 December 2026ავიაბილეთები 377 -დან
Athens19 November 202622 November 2026ავიაბილეთები 378 -დან
Mineralnye Vody3 October 202611 October 2026ავიაბილეთები 383 -დან

ზრდის ტემპი და ახალი ავიაკომპანიები ბაზარზე

ზრდის ტემპი შთამბეჭდავია პროცენტულ ჭრილშიც. თბილისის აეროპორტში, გასულ წელთან შედარებით, ნაკადი 13%-ით, ხოლო პანდემიამდელ (2019 წლის) პერიოდთან შედარებით – 45%-ით არის გაზრდილი. კიდევ უფრო მასშტაბურია ზრდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც წლიური მატება 30%-ს შეადგენს, 2019 წელთან შედარებით კი ეს მაჩვენებელი რეკორდულ 96%-ს უტოლდება.

მგზავრთნაკადის მსგავსი ზრდა პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლასა და არსებული არეალის გაფართოებასთან, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა ავიაბილეთების შეძენა სხვადასხვა მიმართულებით. 2025 წლის მონაცემებით, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ოპერირებს 61 ავიაკომპანია, რომლებიც რეისებს 67 სხვადასხვა მიმართულებით ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს საავიაციო ბაზარს 8 ახალი ავიაკომპანია შეემატა, რამაც მგზავრებს ავიაბილეთების კიდევ უფრო მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზა. ახალ პარტნიორებს შორის არიან ისეთი ცნობილი ავიაკომპანიები, როგორიცაა: British Airways, Air Serbia, EasyJet, Edelweiss, Transavia France, Vision Air, Fly Khiva და Air Samarkand.

„ტავ ჯორჯიაში“ დარწმუნებულნი არიან, რომ წლის დარჩენილ პერიოდში მგზავრთნაკადის ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება და 2025 წელი საბოლოოდ 6,6-მილიონიანი ნიშნულით დაიხურება.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAJet ახალი საბარგო პოლიტიკა, რა უნდა იცოდეთ
შემდეგი სტატიამოგზაურობა ბიუჯეტურად, ანუ ქვეყნები, სადაც 50€ საკმარისია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted