Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ ევროპული აეროპორტების ნომინანტთა ტოპ-5-ში შეიყვანა, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე აღწევს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტის ტიტული 2025 წლის 9 აპრილს, სევილიაში, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. ასევე, აქვე დასახელდება წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის აეროპორტები.

საუკეთესო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩევა, სადაც გათვალისწინებული იქნება მგზავრთნაკადის ზრდა, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება. ავიაკომპანიებს კი აეროპორტები აფასებენ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილების მიხედვით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი17 მარტი 202529 მარტი 2025Azimuthავიაბილეთები 386 -დან
ალმაატა30 ივლისი 20257 აგვისტო 2025Air Astanaავიაბილეთები 940 -დან
ამსტერდამი26 მარტი 20252 აპრილი 2025Transaviaავიაბილეთები 619 -დან
ათენი18 მაისი 202531 მაისი 2025Sky Expressავიაბილეთები 415 -დან
აბუ დაბი16 აპრილი 202522 აპრილი 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 713 -დან
ანტალია15 მარტი 202518 მარტი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 334 -დან

 

2024 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 2023 წელთან შედარებით 29%-იანი მატება იყო. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან აეროპორტი ოთხ ახალ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლებს:

  • 30 მარტიდანBritish Airways (ლონდონი-თბილისი)
  • 31 მარტიდანeasyJet (ლონდონი, ჟენევა, მილანი)
  • 12 აპრილიდანTransavia France (პარიზი-თბილისი)
  • 12 აპრილიდანEdelweiss (ციურიხი-თბილისი)

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებული რეისების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს და 5 მილიონს მიაღწევს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან პოლონეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments