Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ ევროპული აეროპორტების ნომინანტთა ტოპ-5-ში შეიყვანა, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე აღწევს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტის ტიტული 2025 წლის 9 აპრილს, სევილიაში, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. ასევე, აქვე დასახელდება წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის აეროპორტები.

საუკეთესო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩევა, სადაც გათვალისწინებული იქნება მგზავრთნაკადის ზრდა, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება. ავიაკომპანიებს კი აეროპორტები აფასებენ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილების მიხედვით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი26 დეკემბერი 202610 იანვარი 2027Red Wingsავიაბილეთები 156 -დან
ალმათი7 დეკემბერი 202613 დეკემბერი 2026Air Astanaავიაბილეთები 992 -დან
ამსტერდამი1 ივლისი 20278 ივლისი 2027Transaviaავიაბილეთები 699 -დან
ანკარა11 იანვარი 202718 იანვარი 2027Ajetავიაბილეთები 283 -დან
ათენი2 თებერვალი 202716 თებერვალი 2027Aegean Airlinesავიაბილეთები 471 -დან
აბუ-დაბი10 თებერვალი 202717 თებერვალი 2027Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 905 -დან

 

2024 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 2023 წელთან შედარებით 29%-იანი მატება იყო. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან აეროპორტი ოთხ ახალ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლებს:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებული რეისების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს და 5 მილიონს მიაღწევს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან პოლონეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა
შემდეგი სტატიაWizz Air ქუთაისიდან და ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე 15%-იან ფასდაკლებას აცხადებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted