დამტკიცებული განრიგის მიხედვით, თბილისის აეროპორტი -დან ევროპის ქალაქების რამდენიმე მიმართულებით შესრულდება რეისები.
როგორც TAV Georgia -ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით რეისებს მთელი სეზონის განმავლობაში კვირაში 7 სიხშირით, დღეში ერთხელ შემოგვთავაზებს.
თბილისი მიუნხენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 დეკემბერი 2024 | 28 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 466 -დან | |
24 იანვარი 2025 | 30 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 056 -დან | |
9 თებერვალი 2025 | 16 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 064 -დან | |
1 მარტი 2025 | 16 მარტი 2025 | ავიაბილეთები 946 -დან |
რაც შეეხება Eurowings -ს, ის დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით 21 მაისიდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 20 ივლისიდან 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 22 ივლისიდან კი ეუროვინგსი შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტი -ს მიმართულებაზეც დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2 რეისს განახორციელებს.
გერმანიის და სხვა მიმართულებით რეისებს ასევე შეასრულებენ შემდეგი ავიაკომპანიები:
- Condor Airlines -ი, რომელიც 2 აპრილიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტი –ს საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით.
- Georgian Airways -ი კი ბერლინის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ოპერირებას.
- Airbaltic Airlines -ი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-რიგა-თბილისი -ს საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ბათუმი-რიგა-ბათუმი -ს მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით.
- ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს. აღნიშნული მიმართულებით ფრენებს ასევე საქართველოს ავიახაზები 26 მარტიდან, კვირაში 3 სიხშირით შემოგვთავაზებს.
აღსანიშნავია, TAV Georgia აქტიურად მუშაობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიში უფრო მეტი ევროპული რეისი შესრულდეს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია ახლახანს ITB Berlin 2023-ისა და Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს აწარმოებდა სხვადასხვა ავიაკომპანიისა თუ აეროპორტების წარმომადგენლებთან.