ვილნიუსის კათედრალი ქალაქის მთავარი და ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. იგი ვილნიუსის ქალაქის ცენტრში, “ძველი ქალაქის” უბანში მდებარეობს. ტაძარი უდიდესი რომაულ-კათოლიკური ეკლესიაა ვილნიუსში. გარდა რელიგიური ფუნქციისა, ვილნიუსის კათედრალს ცერემონიალური და სიმბოლური დატვირთვაც აქვს. აქ ისტორიული პერიოდიდან იმართებოდა ლიეტუველი მონარქების ინაუგურაციის ცერემონიალები, თანამედროვე პერიოდში კი ლიეტუველი პრეზიდენტების არჩევის ღონისძიებების ადგილია – აქედან ლიეტუველი მმართველები ხალხის წინ ერთგულების ფიცს დებენ.
ვილნიუსის კათედრალის ტური მის სრულ დათვალიერებას მოიცავს – აქ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ არტეფაქტებს ნახავთ, მათ შორის ლიეტუველი მონარქების საძვალეებს, რომელთა კრემაცია ეკლესიის ტერიტორიაზე მომხდარა. ეს ამბავი გვიან გამომჟღავნდა და მათ ხსოვნას სპეციალურად მოწყობილი საძვალეც მიეძღვნა. თავავდ შენობა კი რამდენჯერმე იქნა რესტავრირებული, ამიტომ ადრეული მე-19 საუკუნის არქიტექტურული სტილის შტრიხებიც შეგხვდებათ, თუმცა ძირითადად ვილნიუსის კათედრალს ბაროკოს, რენესანსისა და გოთიკური სტილის ელემენტები აქვს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ვილნიუსის კათედრალში ტურების შესახებ ინფორმაციას. შეგეძლებათ ონლაინ დაჯავშნოთ ბილეთები.












