მთავარითრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

თრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

45 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

3-4 სთ
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

თრაკაის ციხესიმაგრე ვილნიუსის ერთ-ერთი პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. იგი მე-14 საუკუნეში აიგო და ლიეტუველი დუკების რეზიდენციას წარმოადგენდა. სასახლე გამორჩეულია თავისი გოთიკური არქიტექტურით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ სასახლე გალვის ტბის შუაგულში მდებარეობს. სასახლემდე დიდი ხის ხიდით მიხვალთ, აქედან საოცარი ხედები გადაგეშლებათ. ზამთარში ტბა იყინება და დიდ ყინულის მოედანს ემსგავსება აქაურობა. ზაფხულობით კი აქ ბევრი კარნავალი და ღონისძიება იმართება.

თრაკაის ციხესიმაგრეში მუზეუმი მდებარეობს, სადაც ლიეტუველი დუკების ბევრ კოლექციას, არქეოლოგიურ არტეფაქტებსა და გამოფენებს ნახავთ. სასახლის ტურები მოიცავს თრაკაის სასახლემდე ვიზიტს, გიდის მომსახურებას და თრაკაის მუზეუმის კოლექციის დათვალიერებას. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ტექნიკური სახის ინფორმაციას თრაკაის ციხესიმაგრეში ვიზიტისათვის. შეგეძლებათ ონლაინ დაგეგმოთ ვიზიტი და შეიძინოთ ბილეთები ტურისათვის.

საინტერესო ფაქტები

  • თრაკაის ციხესიმაგრე გალვის ტბის შუაგულში მდებარეობს და ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის თავისი გოთიკური არქიტექტურით, ულამაზესი ბუნებითა და ხის ხიდით
  • თრაკაის ციხესიმაგრე მე-14 საუკუნეში აიგო და ლიეტუვის დუკების რეზიდენციას წარმოადგენდა
  • ციხესიმაგრეს თავისი მუზეუმიც აქვს, ტურის ფარგლებში მის მონახულებასა და თრაკაის კუნძულზე გასეირნებასაც შეძლებთ

წესები და პირობები

  • ტურის მსვლელობისას ხელი არ შეუშალოთ სხვა ვიზიტორებს
  • ბილეთების გაუქმება შეგიძლიათ 24 საათით ადრე, რათა თანხა უკან დაიბრუნოთ.

მდებარეობა

Kęstučio g. 4, Trakai 21142

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები