4.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
მთავარივატიკანის მუზეუმი

ვატიკანის მუზეუმი

34.50 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

3-4 სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
ფასიანი პარკინგი

მიმოხილვა

ვატიკანის მუზეუმი მსოფლიოში ყველაზე ცნობილია თავისი უდიდესი კულტურული მნიშვნელობის გამო. აქ ნახავთ საოცარ რომაულ სკულპტურებსა თუ რენესანსის დროის მნიშვნელოვან ნახატებს. მუზეუმში 700 000 ხელოვნების ნიმუში ინახება. თუ ხელოვნების ან ესთეტიკის მოყვარული ხართ, რომში ყოფნისას ეს საოცარი მუზეუმი არ უნდა გამოგრჩეთ. ან, თუ უბრალოდ რენესანსის ეპოქა და მისი დიდებულება აღგაფრთოვანებთ, ვატიკანი თქვენზე საუცხოო შთაბეჭდილებას დატოვებს.

მიქელანჯელოს მიერ შესრულებული სიქსტის კაპელა თუ რაფაელის ფრესკები აქაურობის მაგიურობაში დაგარწმუნებთ. ანდაც, შეუძლებელია, ემოციების გარეშე უყუროთ ლაო კოონის ქანდაკებას. ვატიკანის მუზეუმების კოლექციაში შემავალი სკულპტურები ფაქტობრივად ძველი ეპოქის დიდებულების ცოცხალ დადასტურებებს წარმოადგენენ. ისინი მაქსიმალური სიზუსტითაა შესრულებული, რენესანსის ტექნიკით, როცა მთავარი ფუნქცია ქანდაკებისა იყო ესთეტიკური ნამუშევრის შექმნა, რომელიც აბსოლუტურად ზუსტად გამოხატავდა ადამიანის კონფიგურაციას.

დღეს ვატიკანის მუზეუმში თანამედროვე გამოფენებსაც ნახავთ, იქნება ეს ვან გოგის, სალვადორ დალის, პოლ გოგენისა თუ პაბლო პიკასოს ნამუშევრები. ვატიკანისთვის, ალბათ, უმჯობესი იქნება დღის დიდი ნაწილი გამოყოთ. ამ სტატიაში მოგაწვდით მუზეუმის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოგვყევით, რათა ვატიკანში ვიზიტი უფრო სწრაფად, ეფექტურად და მარტივად დაგეგმოთ.

საინტერესო ფაქტები

  • ვატიკანის მუზეუმი რომის პაპის მიერ დაარსდა მე-16 საუკუნეში
  • მუზეუმს მილიონობით ტურისტი სტუმრობს ყოველ წელს
  • ვატიკანის მუზეუმი მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ხელოვნების ნიმუშებს ინახავს
  • მუზეუმი 700 000 ხელოვნების ნიმუშის ადგილია
  • მუზეუმში ათასზე მეტი ოთახია
  • მუზეუმის ბილეთები უნდა შეიძინოთ წინასწარ, მათი კარზე ყიდვა არ არის შესაძლებელი
  • მუზეუმში ვიზიტის გაუქმება ან თარიღის შეცვლა არ შეიძლება
  • ვატიკანის მუზეუმი ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე და ყოველ კვირა დღეს, თვის ბოლოს
  • მუზეუმს უმჯობესია ეწვიოთ ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს, რადგან ამ დროს ნაკლები ხალხია
  • პარასკევი საღამო ხშირად გადატვირთულია მუზეუმში
  • მუზეუმში ყველაზე გვიან შეგიძლიათ საღამოს 6 საათზე შეხვიდეთ

წესები და პირობები

  • ვატიკანის მუზეუმში არ არის ნებადართული მჭრელი საგნები, მაკრატელი, დანა და სხვა.
  • ვატიკანის მუზეუმის კარადებში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი პირადი ნივთები
  • თქვენი ჩანთის ზომაც შეზღუდულია, დიდი ზომის ჩანთები უნდა დატოვოთ კარადაში
  • ვატიკანის მუზეუმში შესაბამისად ჩაცმული უნდა მიბრძანდეთ, მაგალითად არ შეიძლება ძალიან მოკლე ტანსაცმელი
  • ქუდის ტარებაც არაა ნებადართული ვატიკანის მუზეუმებში
  • საჭმლისა და სასმლის შეტანა აკრძალულია მუზეუმში, გარდა პლასტმასის ბოთლით წყლისა

მდებარეობა

00120 Vatican City

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Europe Park Vilnius

ევროპის პარკი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
church heritage museum

ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
liubavas manor museum

ლიუბავასის სახლ-მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Vilnius Cathedral

ვილნიუსის კათედრალი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
trakai castle

თრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია