2.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 10, 2026
მთავარითოფქაფის სასახლე , სტამბოლი

თოფქაფის სასახლე , სტამბოლი

€ 57.90

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2-3 სთ
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

თოფქაფის სასახლე მე-15 საუკუნის ისტორიული ძეგლია. იგი ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციულ შენობას წარმოადგენდა სამი საუკუნის განმავლობაში. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე მეტად მონახულებადი ღირსშესანიშნაობაა თურქეთში. სტამბოლში ყოფნის დროს თოფქაფის სასახლე აუცილებლად უნდა მოინახულოთ. მან დიდი ისტორია განვლო და დღემდე მყარად უძლებს დროის სვლას.

თოფქაფის მშენებლობა ოსმალო იმპერატორმა მეჰმედ მეორემ დაიწყო. შენობა რამდენჯერმე რესტავრირდა. დღეს იგი ოთხი შენობისაგან შედგება. თოფქაფის სასახლე ფაქტობრივად იზოლირებული კონსტრუქციაა, სადაც სეირნობა ცალკე თავგადასავალია. აღსანიშნავია, რომ თოფქაფის სასახლე სიმბოლურად ახალ წესრიგს, ახალ შენობას წარმოადგენდა. ანუ იყო ერთგვარი დასტური ოსმალური წესრიგისა ყოფილი კონსტანტინოპოლის ტერიტორიაზე.

თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ თოფქაფის სასახლე ითავსებს მუზეუმისა და ბიბლიოთეკის ფუნქციას. აქ 100-ზე მეტი ოთახია და სხვადასხვა ისტორიულ არტეფაქტს ინახავს. მაგალითად, აქ იპოვით ოსმალურ ტანსაცმელს, შეიარაღებას, მანუსკრიპტებსა და სხვა. თუ ისტორიის შესწავლის მსურველი ხართ და გიზიდავთ დიდი იმპერიების კვლევა, თოფქაფის სასახლე იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ. ამ სტატიაში კი გაეცნობით თოფქაფის სასახლეზე მნიშვნელოვან დეტალებს, რომლებიც მოგზაურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

საინტერესო ფაქტები

  • ტოპკაპის სასახლე ოსმალური ეპოქის ისტორიული შენობაა
  • იგი ოსმალეთის სულთნების რეზიდენციას წარმოადგენდა
  • ტოპკაპის სასახლე არის მუზეუმი და ბიბლიოთეკა
  • სასახლეში ვიზიტის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თანხა უპრობლემოდ აგინაზღაურდებათ
  • ტოპკაპის სასახლე დაკეტილია სამშაბათს, ახალ წელს, რამადანისა და მსხვერპლთშეწირვის პირველ დღეს
  • სასახლე ღიაა 9-დან 6-მდე
  • სასახლეში ყველაზე გვიან 5:30-ზე შეძლებთ შესვლას
  • პარასკევობით სასახლე ყველაზე ნაკლებად დატვირთულია
  • ორშაბათსა და ხუთშაბათს დილის 11-მდე ან შუადღის 2-დან ხალხთან ნაკადი ასევე იკლებს
  • 18 წლამდე ადამიანებისთვის შესვლა უფასოა

წესები და პირობები

  • ტოპკაპის სასახლეში უნდა დაიცვათ დრესკოდი
  • არ შეიძლება ღია ტანსაცმელი გეცვათ, ის უნდა გიფარავდეთ მხრებსა და მუხლებს

მდებარეობა

Cankurtaran, 34122 Fatih

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Europe Park Vilnius

ევროპის პარკი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
church heritage museum

ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
liubavas manor museum

ლიუბავასის სახლ-მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Vilnius Cathedral

ვილნიუსის კათედრალი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
trakai castle

თრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია