რა ტიპის მოგზაურობას ანიჭებთ უპირატესობას? ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება გიყვართ თუ ადგილობრივების რეალური გამოცდილებებისა და ცხოვრების სტილის შესწავლა? ლიუბავასის სახლ-მუზეუმი ნებისმიერ შემთხვევაში შეგაყვარებთ თავს – აქ შემონახულია კულტურული და ტრადიციული არტეფაქტები მამულში მცხოვრები ხალხის 500-წლიანი ისტორიიდან, მათ შორის ლიეტუვის დუკების ნივთები. ეს ადგილი მთელი ლიეტუვის უძველეს მამულს წარმოადგენს.
ლიუბავასის სახლ-მუზეუმი იდეალური ადგილია, თუ ვილნიუსის განვითარების ისტორიის შესწავლა, ადგილობრივ კულტურასა და ტრადიციებზე დაკვირვება გსურთ. ფაქტობრივად, თქვენ თვალწინ ლიეტუვის 500-წლიანი წარსული გადაიშლება. 21-ე საუკუნის დასაწყისში ლიუბავასის სახლ-მუზეუმი მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლად აღიარეს, მუზეუმმა მიიღო ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც. ამ ბლოგში გაგაცნობთ ტექნიკურ დეტალებს ლიუბავასის სახლ-მუზეუმის ტურების შესახებ. შეგეძლებათ დაჯაშვნოთ ბილეთებიც ონლაინ.











