4.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
მთავარიდისნეილენდი , პარიზი

დისნეილენდი , პარიზი

64 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

სრული დღე
უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
ელექტრონული ვაუჩერი
უფასო პარკინგი

მიმოხილვა

მიეცით თქვენს თავს ბავშვური სიხარულის უფლება – ეწვიეთ პარიზის დისნეილენდს საფრანგეთში მოგზაურობისას. აქ დაუვიწყარი გარემო დაგხვდებათ როგორც სოლო, ისე ოჯახთან ერთად მოგზაურობისას დროის გასატარებლად. 50-ზე მეტი ატრაქციონი, დისნეის გაცოცხლებული პერსონაჟები და სადღესასწაულო გარემო სწორედ ისაა, რაც ყოველდღიურ ერთფეროვნებას გვიხალისებს და სამახსოვრო მოგონებებს გვიქმნის.

პარიზის დისნეილენდი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ყველაზე მეტად მონახულებადი პარკია. იგი 1992 წელს გაიხსნა და დღემდე 300 მილიონზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. დისნეილენდში დაგხვდებათ როგორც გასართობი სივრცეები, თემატურად მოწყობილი გარემო, ასევე რესტორნები, საშოპინგო ცენტრები და დასასვენებელი არეალები. აქ ერთი დიდი სამყაროა, რომელში დროებით ჩაძირვა ნამდვილად ღირს პარიზში მოგზაურობისას.

გულის სასიამოვნოდ აჩქარება ატრაქციონებზე ჯდომისას ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანისთვის დაუვიწყარი თავგადასავალია. ამ პარკის შენებას 7 წელი დასჭირდა და 2000 ჰექტარზეა გადაჭიმული, რათა ყველაფერი დაიტიოს. მაგიური ატმოსფერო, ზღაპრებისა და მულტფილმების პერსონაჟები და ჟრიამულისა და სიცილის ხმები თქვენი ბავშვობის ოცნებების ახდენის წინაპირობა იქნება. თუ ოჯახთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოცდილება ბავშვებს სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრებათ და შეგიძლიათ მათ ერთი დისნეილენდური თავგადასავალი მოუწყოთ. ამ სტატიაში ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ფაქტებსა და საყურადღებო ინფორმაციას დისნეილენდში ვიზიტისთვის.

საინტერესო ფაქტები

  • პარიზის დისნეილენდი ევროპაში ყველაზე პოპულარული პარკია
  • დისნეილენდი იყო შოუ, სანამ იგი პარკის სახელით გახდებოდა ცნობილი
  • დისნეილენდი 1992 წელს გაიხსნა
  • დისნეილენდს აქვს საკუთარი სასტუმრო, სადაც დარჩენას შეძლებთ
  • დისნეილენდში ყველაზე დიდი სასცენო დარბაზი დაგხვდებათ
  • პარკი მუშაობს ყოველდღე 9:30-დან 23:00-მდე
  • ყველა ატრაქციონის ფასი უკვე შესულია ბილეთის საფასურში
  • გირჩევთ, პარკს ეწვიოთ იანვარში, მარტსა ან სექტემბერში
  • ყველაზე გადაჭედილი თვეებია ივლისი აგვისტო და დეკემბერი
  • შედარებით ნაკლები სტუმარი დისნეილენდში შუადღესაა

წესები და პირობები

  • პარკში არ შეგიძლიათ თან იქონიოთ მჭრელი ნივთები, მინის ბოთლები, ალკოჰოლური სასმელი
  • სხვა პარკებისგან განსხვავებით, დისნეილენდში შეგიძლიათ თან იქონიოთ საკუთარი სასმელი ან საჭმელი
  • არ მოიქცეთ ისე, რომ სხვა მნახველებს ხელი შეუშალოთ სიამოვნების მიღებასა და გართობაში

მდებარეობა

Bd de Parc, 77700 Coupvray

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Europe Park Vilnius

ევროპის პარკი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
church heritage museum

ეკლესიის მემკვიდრეობის მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
liubavas manor museum

ლიუბავასის სახლ-მუზეუმი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Vilnius Cathedral

ვილნიუსის კათედრალი, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
trakai castle

თრაკაის ციხესიმაგრე, ვილნიუსი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია