8.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 9, 2026
მთავარიაკროპოლისი, ათენი

აკროპოლისი, ათენი

12.90 €

ერთ ადამიანზე

მნიშვნელოვანი დეტალები

2-3 სთ
გაუქმება არ არის შესაძლებელი
ელექტრონული ვაუჩერი
არ არის პარკინგი

მიმოხილვა

ათენის აკროპოლისი ანტიკურ საბერძნეთში დიდ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მნიშვნელობას ატარებდა. აქ ბერძნები სხვადასხვა მიზნით იკრიბებოდნენ, აღასრულებდნენ რელიგიურ რიტუალებს, ცვლიდნენ საქონელს და წყვეტდნენ ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებს. დღეს აკროპოლისი საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა. უამრავი ტურისტი ანტიკური ნაგებობების სანახავად სტუმრობს ათენს, რადგან ქალაქი ცოცხალი გადმონაშთი და დასტურია ძველი ბერძნული დიდების. ათენს დღემდე ეს იერსახე აქვს შემორჩენილი, იგი მსოფლიოს წამყვანი ქალაქების სიაშია.

აკროპოლისს ათენის პოპულარობაში დიდი წვლილი აქვს. მას ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. აკროპოლისი არა მხოლოდ ისტორიულადაა მნიშვნელოვანი, არამედ სანახაობრივადაც. ათენის აკროპოლისი ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილია, სადაც განლაგებულია ისტორიული შენობები და ტაძრები, მათ შორის ყველაზე ცნობილი პართენონი. აქ ყოფნის დროს, ასევე, აუცილებლად უნდა ნახოთ აკროპოლისის მუზეუმიც, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი არტეფაქტები ინახება. აკროპოლისი დიდ ინფორმაციას მოგცემთ ძველი დროის ცივილიზაციებზე, ბერძნების კულტურულ ცხოვრებასა და ანტიკურ ყოველდღიურობაზე. ამ ბლოგში კი ჩვენ შემოგთავაზებთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ აკროპოლისის ნახვისას.

საინტერესო ფაქტები

  • აკროპოლისი ათენის თავშეყრის უდიდესი ადგილი იყო
  • აკროპოლისი 3000-ზე მეტ წელს ითვლის
  • აკროპოლისმა უამრავ ომსა და გამანადგურებელ შემოსევებს გაუძლო
  • აკროპოლისს შეგიძლიათ ეწვიოთ ძირითადად დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე
  • აკროპოლისის სამუშაო საათები იცვლება, ამიტომ ვიზიტამდე წინასწარ გადაამოწმეთ
  • უმჯობესია, აკროპოლისს ესტუმროთ გაზაფხულზე ან შემოდგომას, რადგან ამ დროს შედარებით ნაკლები ტურისტია
  • უმჯობესია, დილის 10-დან შუადღის 2-მდე დაგეგმოთ ვიზიტი, რადგან ამ დროს შედარებით ნაკლები ადამიანი სტუმრობს მას, პიკის საათებისაგან განსხვავებით
  • გახსოვდეთ, რომ ბილეთები უკან არ ბრუნდება

წესები და პირობები

  • მონუმენტებს ხელით არ უნდა შეეხოთ
  • ტაძრებში შიგნით შესვლა აკრძალულია
  • დიდი ჩანთები, სასმელი და საჭმელი არ შეგიძლიათ შეიტანოთ ტერიტორიაზე

მდებარეობა

Athens 105 58

ტელეფონის ნომერი

ელ.ფოსტა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze

მსგავსი აქტივობები

Al Fahidi Dubai

ალ ფაჰიდი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Aura Skypool Dubai

აურას ღია აუზი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Burj Khalifa Dubai

ბურჯ ხალიფა, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Global Village

გლობალური სოფელი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Dubai Frame

დუბაის ჩარჩო

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Dubai Museum of the future

მომავლის მუზეუმი, დუბაი

გაუქმება არ არის შესაძლებელი
Miracle Garden

საოცრებათა ბაღი, დუბაი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია
Desert Safari Dubai

დუბაის უდაბნოს საფარი

უფასო გაუქმება ხელმისაწვდომია