ისრაელური ავიაკომპანია El Al და ყაზახეთის ავიაკომპანია Qazaq Air დროებით აჩერებენ რეისებს რუსეთის ქალაქებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ბაქო-გროზნოს მიმართულებით მოძრავი AZAL -ის თვითმფრინავი Embraer 190 ყაზახეთში, აქთაუს მახლობლად ჩამოვარდა. გამოძიების პირველადი მონაცემებით, თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ დააზიანა, რომელიც დრონების აქტიურობის ფონზე გროზნოს თავზე იქნა ნასროლი.
გეგმავს თუ არა Georgian Airways რუსეთის მიმართულებით რეისების შეჩერებას ?
კომპანიაში აცხადებენ: „ჩვენ ვაგრძელებთ ფრენებს ჩვეულ რეჟიმში და მოვლენების განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით.“
შეგახსენებთ, რომ Georgian Airways-მა რუსეთის მიმართულებით ფრენები იმ დროიდან განაახლა, როდესაც რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა. ამჟამად, ავიაკომპანია ჯეორჯიან ეარვეისი რეგულარულ რეისებს მოსკოვში, ნოვოსიბირსკსა და სანკტ-პეტერბურგში ასრულებს. კერძოდ, მოსკოვის მიმართულებით ყოველდღიურად ხორციელდება სამი რეისი Boeing 737-ით, სანკტ-პეტერბურგში კვირაში ორი რეისი პარასკევისა და კვირა დღეებში, ხოლო ნოვოსიბირსკში – ორშაბათსა და პარასკევს.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად ნებისმიერი მიმართულებით Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907