თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ყაზახეთის კიდევ ერთი სტრატეგიული მიმართულება დაემატა. ყაზახურმა ავიაკომპანია Scat Airlines-მა შიმქენთსა და თბილისს შორის რეგულარული ოპერირება დაიწყო. 15 დეკემბერს შესრულებულმა პირველმა რეისმა მგზავრები Boeing 737 ტიპის ავიალაინერით ჩამოიყვანა.

აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად ამარტივებს გადაადგილებას საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რაც ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.

ფრენის განრიგი და დეტალები

ახალი საჰაერო ხაზი რეგულარულ ხასიათს ატარებს და კვირაში ორი სიხშირით შესრულდება. მგზავრებს ავიაბილეთები შემდეგი განრიგის მიხედვით შეუძლიათ დაჯავშნონ:

  • ორშაბათი
  • პარასკევი

თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველმა კომპანიამ, “ტავ ჯორჯიამ”, საინაუგურაციო რეისს აეროპორტში სპეციალური ღონისძიებით უმასპინძლა, რითაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის გაღრმავება აღნიშნა.

იაფი ფრენები თბილისი - დან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაბილეთების პოვნა
ბაქო19 დეკემბერი 202619 იანვარი 2027ავიაბილეთები 243 -დან
ერევანი25 მარტი 202629 მარტი 2026ავიაბილეთები 254 -დან
ჟენევა25 მარტი 202630 მარტი 2026ავიაბილეთები 279 -დან
სოჭი26 მარტი 20262 აპრილი 2026ავიაბილეთები 280 -დან
სტამბოლი3 აპრილი 20268 აპრილი 2026ავიაბილეთები 303 -დან
ანტალია4 აპრილი 202613 აპრილი 2026ავიაბილეთები 316 -დან
კიშინიოვი1 აპრილი 20263 აპრილი 2026ავიაბილეთები 323 -დან
მილანი31 დეკემბერი 20267 იანვარი 2027ავიაბილეთები 338 -დან
ანკარა26 მარტი 202630 მარტი 2026ავიაბილეთები 351 -დან
მინვოდი21 მარტი 202625 მარტი 2026ავიაბილეთები 362 -დან

5 მიმართულება ყაზახეთიდან

შიმქენთი რიგით მეხუთე ქალაქია ყაზახეთში, საიდანაც თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები სრულდება. საქართველოს მთავარი აეროპორტიდან რეისები უკვე ხორციელდება შემდეგ ქალაქებში:

  • ალმათი
  • ასტანა
  • ატირაუ
  • აქთაუ

Scat Airlines საქართველოს ავიაბაზარზე აქტიურად ოპერირებს. გარდა ახალი მიმართულებისა, ავიაკომპანია თბილისიდან აქთაუს მიმართულებით კვირაში 3-ჯერ (Boeing 737 და CRJ-12 ხომალდებით) დაფრინავს, ასევე რეისებს ასრულებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

რატომ შიმქენთი?

შიმქენთი ყაზახეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. ის ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, უზბეკეთის საზღვართან მდებარეობს და მნიშვნელოვან ინდუსტრიულ, სავაჭრო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ამავდროულად, შიმქენთის საერთაშორისო აეროპორტი Scat Airlines-ის მთავარი ჰაბია, საიდანაც კომპანია 60-მდე მიმართულებით დაფრინავს.

თუ გეგმავთ მგზავრობას ყაზახეთის ამ ისტორიულ და დინამიკურ ქალაქში, სასურველია ავიაბილეთები წინასწარ შეიძინოთ, რათა ისარგებლოთ საუკეთესო ფასებით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში.
აგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA
შემდეგი სტატიასაქართველო 2026 წლის საუკეთესო სამოგზაურო ქვეყნების სიაშია
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments