ბოლო რამდენიმე კვირაა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბული მოვლენები მიმდინარეობს. ყველაფერი პარლამენტის შენობაში რუსი დეპუტატის მიერ თავჯდომარის სავარძლიდან წაყვანილი სხდომით დაიწყო,რასაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ანტირუსული აქციის მოწყობა მოჰყვა. ამის შედეგად, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყვიტა.

დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისები შესაძლოა ისევ განახლდეს. ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყებაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით „კომერსანტი“ ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, თუ საქართველოში შეწყდება რუსოფობია და ქვეყნის ხელმძღვანელობა თანმიმდევრული იქნება, ავიამომისვლის აღდგენა შესაძლებელი გახდება. ამასთანავე, წინა დღეებში ქართველი ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ უცენზური განცხადებაზე ოფიციალური თბილისის რეაქცია მოსკოვისთვის დამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა და პუტინის თქმით, ის საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს აღარ დააწესებს.

გარდა ამისა, ანტირუსული აქციების დაწყებამდე რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ბრძანება მიღებული და ხელმოსაწერად გამზადებული იყო, ამიტომ თუ ქვეყნებს შორის სამომავლოდ სიტუაცია დარეგულირდება, შესაძლოა ამ საკითხზე მუშაობა ისევ განახლდეს.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 20261 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაRed Wingsავიაბილეთები 925 -დან
29 სექტემბერი 202610 ოქტომბერი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 842 -დან
8 ოქტომბერი 202612 ოქტომბერი 2026პირდაპირიRed Wingsავიაბილეთები 778 -დან
23 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 950 -დან
27 დეკემბერი 202617 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 900 -დან
26 იანვარი 20273 თებერვალი 2027პირდაპირიAzimuthავიაბილეთები 1 025 -დან
19 თებერვალი 202726 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAzimuthავიაბილეთები 1 092 -დან
27 აპრილი 20272 მაისი 20271 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 810 -დან
22 მაისი 202725 მაისი 20271 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 898 -დან
17 ივნისი 202728 ივნისი 20271 Გაჩერებააზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 1 968 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდანიის ავიაბილეთები იაფად
შემდეგი სტატიაიაფი ავიაბილეთები პიზის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted