მას შემდეგ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 8 ივლისს ოფიციალურად შეწყდა, რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია მისი კვლავ აღდგენის შესახებ.

რუსეთში ამის შესახებ განცხადება ისევ გაკეთდა. ამჯერად, რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა შესაძლოა უახლოეს პერიოდში აღდგეს. „კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, ამის იმედი უახლოეს ხანებში უნდა გვქონდეს.“ – განაცხადა კალაშნიკოვმა.

კალაშნიკოვმა ასევე , აღნიშნა და ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ რუსი ტურისტებისთვის საქართველოში ყოფნა სრულიად უსაფრთხოა და მათ მიმართ ქართველების დამოკიდებულება კეთილგანწყობილია.

„ბოლო დროს ექსცესიები საქართველოში არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებმა უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის, ახალმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც მოდიან და ამასთან დაკავშირებით რაღაც განცხადებებს აკეთებენ. უბრალოდ არაფერი ხდება.“ – აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმაც გააკეთა განცხადება და „კომერსანტთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა სწორი ნაბიჯი იქნება.“

თბილისი მოსკოვი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
26 August 202627 August 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 1 019 -დან
22 September 20269 October 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 769 -დან
22 October 202614 December 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 702 -დან
27 November 202629 November 2026DirectRed Wingsავიაბილეთები 587 -დან
23 December 202613 January 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 585 -დან
1 January 202715 January 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 605 -დან
3 February 202710 February 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 766 -დან
23 March 202727 March 2027DirectRed Wingsავიაბილეთები 818 -დან
21 April 202729 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 668 -დან
16 May 202724 May 20271 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 962 -დან
18 June 202722 June 20271 StopAzerbaijan Airlinesავიაბილეთები 1 975 -დან
22 July 20275 August 20272 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 2 056 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმალე პირდაპირი ავიამიმოსვლა ბანგკოკში
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ფლორენციის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted