ინოვაციური, შთამაგონებელი და სიცოცხლით სავსე – ეს ის სიტყვებია, რომლითაც ნიდერლანდები -ს მეორე ქალაქს, როტერდამს მოიხსნიებენ ხოლმე. ამ სიტყვების მოსმენისას კი, წარმოუდგენელია ამ ქალაქში მოგზაურობის სურვილი არ გაგიჩნდეთ.
იმ შემთხვევაში, თუ თანამედროვე დიზაინი და არქიტექტურა გიზიდავთ, ავიაბილეთები როტერდამის მიმართულებით საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის. როტერდამში თითოეულ ნაბიჯზე შეხვდებით შენობა-ნაგებობებს, რომლებიც მსოფლიო კლასის არქიტექტურითა და დიზაინით გამოირჩევიან.
რა უნდა მოინახულოთ როტერდამში?
როტერდამის არქიტექტურული შედევრი მარკეტჰოლია, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსსთან ერთად, ბიზნეს და სავაჭრო ცენტრსაც წარმოადგენს. შენობა 2014 წელს გაიხსნა და დღეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სანახაობას წარმოადგენს ქალაქში. მისი არქიტექტურა მართლაც შთამბეჭდავია და წარმოუდგენელია აღტაცება არ გამოიწვიოს.
კუბის ფორმის სახლები
კუბის სახლები ტურისტებში საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს და მუდამ ყურადღების ცენტრში ექცევა. გამოირჩეული და ინოვაციური არქიტექტურა ჰოლანდიელ არქიტექტორს, პიეტ ბლომს ეკუთვნის. ვიზიტორებს საშუალება აქვთ სახლების ინტერიერიც მოინახულონ და უფრო ახლოს გაეცნონ პროექტს.
როტერდამის მუზეუმი
როტერდამში მუზეუმების საკმაოდ დიდი არჩევანია, თუმცა აუცილებლად უნდა ესტუმროთ როტერდამის მუზეუმს, სადაც მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშები და არტეფაქტები ინახება. მუზეუმის მონახულებისას თქვენ ახლოს გაეცნობით ქალაქის ისტორიას და კულტურას, ცხოვრების სტილს, რომელიც დამახასიათებელი იყო წინაპრებისთვის.
როგორ უნდა გაემგზავროთ როტერდამში?
ავიაბილეთები როტერდამის მიმართულებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ შეიძინოთ. თბილისი როტერდამი -ს ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი გვთავაზობს, რომელიც სტამბოლის გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით ასრულებს ფრენას. პეგასუსი ორმხრივ ავიაბილეთს თბილისიდან როტერდამის მიმართულებით 600-700 ლარის ფარგლებში გვთავაზობს.
როტერდამში მოხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა , ასევე, თბილისის აეროპორტიდან ამსტერდამის მიმართულებით გამგზავრება. ამსტერდამის რეისების საკმაოდ ფართო არჩევანია თბილისის აეროპორტიდან, რომელიც თქვენი სურვილის მიხედვით შეგიძლიათ შეარჩიოთ. ამსტერდამიდან როტერდამამდე კი სულ რაღაც 40 წუთში აღმოჩნდებით მატარებლით.
თბილისი როტერდამი ავიაბილეთები
გამგზავრება | გაჩერება | ბილეთების პოვნა |
---|---|---|
30 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 298 -დან |
19 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 425 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 427 -დან |
28 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 448 -დან |
29 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 448 -დან |
26 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 491 -დან |
19 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 514 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 547 -დან |
30 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 567 -დან |
28 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 574 -დან |
30 ნოემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 580 -დან |
29 ნოემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 593 -დან |
29 ნოემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 642 -დან |
22 ნოემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 769 -დან |
19 ნოემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 943 -დან |
21 ნოემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 987 -დან |
14 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 301 -დან |
14 დეკემბერი 2024 | 2 Გაჩერება | ავიაბილეთები 459 -დან |
1 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 490 -დან |
17 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 491 -დან |
18 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 583 -დან |
14 დეკემბერი 2024 | 3 Გაჩერება | ავიაბილეთები 587 -დან |
16 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 609 -დან |
29 დეკემბერი 2024 | 1 Გაჩერება | ავიაბილეთები 764 -დან |
ქუთაისი როტერდამი -ს მიმართულებით ფრენები შეგიძლიათ ააწყოთ მხოლოდ ორი გადაჯდომით, ასე მაგალითად: პოლონური ავიაკომპანია Wizz Air -ით ჯერ ვარშავის – ფრედერიკ შოპენის აეროპორტში გაემგზავრებით, შემდეგ კი ბარსელონას – ელ-პრატის აეროპორტში. იქედან კი ფრენას როტერდამის აეროპორტამდე Transavia -ს რეისით განაგრძობთ.
ავიაბილეთები როტერდამის მიმართულებით შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციებში მოიძიოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. ინდივიდუალური შეთავაზებისა და კომპეტენტური კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ ჩვენს გუნდს მიმართოთ.