ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავების სადგომისა და ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. 25 000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი მთლიანად შეიცვლება ბეტონის საფარით. ასევე იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც წყალარინების და სანიაღვრე სისტემა, ისე ელექტრო სისტემები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -ს ბაქანის კონფიგურაცია. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ოპერირების დირექტორის განცხადებით, რეაბილიტაციის შემდეგ 11-მდე გაიზრდება საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობა. ასევე დასძინა, რომ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი და ურთულესი პროექტია ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, რაც ქუთაისის აეროპორტში ბოლო პერიოდში განხორციელებულა.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty13 December 202616 December 2026FlyArystanავიაბილეთები 640 -დან
Athens13 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 207 -დან
Barcelona27 November 202630 November 2026Wizz Airავიაბილეთები 437 -დან
Berlin5 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 372 -დან
Brussels17 November 202624 November 2026Wizz Airავიაბილეთები 271 -დან
Bratislava24 November 202628 November 2026Wizz Airავიაბილეთები 252 -დან
Budapest25 October 20261 November 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Dortmund7 November 202619 November 2026Wizz Airავიაბილეთები 347 -დან
Memmingen18 November 202623 November 2026Wizz Airავიაბილეთები 273 -დან
Frankfurt26 January 202730 January 2027Wizz Airავიაბილეთები 271 -დან

 

,,ქუთაისის აეროპორტში ბაქნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მივიღებთ ე.წ. ჩიხური ტიპის თვითმფრინავის სადგომებს. ჯამში გვექნება 11 სადგომი, რაც საშუალებას მოგვცემს, უფრო გაზრდილი მობილობით მოვემსახუროთ თვითმფრინავებს. ეს კი, რა თქმა უნდა, გაზრდილ მგზავრთნაკადს ნიშნავს,-‘’განაცხადა ლევან ცხადაძემ.

დავით აღმაშენებლის აეროპორტის სადგომი აქამდე გათვლილი იყო 9 საჰაერო ხომალდზე. რეაბილიტირებული ბაქნის შემდეგ კი, აეროპორტი ნაწილობრივ ახალ ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. 11 სადგომიდან 4 დარჩება თვითმავალის ტიპის საჰაერო ხომალდებისთვის, ხოლო 7 სადგომი ე.წ. ჩიხურ სისტემაზე გადავა. რაც საშუალებას იძლევა, აეროპორტი უფრო მეტ საჰაერო ხომალდს, მცირე დროის მონაკვეთში მოემსახუროს.

შეიძინე ავიაბილეთები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველაზე იაფად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიევროკავშირში შესვლის ახალი სისტემის ამოქმედება კვლავ გადაიდო
შემდეგი სტატიაგამოიცანი ქვეყანა მეზობელი ქვეყნების მიხედვით
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted