2024 წლის 13 ივლისიდან Red Wings -ი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი -დან სანქტ პეტერბურგის მიმართულებით რეგულარულ ავიამიმოსვლას განაახლებს. რეისები კვირაში 2-ჯერ, ხუთშაბათ და შაბათ დღეს შესრულდება. აღნიშნულ მარშრუტზე მგზავრობის დრო 4სთ და 20წთ იქნება.
ბათუმი სანქტ პეტერბურგი სანქტ პეტერბურგი ბათუმი -ს საჰაერო ხაზზე ფრენები 2024 წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
ავიაკომპანია Red Wings georgia ასევე ასრულებს ფრენებს რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან, საქართველოს დანარჩენ ორ საერთაშორისო აეროპორტის – თბილისისა და ქუთაისის აეროპორტების მიმართულებით. გარდა ამისა, რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Azimut -იც გვთავაზობს, ხოლო საქართველოდან კი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -ი.