2024 წლის ივნისიდან, ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას საერთაშორისო ბრენდი Europcar დაიწყებს. ფრანგული Europcar -ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -სთვის მესამე საერთაშორისო კომპანია იქნება, რომელიც მგზავრებს მანქანის გაქირავების სერვისს შესთავაზებს. კომპანია ქუთაისის აეროპორტში უახლესი, პრემიუმ კლასის ავტომობილებით იქნება წარმოდგენილი. კომპანიის სერვისით სარგებლობა, მგზავრებს ჩამოფრენის დარბაზში შეეძლებათ, სადაც იქნება განთავსებული Europcar kutaisi -ს ოფისი.

ავტოპარკი დაკომლექტებულია უახლესი, როგორც სედანის ტიპის, ისე მაღალი გამავლობის სხვადასხვა ბრენდისა და მოდელის ავტომობილით. ავტომობილების დაჯავშნა აეროპორტის მგზავრებს შეეძლებათ ადგილზეც და კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმათი4 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 632 -დან
ათენი29 ნოემბერი 20262 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 202 -დან
ბარსელონა26 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 450 -დან
ბერლინი30 იანვარი 20274 თებერვალი 2027Wizz Airავიაბილეთები 368 -დან
ბრიუსელი10 ნოემბერი 202617 ნოემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 302 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 262 -დან

 

,,ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ, რომ მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისი შევთავაზოთ. ხელი შევუწყოთ, როგორც საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას, ისე ქართული კომპანიების წარმოჩენას. მანქანის გაქირავების კუთხით, კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა ჩვენს აეროპორტში, ხაზს უსვამს, რომ ქუთაისის აეროპორტის მიმართ ბიზნესი ინტერესი მაღალია, გარემო კი საკმაოდ კონკურენტუნარიანი,-‘’ აცხადებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე.

Europcar georgia საფრანგეთში დაარსებული Europcar Internationally -ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, რომელიც 3 ტიპის სერვისს შემოგვთავაზებს: დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება და საოპერაციო ლიზინგი. წარმოდგენილი იქნება როგორც ეკონომიური, ისე პრემიუმ კლასის მოდელები, ასევე ექნება ელექტრომობილების ფართო არჩევანი.

დაგეგმე ფრენები ქუთაისიდან მარტივად. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიRed Wings-ი ბათუმსა და სანქტ პეტერბურგს შორის ფრენებს აახლებს
შემდეგი სტატიაSomon Air -მა თბილისის აეროპორტში ფრენები უკვე დაიწყო
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted