Red Wings რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია დაფუძნებული. 1999 წელს იგი Airlines 400 -ის სახელით დაარსდა, ამჟამინდელი სახელი კი 2007 წელს მიიღო. დღეს ავიაკომპანია რუსეთის ათი უმსხვილესი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, რომელიც დაგეგმილ და ჩარტერულ რეისებზეა სპეციალიზირებული.

რა მიმართულებით ახორციელებს რეისებს Red Wings -ი?

რედ ვინგსი -ს მარშრუტის ქსელი  100-ზე მეტი რუსული და საერთაშორისო მიმართულებისგან შედგება.

შიდა რეისები მოიცავს სანკტ პეტერბურგი ს, სოჭის, მახაჩკალასა და ვლადიკავკაზის მიმართულებას. ხოლო საერთაშორისო რეისები კი: სტამბოლი ს, ანტალიას, ბაქოს, ერევანს, თელ-ავივს, ასტანასა და საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტს – თბილისის, ბათუმის და ქუთაისის აეროპორტებს.

თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია ეკატერინბურგიდან, სანკტ პეტერბურგიდან, სოჭიდან, ჩელიაბინსკიდან, სამარადან და კაზანიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი2 თებერვალი 20269 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 306 -დან
სამარა26 მარტი 202631 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 614 -დან
კაზანი17 იანვარი 202624 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 808 -დან
სანკტ პეტერბურგი14 მარტი 202616 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 961 -დან
მოსკოვი16 მარტი 202631 მარტი 2026Red Wingsავიაბილეთები 634 -დან
ეკატერენბურგი21 იანვარი 202628 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 696 -დან

რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტი ს მიმართულებით ფრენებს, დღეისათვის ავიაკომპანია მხოლოდ მოსკოვიდან დაფრინავს. 2024 წლის დეკემბრიდან კი სანკტ პეტერბურგი, ეკატერინბურგი და კაზანი დაემატება.

ბათუმის აეროპორტი ს მიმართულებით კი ავიამიმოსვლას მხოლოდ მოსკოვიდან ახორციელებს.

Red Wings -ის პირდაპირი ფრენები ბათუმიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი1 თებერვალი 20266 თებერვალი 2026Red Wingsავიაბილეთები 281 -დან
კრასნოდარი27 იანვარი 202628 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 325 -დან
სამარა8 ივნისი 202615 ივნისი 2026Red Wingsავიაბილეთები 708 -დან
სანკტ პეტერბურგი22 აპრილი 202629 აპრილი 2026Red Wingsავიაბილეთები 957 -დან

Red Wings -ის ფლოტი

ავიაკომპანიის ფლოტი შედგება 24 სამგზავრო თვითმფრინავისაგან: 14 Airbus 320/321, შვიდი რუსული რეგიონალური SSJ100 და სამი Boeing 777 თვითმფრინავსგან. ყველა ხომალდი აკმაყოფილებს მაღალ ტექნიკურ მოთხოვნებს და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

თვითმფრინავები შექმნილია ეკონომ კლასის მონო განლაგებით. ბორტზე მგზავრების კომფორტს ფართო კაბინები, სავარძლებისთვის განკუთვნილი დიდი ადგილი და ხელბარგის ზომიერუ თაროები უზრუნველყოფს.

Red Wings -ის თითოეული თვითმფრინავი ფრენის საფუძვლიან წინასწარ მომზადებას გადის, რომელსაც ახორციელებენ როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე პილოტები. სპეციალისტები ამოწმებენ ყველა საჰაერო სისტემას, ადგენენ თვითმფრინავის საწვავის დონეს, ამინდისთვის მზადყოფნას, ასევე ატარებენ გარე შემოწმებას, რომელიც შეესაბამება უსაფრთხოების ყველა ფედერალურ რეგულაციებს.

Red Wings -ში ჩსხდომისას მგზავრებს შეუძლიათ დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი თვითმფრინავი სრულად ფუნქციონირებს და მზადაა უსაფრთხო ფრენისათვის.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი

უსაფრთხოებისა და კომფორტის უზრუნველსაყოფად, სალონში დასაშვებია მხოლოდ ერთი ერთეული ხელბარგი, რომლის მაქსიმალური წონა არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს, ხოლო ზომები კი – 55 x 40 x 25 სმ-ს.

ბორტზე ხელბარგის გარდა ასევე შესაძლებელია შემდეგი ნივთების ატანა:

  • ზურგჩანთა 40 x 30 x 20 სმ, მაქსიმალური წონით 3 კგ, ხელჩანთა ან პორტფელი;
  • ყვავილების თაიგული;
  • მოსაცმელი;
  • ბავშვის საკვები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • აუცილებელი მედიკამენტები, ფრენის ხანგრძლივობისთვის საჭირო რაოდენობით;
  • ხელჯოხი, ინვალიდის ეტლი, დასაკეცი ინვალიდის ეტლი იმ ზომებით, რომლებშიც შეიძლება უსაფრთხოდ განთავსდეს თაროზე მგზავრის სავარძლის ზემოთ ან მგზავრის სავარძლის წინ;
  • duty-free -ში შეძენილი პროდუქცია.

ჩასაბარებელი ბარგი

  • Economy – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 10 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • Standard – ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.
  • ერთი ერთეული ჩანთა, ჩემოდანი ან ზურგჩანთა, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 20 კგ-ს და დამატებით ერთი 10 კგ-მდე ჩანთა. სამი განზომილების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 158 სმ.

დამატებითი ბარგი

თუ თქვენ გჭირდებათ იმაზე მეტი ბარგი, ვიდრე მგზავრობის საფასური უფასოდ გთავაზობთ, უნდა გადაიხადოთ დამატებითი საფასური. გადასახადის ოდენობა დამოკიდებულია ბარგის ოდენობაზე და გამგზავრებამდე დარჩენილ დროზე.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

ონლაინ რეგისტრაცია / online check-in

აეროპორტში რიგში დგომის თავიდან ასაცილებლად, გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, რომელიც გამგზავრებამდე 24სთ-ით ადრე იხსნება და 3 საათით ადრე იხურება. თუ მხოლოდ ხელბარგით მიფრინავთ, აეროპორტში რიგში დგომა აღარ მოგიწევთ და შეძლებთ პირდაპირ თქვენს “გეითთან” გამოცხადდეთ.

ბორტზე ადგილის არჩევაც თავად შეგიძლიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც თანამგზავრებთან ერთად მიფრინავს.

როგორ დაარეგისტრიროთ თქვენი ბარგი ონლაინ?

თუ ბარგით მოგზაურობთ, ონლაინ რეგისტრაციის შემდეგ, ის აეროპორტის სარეგისტრაციო მაგიდასთან უნდა წარადგინოთ.

შეზღუდვები ონლაინ რეგისტრაციისთვის

რეგისტრაციის გავლას შეძლებთ მხოლოდ აეროპორტში, თუ:

  • მოგზაურობთ შინაურ ცხოველთან ერთად
  • გჭირდებათ დამატებითი სერვისები, როგორიცაა ესკორტი შშმ პირებისთვის, ან ბავშვის თანხლების ორგანიზება ავიაკომპანიის თანამშრომლის თანხლებით.
  • მოგზაურობთ 9-ზე მეტ ადამიანთან ერთად

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად ნებისმიერი მიმართულებით. ფრენების დასაჯავშნად, დაგვირეკეთ ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოს ავიახაზები ფასდაკლებას აანონსებს
შემდეგი სტატიაავიაკომპანია Wizz Air-ი 24 ნოემბრის ფასდაკლებას აანონსებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
Red Wings -ი რუსეთიდან საქართველოში 6 ახალ მარშრუტს ამატებს
30 days ago

[…] ფედერალურმა სააგენტომ, ავიაკომპანია Red Wings -ზე გასცა წინასწარი ნებართვა, დაიწყოს […]