აეროპორტების ასოციაცია ACI Europe ​უახლესი ტრაფიკის მონაცემებზე დაყრდნობით, „საბოლოოდ ადასტურებს ინდუსტრიის სრულ აღდგენას“. ევროპის აეროპორტებში მგზავრთნაკადი 2024 წლის პირველ ნახევარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,4%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევართან შედარებით კი – 10,3%-ით.

„ჩვენ ვხვდებით ისტორიაში საუკეთესო ზაფხულს მომსწრენი სამგზავრო ტრაფიკის თვალსაზრისით“, – ამბობს იანკოვეცი, ასოციაციის გენერალური დირექტორი.

ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ინდუსტრიამ “გადალახა პანდემიის ზღვარი”, თუმა ივნისისთვის ევროპის აეროპორტების მხოლოდ 53%-მა აღადგინა სრულად სამგზავრო მოძრაობა.

აღსანიშნავია, რომ ლონდონის ჰითროუ გახდა 2024 წლის ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი 39,8 მილიონი მგზავრით წლის პირველ ნახევარში. რამდენიმე ევროპული აეროპორტი რეკორდულ ტრაფიკს პროგნოზირებს 2024 წელს: ჰითროუ ელოდება 82,4 მილიონ მგზავრს, ხოლო სტამბულის აეროპორტი 85 მილიონ მგზავრს.

ავიაბილეთები ქუთაისის აეროპორტიდან

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Almaty1 October 20268 October 2026FlyArystanავიაბილეთები 815 -დან
Athens18 January 202722 January 2027Wizz Airავიაბილეთები 195 -დან
Barcelona17 January 202725 January 2027Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
Berlin28 January 20276 February 2027Wizz Airავიაბილეთები 242 -დან
Brussels1 December 20268 December 2026Wizz Airავიაბილეთები 238 -დან

 

მგზავრთა რეკორდული მაჩვენებელი საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებშიც აღინიშნება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თბილისის , ქუთაისის და ბათუმის აეროპორტები 2024 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემებით, 4,047,097 მგზავრს მოემსახურა.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის თქმით, მოლოდინი არის, რომ 2024 წელს ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი 6,5 მლნ-ს გადააჭარბებს.

დაჯავშნე ავიაბილეთები ევროპის მიმართულებით საუკეთესო ფასად Avia.ge-ზე. დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიგამოიცანი სად ცხოვრობენ ფილმის/სერიალის პერსონაჟები
შემდეგი სტატიარამდენად კარგად იცნობ ევროპას ?
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted